წყვილებს შორის ერთ-ერთი დაბრკოლება ხშირად ფინანსებია, მისი სწორად განაწილება და გამოყენება, გრძელვადიანი მიზნები და ტაქტიკა კრიზისის დროს. ამ ნიუანსების შეუთანხმებლობა იწვევს კამათს და განშორებასაც კი.
TREND გაგაცნობთ, რატომ უჭირთ ქალებს მამაკაცთან ერთად ფინანსური საკითხების მოგვარება და როგორ გაუმკლავდეთ მას.
ინტერესთა კონფლიქტი
თუ ქალი ოცნებობს იცხოვროს ზღვის პირას სახლში, მაგრამ ცხოვრობს ოროთახიან ბინაში ქალაქგარეთ. თუ ის არის მოგზაური, რომელიც მზადაა ეგზოტიკურ ქვეყნებში სამოგზაუროდ ბოლო კაპიკი გაიღოს, მაგრამ შვებულების გატარება უწევს სახლში ბავშვებთან ერთად - ეს უკვე განსხვავებული ინტერესებია და კონფლიქტის გამომწვევი მიზეზებიც.
როგორ აბანდებენ კაპიტალს მამაკაცები და როგორ იქცევიან ქალები
მამაკაცი ცდილობს შეაგროვოს დიდი მემკვიდრეობა და ინვესტირება მოახდინოს კაპიტალში, რომელიც ფინანსურ წარმატებას მოუტანს, ქალი კი ერთი დღით ცხოვრობს, ამიტომ უმჯობესია დატკბე ცხოვრებით ახლა და ამჟამად.
მენტალური განსხვავებები ხშირად განშორების მიზეზია. უთანხმოება იწყება იქ, სადაც თქვენი საჭიროებები ეწინააღმდეგება სხვა ადამიანების საჭიროებებს. მოტივაციის უფსკრული განსაკუთრებით მკვეთრია, როცა ერთს სურს ფულის დაზოგვა, მეორეს კი ხარჯვა.
კომპრომისზე წასვლა თუ დაშორება?
იმუშავეთ თვითშეფასებაზე და პირადი მიზნების განსაზღვრაზე. ამის შემდეგ შეძლებთ აირჩიოთ სწორი პარტნიორი, მაგრამ თუ უკვე ალიანსში ხართ, მოგიწევთ კომპრომისის პოვნა ორ თვალსაზრისს შორის. დაუსვით ერთმანეთს კითხვები: როგორი ფინანსური მომავალი გსურთ, როგორი ცხოვრებისკენ ისწრაფვით და თუ საერთო მნიშვნელს ვერ პოულობთ, ნუ იჩქარებთ დაშორებას, შეაფასეთ მზად ხართ თუ არა იცხოვროთ სხვა ადამიანის იდეებით და არა საკუთრით ან ერთობლივით.
სიყვარული და ფინანსური კრიზისი
პარტნიორებს ხშირად ავიწყდებათ, რომ მხოლოდ სიყვარული საკმარისი არაა ხანგრძლივი კავშირისთვის, რომ ცხოვრება შედგება სხვადასხვა მასშტაბის კრიზისული მომენტებისგან: პირადი (ნათესავის გარდაცვალება, დეპრესია, ან სამსახურის დაკარგვა) სახელმწიფო და გლობალური (ფინანსური კოლაფსი, ინფლაცია, მთავრობის რეფორმები). ძნელია წინასწარ განსაზღვროთ, როდის წავა საქმეები ცუდად, მაგრამ თუ ამისთვის მზად არ ხართ, სტრესი ირიბად იმოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე. სადაც პრობლემებია, იქ არის გაღიზიანება და კამათი. გარდა ამისა, გაურკვევლობას მოაქვს ქაოსი და მშვიდი ცხოვრების მოსაპოვებლად მეტი ძალისხმევის და რესურსის გაღება დაგჭირდებათ.
სტერეოტიპები და საკუთარი როლის არასწორად გაგება
საზოგადოება ნერგავს სტერეოტიპს, რომ ოჯახში ფულზე პასუხისმგებელი მხოლოდ მამაკაცია, ქალი კი ხარჯავს და არაფერზე წუხს. ამ მიდგომამ ფესვი გაიდგა და მამაკაცებმა საკუთარ თავზე აიღეს არა მხოლოდ შემოსავალი, არამედ კონტროლი ხარჯვაზეც.
თქვენს პარტნიორს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი წარმოდგენა იმაზე, თუ რაში უნდა დახარჯოთ ფული და რაში არ უნდა დახარჯოთ. ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც ქმარი ყიდულობს უზარმაზარ მონიტორს კომპიუტერისთვის, მაგრამ უგულებელყოფს საკუთარ ჯანმრთელობას ან ვალებს.
პრობლემა ის არის, რომ ქალს სწორად არ ესმის დიასახლისის, როგორც ოჯახში პასუხისმგებელი პირის როლი, არადა მას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ოჯახის ბიუჯეტის ფორმირებაში, რადგან მისი ფუნქცია-მოვალეობები არ შემოიფარგლება მხოლოდ დასუფთავებით, საჭმლის მომზადებით და ბავშვის მოვლით. ქალი ასევე პასუხისმგებელია სახლში არსებულ ემოციურ და შესაბამისად ფინანსურ კლიმატზე და ეს, თავის მხრივ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მზად არიან ოჯახის წევრები გაუთვალისწინებელ მოვლენებთან გასამკლავებლად და დროული და სწორი სტრატეგიის შესამუშავებლად.