სილამაზე

როგორ გავიკეთოთ დაბერების საწინააღმდეგო მაკიაჟი

როგორ გავიკეთოთ დაბერების საწინააღმდეგო მაკიაჟი

ყველა ასაკს თავისი სილამაზე აქვს, მაგრამ იმისთვის რომ მუდამ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, არსებობს მაკიაჟის ტექნიკა, რომელიც მარტივად გაგაახალგაზრდავებთ.

დაბერების საწინააღმდეგო მაკიაჟში მნიშვნელოვანია სწორი აქცენტები და  რბილი, მსუბუქი კონტრასტები.

სახე

40 წელს ზემოთ მაკიაჟი უნდა გაკეთდეს თბილ ფერებში, აირჩიეთ ღია ფერის ტონალური, ხაზი გაუსვით ტუჩებს ვარდისფრით, ლოყები კი ოდნავ გამოკვეთეთ. მაკიაჟმა კანი უფრო სუფთა უნდა გახადოს და სახის ხაზები ზემოთ ასწიოს.



50 წლის შემდეგ ტონალური კრემის ტექსტურა მაქსიმალურად მსუბუქი უნდა იყოს, რათა არ შეიქმნას ნიღბის ვიზუალური ეფექტი სახეზე. უპირატესობა მიანიჭეთ მქრქალ ტონალურს. აუცილებლად გამოიყენეთ რუჟი.

60 წელზე უფროსი ასაკის ქალებზე ნებისმიერი ჩრდილი კარგად გამოიყურება, რადგან ის ხაზს უსვამს ლოყებს. ბლაშს შეიძლება დაემატოს მცირე რაოდენობით ჰაილაითერი.



დაბერების საწინააღმდეგო მაკიაჟში 60+ შეარჩიეთ ტონი, რომელიც შეესაბამება თქვენი კანის ფერს, ან ნახევარი ტონით ღიაა; არასოდეს გამოიყენოთ მკაფიო ხაზები.

ხშირად გაიგებთ, რომ კონტურირებას შეუძლია გადაჭრას ჩაძირული ოვალური სახის პრობლემა, მაგრამ მქრქალი ყავისფერი პუდრი ლოყებზე მხოლოდ აძლიერებს „დაღლილი“ კანის შთაბეჭდილებას.

თვალის მაკიაჟი

ქუთუთოების დაწევა გავრცელებული პრობლემაა 40 წელს გადაცილებულ ქალებში. თუ თვალის გარე კუთხეებზე უფრო მეტ ტუშს წაისვამთ და ვიზუალურად ხაზს გაუსვამთ მათ, დამალავთ ჩამოვარდნილ ქუთუთოებს.
50 წელს გადაცილებულ ქალებს შორის გავრცელებული პრობლემაა თვალების ქვეშ ჩანთები და ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე მარტივი გზა კორექტორის გამოყენებაა.



60 წლის ზემოთ არ გამოიყენოთ შავი ფერის თვალის ლაინერი. აირჩიეთ მქრქალი ჩრდილები მშვიდი ტონებით - ღია ყავისფერი, ლურჯი ან ყავისფერი. ლაინერი ჩაანაცვლეთ თვალის ფანქრით. ზოგადად მოერიდეთ შავ ფერს, უმჯობესია ლურჯი, მუქი იისფერი ან ყავისფერი ტონები.

წარბები

წარბის მოხატვისას გამოიყენეთ თქვენი შესაფერისი ფერი. უპირატესობა მიანიჭეთ რბილ ხაზებს და ბუნებრივ ელფერს, ბუნებრიობა საუკეთესო არჩევანია კარგი მაკიაჟისთვის.



დაივიწყეთ შავი და წვრილი წარბები, ასეთი წარბები არამარტო ასაკს გამოაჩენს, არამედ დაგაბერებთ, ხოლო სქელი და ხშირი წარბები ეშხს შეგმატებთ.

ტუჩები

40+ მაკიაჟის შემთხვევაში, ტუჩებზე წაისვით წითელი, ვარდისფერი ან ატმის ჩრდილები, ზემოდან შეგიძლიათ გამჭვირვალე „გლოსის“ წასმა. ხელსაყრელი ფერი სახეს ვიზუალურად აახალგაზრდავებს.

50+ ტუჩების მაკიაჟისას გირჩევთ არ გამოიყენოთ ბრჭყვიალა ტუჩსაცხი, ის ხაზს უსვამს ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს და ტუჩებზე ნაოჭებს. უმჯობესია უფრო ღრმა ტონების არჩევა, გაითვალისწინეთ ნათელი შინდისფერი ფერები.



50 და 60 წლის ასაკში ტუჩები უკვე ძალიან მგრძნობიარეა ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების მიმართ, ამიტომ უპირატესობა მიანიჭეთ დამატენიანებელ ტექსტურებს, რადგან მქრქალი ტუჩსაცხი ტუჩებს აშრობს და ნაოჭებსაც კვეთს.

არ გააკეთოთ ტუჩის მკაფიო კონტური, წაისვით როგორც ჩრდილი, რაც ოდნავ შეგმატებთ მოცულობას და სხვებისთვის უხილავი იქნება.

კისერი და დეკოლტე

დაბერების საწინააღმდეგო მაკიაჟის გაკეთებისას არ დაივიწყოთ კისრისა და დეკოლტეს არე და აუცილებლად გაუფრთხილდით ამ ადგილებს. კარგად შეფერილი სახე უხერხულად გამოიყურება კისრისა და დეკოლტეს თეთრი კანისგან განსხვავებით. ეცადეთ არ იყოს მკვეთრი სხვაობა სახესა და კისერს შორის. გააკეთეთ ნაზი გადასვლა ბლაშის დახმარებით.



დაიმახსოვრეთ - ნებისმიერი მაკიაჟის გაკეთებისას მთავარია ხაზი გაუსვათ თქვენს ძლიერ მხარეებს, გამოკვეთოთ ლამაზი ნაკვთები და აქცენტი გაკეთოთ მასზე, ნუ გაუსვამთ ხაზს თქვენს ნაკლოვანებებს.