ტყუილი ბევრ ურთიერთობაში ხშირია - არიან ადამიანები, რომლებსაც რცხვენიათ ჩადენილი მოქმედების და არიან ისეთებიც, რომლებიც არ ერიდებიან ამის განმეორებას. დღეს ამ უკანასკნელზე ვისაუბრებთ - ჩვენ გეტყვით რომელი ნიშნების ერთგულების იმედიც არ უნდა გქონდეთ ურთიერთობაში და რატომ.
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
იმისდა მიუხედავად, რომ ვერძი ეჭვიანია და უჭირს ღალატის პატიება, მას თავად, შეუძლია პარტნიორს დაუფიქრებლად უღალატოს. ჯერ ერთი, ვერძს სწრაფად ჰბეზრდება - რუტინა, ვალდებულებები, რაც მას ეკისრება, ამიტომ, მას სჭირდება ადამიანი, რომელიც იქნება აქტიური, ცვალებადი, არაპროგნოზირებადი და დამოუკიდებელი. ასეთ პარტნიორთან ვერძი არ იფიქრებს იმაზე, თუ რამდენად ერთფეროვანია მისი ცხოვრება. მეორეც, ვერძი ყველაფერზე მეტად აფასებს საკუთარ თავისუფლებას; აქედან გამომდინარე, შეიძლება რთული იყოს მათთან ურთიერთობის დაწყება ან უფრო სერიოზულ დონეზე გადასვლა.
ვერძისთვის მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანის მუდმივი აღტაცება, მაგრამ ურთიერთობებში ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ პარტნიორის მინუსებს ვამჩნევთ და კომპლიმენტებს კრიტიკაც ემატება. ამ შემთხვევაში ვერძი ამჯობინებს უკან დახევას და ისეთი ადამიანის პოვნას, რომელიც ამ თავდაჯერებულობას კვლავ მისცემს მას.
ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
ტყუპები ძალიან არიან დამოკიდებულნი პარტნიორზე - ისინი უნებლიედ ეჯაჭვებიან ისეთ ადამიანს, ვინც გულს აუცილებლად გაუტეხს; ამის შემდეგ მათ დეპრესია იპყრობთ, თუმცა, ეს პროცესი ძალას და შემოქმედებით ენერგიას აძლევთ.
ტყუპებს მარტივად შეუძლიათ მოტყუება, თუმცა, როდესაც გააცნობიერებენ რა გააკეთეს, დიდად დანაშაულის გრძნობა არ აწუხებთ - ნიშანი დარწმუნებულია, რომ სიტუაციის მსხვერპლი გახდა და არ არის მზად პასუხისმგებლობის აღებისთვის.
მათი ღალატის ხშირი მიზეზი კი ის არის, რომ ტყუპებს ეზიზღებათ ერთფეროვანი ცხოვრება და პროგნოზირებადი პარტნიორი. ასე რომ, თუ გსურთ მათთან ძლიერი ურთიერთობის დამყარება, ისწავლეთ გაოცება და მისით აღტაცება.
მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
მორიელები აფასებენ რომანტიკას, ინტიმურ ურთიერთობას და პარტნიორთან ერთგულ ურთიერთობას, ზოგჯერ ნიშანი ვერ იკავებს თავის ბუნებრივ ლტოლვას საწოლში ექსპერიმენტებისთვის. თუ პარტნიორი არ არის მზად სექსში ყველაზე გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად, მაშინ მორიელი თავიდან იკავებს თავს, შემდეგ კი აუცილებლად იწყებს ღალატს - ხოლო აღიარებს თუ არა მორიელი ღალატს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძვირფასი ხართ მისთვის. თუ ვერ შეძელით მისი გულის მოგება, მაშინ სავარაუდოა, რომ ნიშანი არასოდეს აღიარებს ღალატს - ბოლოს და ბოლოს, თუ ის არ არის შეყვარებული თქვენზე, მაშინ არც ჩათვლის, რომ სხვაზე გაგცვალათ, მაგრამ თუ ნამდვილად მნიშვნელოვანი ხართ მისთვის, დიდი ალბათობით აღიარებს დანაშაულს.
საინტერესოა, რომ ზოგჯერ მორიელი ღალატობს შურისძიების გრძნობის გამო. მიუხედავად გარე ჯავშნისა, ნიშნის შეურაცხყოფა ძალიან ადვილია ნებისმიერი სიტყვით ან მოქმედებით. ის არასოდეს განახებთ ცრემლებს, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ აუცილებლად იპოვის ახალ ურთიერთობას.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
მშვილდოსანი ყველაზე ცვალებადი და არასტაბილური ცეცხლოვანი ნიშანია, რომელიც ოდნავადაც ვერ იტანს რუტინას. ისინი მზად არიან ყოველდღე შეცვალონ სახლი, გარემო, სამუშაო, ქვეყნები, ჩვევები, შეხედულებები, ცხოვრებისეული ღირებულებები და გარეგნობაც კი. ამიტომ, უკიდურესად ძნელი წარმოსადგენია, რომ მშვილდოსანი მონოტონურად ზრუნავს ერთსა და იმავე ადამიანზე, შემდეგ კი ძლიერ ქორწინებაში შედის მასთან, შობს შვილებს და იცოცხლებს სიბერემდე.
უფრო სავარაუდო შედეგია ის, რომ მშვილდოსანი აირჩევს სტაბილურ და „უსაფრთხო“ პარტნიორს, რომელთანაც ოჯახს ააშენებს, მაგრამ გვერდით პარალელურად ექნება ჰობი. თუ მშვილდოსანს კედელთან მიამწყვდევთ, დაიწყებს მონანიებას და ბოდიშის მოხდას თავისი საქციელის გამო - მაგრამ შეწყვეტს თუ არა ამის გაკეთებას, რიტორიკული კითხვაა.
ყველაზე დიდი ბენეფიტი რაც მშვილდოსან აქვს - უარის შემთხვევაში, ის პროვოკაციაზე ეგება და დაუოკებელ ინტერესს ავლენს თქვენი პიროვნების მიმართ.
თემები: