ყველაზე ხანგრძლივი ჯგუფური ზარი და ყველაზე პოპულარული არხები - Rakuten Viber-მა ქართველი მომხმარებლების სტატისტიკა გააზიარა
- 04.07.2024
Rakuten Viber-მა გააზიარა სტატისტიკა იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება მესენჯერის მრავალფეროვანი ფუნქციები საქართველოში: ჯგუფური ზარები, ჩატები და არხები. კერძოდ, მესენჯერმა ქართველი მომხმარებლების ყველაზე საინტერესო რეკორდული მაჩვენებებლების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
Rakuten Viber-ის მონაცემებით, საქართველოში, მონაწილეთა რაოდენობით საშუალოდ ყველაზე დიდ ჯგუფურ ჩატებს ჰყავთ 243 მომხმარებელი შესაძლო 250-დან.
ჯგუფური ჩატი წარმოადგენს პირად ჩატს მონაწილეების შეზღუდული რაოდენობით (250-მდე ადამიანი), რომელიც მათ ერთდროულად კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. ძირითადი ფუნქციები, რომლებიც ხელმისაწვდომია ჯგუფურ ჩატებში, მოიცავს ტექსტის, აუდიო და ვიდეო შეტყობინებების გაგზავნას, აუდიო და ვიდეო ზარების განხორციელებას, სტიკერების და სხვა მედია ფაილების გაგზავნას, ასევე დამატებით ფუნქციებს (რეაქცია შეტყობინებებზე, მიმაგრებული შეტყობინებები, კონკრეტული ჩატის მონაწილის მონიშვნა და ა.შ.).
რაც შეეხება ყველაზე „მასობრივ“ ჯგუფურ ზარებს, საქართველოში საშუალოდ 50-მდე ადამიანი ერთდროულად მონაწილეობს ჯგუფურ ზარებში.
ყველაზე ხანგრძლივი ჯგუფური ზარი Rakuten Viber-ში 9 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა შესვენების გარეშე. Rakuten Viber-ში ჯგუფური აუდიო და ვიდეო ზარები გაძლევთ კომუნიკაციის საშუალებას ხმის მაღალი ხარისხით ან პირისპირ, უფასოდ და დროის შეზღუდვის გარეშე. ჯგუფურ აუდიო და ვიდეო ზარებში ერთდროულად 60-მდე ადამიანს შეუძლია მონაწილეობა.
ყველა ზემოაღნიშნული მონაცემი წარმოადგენს დაგროვილ ანონიმურ ინფორმაციას მესენჯერის სხვადასხვა ფუნქციის გამოყენების შესახებ, რომელიც მოიცავს მხოლოდ მესენჯერის შიდა სტატისტიკას და არ გულისხმობს მომხმარებლის კონფიდენციალურ პერსონალურ მონაცემებს.
Viber-ს არ შეუძლია წაიკითხოს თქვენი პირადი მიმოწერები (ინდივიდუალური და ჯგუფური ჩატები) ან მოუსმინოს თქვენს პირად აუდიო ან ვიდეო ზარებს. 2016 წლიდან მესენჯერის ყველა ძირითადი ფუნქცია დაცულია End-to-end დაშიფვრით (ეს მოიცავს პირად და ჯგუფურ ჩატებს, პირად აუდიო და ვიდეო ზარებს, მედიის გაზიარებასა და ყველა მომხმარებლის მოწყობილობის უსაფრთხოებას). დაშიფვრის გასაღები ინახება მხოლოდ მომხმარებელთა მოწყობილობებზე.
საქართველოში ყველაზე პოპულარული არხებია: Rakuten Viber საქართველო, Marketer.ge და სხვა. ამ არხების კონტენტმა მილიონობით ნახვა დააგროვა.
Rakuten Viber-ის შესახებ
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს.
Rakuten Viber არის ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების მსოფლიო ლიდერის-Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი.
თემები: