SEX

ორგაზმის მიღწევის მარტივი გზები

ორგაზმის მიღწევის მარტივი გზები

თქვენ, რა თქმა უნდა, დიდი ხანია იცით ორგაზმის შესახებ, მაგრამ რაღაც მაინც არასწორად წარიმართა... ალბათ, მიზეზი იმ რამდენიმე პუნქტშია, რომლის შესახებაც იქნებ არასოდეს გსმენიათ? მოდით გავარკვიოთ, რა დაგეხმარებათ მიიღოთ ნამდვილი სიამოვნება სექსისგან.

მოქნილობა

რაც არ უნდა უხეში ჟღერდეს, საწოლში პასიურობა არა მხოლოდ მოსაწყენია, არამედ არაპროდუქტიულიც. მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად საჭიროა თეძოს, მენჯის და მთელი სხეულის აქტიური მოძრაობები. გოგონები, რომლებსაც შეუძლიათ ფეხების უკან გადაწევა, უფრო ხანგრძლივ ორგაზმს იღებენ, ვიდრე ისინი, ვისაც მხოლოდ ნახევრამდე შეუძლია ფეხის გადაწევა.

სწორი სუნთქვა

ორგაზმი არის საშოს კუნთების შეკუმშვა და, მოგეხსენებათ, კუნთებს ჟანგბადი სჭირდებათ მუშაობისთვის. ასე რომ, სექსის დროს ისუნთქეთ უფრო სწრაფად და ძლიერად.

რელიეფის შეცვლა

სცადეთ შეცვალოთ თქვენი ჩვეული ადგილი სექსისთვის რაიმე ახლით. პრობლემის მიზეზი შესაძლოა ნაცნობი საწოლი იყოს. ბევრისთვის ინტიმური ურთიერთობა რუტინად იქცევა სწორედ იმიტომ, რომ სიახლეებს გაურბიან. დროა, საკმარისად შეისწავლოთ საკუთარი თავი და გახსნათ ახალი ჰორიზონტები.

ათვლა დაიწყო

სამუშაო დღის დასრულებამდე ერთი საათი რჩება, საყვარელ ადამიანთან გიჟური სიყვარულის დაწყებამდეც დაახლოებით ამდენივე გჭირდებათ. დროა დაიწყოთ მასთან კონტაქტი: მისწერეთ მას რამდენიმე პიკანტური, ვნებიანი მესიჯი ან, თუ ეს უჩვეულოა თქვენი ურთიერთობისთვის, უთხარით რა გაცვიათ. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, შეხვედრის პირველივე წუთებიდან გაცილებით სასიამოვნო შეგრძნებები მიიღოთ.

რიტმის შერჩევა

რიტმი სექსის დროს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პოზა, ვფიქრობთ, ეს თქვენც კარგად იცით, თუმცა, ამის შესახებ ესაუბრეთ პარტნიორს? თუ თქვენ უკვე მიჩვეული ხართ პოზის ერთად არჩევას, ახლა საქმე მოძრაობათა სიხშირეზეა.

დამატებითი დახმარება

ზოგიერთ ქალს უჭირს ორგაზმის მიღწევა სექსის დროს დამატებით კლიტორის სტიმულაციის გარეშე, ან თანამედროვე ტექნოლოგიების თუ ინტიმური სათამაშოების გარეშე, ნუ დაიძაბებით ამის გამო და თამამად ჩართეთ სექსში დამატებითი „დამხმარეები“.

და ბოლოს, აუხსენით პარტნიორს რა და როგორ გიყვართ სექსში. პირველ რიგში, ეს იქნება დიდი აღგზნება როგორც მისთვის, ასევე თქვენთვის, ასე შეგიძლიათ ასწავლოთ თქვენი საიდუმლოებები და ორივემ მიიღოთ დიდი სიამოვნება.