ჯანმრთელობა

ჩვევები რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია

ჩვევები რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია

ჩვენ გეტყვით, რა ჩვევა უნდა დაივიწყოთ ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად

ცუდმა კვებამ და მავნე ჩვევებმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის  სერიოზული პრობლემები. შვედეთის უნივერსიტეტის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე საშიში ჩვევა, რაც შეიძლება გქონდეთ, არის ზედმეტი საკვების მიღება, რაც იწვევს სიმსუქნეს.

სიმსუქნე არ განიხილება მხოლოდ კოსმეტიკურ ჭრილში; იგი წარმოადგენს სერიოზულ სამედიცინო პრობლემას, რომელიც ზრდის სხვა დაავადებებისა და ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკს.

ლუნდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჭარბი ულუფებით კვება იწვევს სიმსუქნეს, ხოლო სიმსუქნე იწვევს გულის დაავადებებს და ონკოლოგიურ პრობლემებს.

ექსპერიმენტის დასაწყისში მეცნიერებმა 4 მილიონი ადამიანის მონაცემები აიღეს და 40 წლის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს. კვლევის მონაწილეთა ნიმუში იყო შემთხვევითი - იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესი, ასევე მავნე ჩვევების სიმრავლე.

40 წლის შემდეგ კვლევამ აჩვენა, რომ 332000 მონაწილეს ჰქონდა სიმსივნე. ამასთან, პაციენტების 40%-ს ჭარბი წონა აწუხებდა.

ადრეულმა კვლევებმა უკვე აჩვენა კავშირი სიმსუქნესა და სიმსივნეს შორის. თუმცა, მეცნიერები ადრე აცხადებდნენ, რომ ჭარბმა წონამ შეიძლება გამოიწვიოს კიბოს 13 სახეობა. თანამედროვე სტატისტიკით ეს რიცხვი გაიზარდა და კვლევებმა აჩვენა, რომ სიმსუქნე იწვევს კიბოს 32 სახეობას, ფაქტია, სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება.


ასევე, საერთაშორისო მონაცემებით, მამაკაცები ბევრად უფრო მეტად არიან ჭარბწონიანები, ვიდრე ქალები. თუმცა, ყველაზე დაუცველი ჯგუფი, მაინც ბავშვები არიან, რომლებიც ასევე სულ უფრო მეტად აწყდებიან სიმსუქნესთან დაკავშირებულ პრობლემებს.

დიეტოლოგების აზრით, ბავშვებმა აქტიურად დაიწყეს უსარგებლო და სწრაფად დამუშავებული საკვების მოხმარება, ეს კი უკიდურესად საშიშია, რადგან ზრდასრული ადამიანისთვის ჭარბი წონის დაკლება უფრო ადვილია, ვიდრე მოზარდისთვის, რომელიც წონაში უფრო სწრაფად იმატებს არასტაბილური ჰორმონების გამო. გარდა ამისა, გენმოდიფიცირებული და შემწვარი საკვები ხელს უშლის ბავშვის სხეულისა და ტვინის ნორმალურ განვითარებას.

რა უნდა გავაკეთოთ სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად?

თვალყური ადევნეთ თქვენს საქმიანობას. მნიშვნელოვანია მჯდომარე მუშაობის კომპენსირება ფიზიკური ვარჯიშით და საჭირო რაოდენობის ნაბიჯების გავლა დღეში. რამდენიმე ნაბიჯმა შეიძლება კომპენსირება მოახდინოს მჯდომარე ცხოვრების წესზე.

ამოიღეთ რაციონიდან უსარგებლო საკვები. ფქვილის ნაცვლად, უმჯობესია მიირთვით ბოსტნეული, ხილი, პარკოსნები და მარცვლეული. გარდა ამისა, ბოლო 20 წლის განმავლობაში, უფრო და უფრო მეტი დამუშავებული საკვები ჩნდება მოდიფიკაციებითა და კონსერვანტებით, რომლებსაც ჩვენი ნაწლავები უბრალოდ ვერ ითვისებენ. ეს იწვევს კუჭ-ნაწლავის შეკრულობას, ხოლო პროდუქტების შემადგენლობა იწვევს წონის სწრაფ მატებას და შესაბამისად ჯანმრთელობის პრობლემების წარმოქმნას.