LIFE

განქორწინების ორი ძირითადი მიზეზი - განქორწინების ადვოკატის სტატისტიკა

განქორწინების ორი ძირითადი მიზეზი - განქორწინების ადვოკატის სტატისტიკა

(რამ შეიძლება გააფუჭოს თქვენი ურთიერთობა და როგორ ავიცილოთ ის თავიდან)

განქორწინებულ წყვილთა რიცხვი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო იზრდება. დაშორების მიზეზები ათასგვარია, თუმცა, როგორც მსოფლიოში ცნობილმა ნიუ-იორკელმა განქორწინების ადვოკატმა ჯეიმს სექსტონმა განაცხადა, განქორწინების აბსოლუტური უმეტესობა ორი მთავარი მიზეზით არის გამოწვეული - ესაა ღალატი და ფინანსები.

ღალატი

ღალატისადმი დამოკიდებულება საზოგადოებასთან ერთად შეიცვალა. თავიდან ქალებს სჯეროდათ, რომ ღალატს უნდა შეჰგუებოდნენ. შემდეგ მათ გააცნობიერეს თავიანთი უფლებები და შესაძლებლობები და შეწყვიტეს ამის შეგუება. ახლა ღალატი ისევ ითვლება  "წითელ დროშად" - როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის.

და მაინც, ღალატი მაინც ტრავმული აქტია, რის შემდეგაც ორ ადამიანს შორის ურთიერთობა უფერულდება, შემდეგ კი მთლიანად მთავრდება. ღალატის თავიდან ასაცილებლად, ჯეიმს სექსტონი გვირჩევს, ყურადღება მივაქციოთ მის გამომწვევ მიზეზებს.



ფსიქოლოგების აზრით, მამაკაცებს სექსში სჭირდებათ რაოდენობა, ქალებს კი - ხარისხი. შესაბამისად, პირველი ღალატობს, თუ ვერ ეთანხმება პარტნიორს მისთვის ნორმალური ინტიმური ურთიერთობის ოდენობაზე, ხოლო მეორე ღალატობს, თუ პარტნიორისგან ემოციურ კავშირს ვერ გრძნობს.

არ უნდა დავივიწყოთ ემოციური ღალატი, რომელიც ხშირად ფიზიკურ ღალატზე უფრო მტკივნეულია. ეს ის შემთხვევაა, როცა თქვენს პარტნიორს ურთიერთობა აქვს სხვასთან და მის ინტერესებს იზიარებს. ამ ტიპის ღალატი სექსზე უფრო საშიშია, რადგან ყველაზე ძლიერი და მყარი ქორწინება მეგობრობაზეა დაფუძნებული და არა ვნებაზე.

ფინანსები

ფული არ არის მხოლოდ ვალუტა გარკვეული ღირებულებით. ეს არის უსაფრთხოება და მომავლის ნდობა, ბოლოს და ბოლოს, სიძლიერისა და ძალაუფლების გარანტი. ამიტომ, ფული ხშირად მანიპულირებაა – მაგალითად, ერთი პარტნიორი მეორეს ინახავს, მაგრამ ​​არ აძლევს ფულის თავისუფლად ხარჯვის ნებას.



წყვილები ხშირად უსახსრობის გამო შორდებიან. მაგალითად, როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი არ ასრულებს ფინანსურ ვალდებულებებს, ან არ ისწრაფვის კარიერული ზრდისკენ, მეორე ცდილობს გაექცეს ამ გაუსაძლის ყოფას და ეძებოს უკეთესი სამსახური, რომ ნორმალური შემოსავალი ჰქონდეს.

განქორწინების თავიდან ასაცილებლად, სექსტონი პარტნიორებს ურჩევს მეტი ისაუბრონ მატერიალურ პრობლემებზე და მივიდნენ შეთანხმებამდე. მაგალითად, თუ ფიქრობთ, რომ თქვენს წყვილში დანახარჯები მამაკაცმა უნდა გაიღოს, სჯობს მაშინვე უთხრათ ამის შესახებ. ისე, რომ მას არ ჰქონდეს "სიურპრიზები" და თქვენ კი იმედგაცრუება.