ჯანმრთელობა

უნდა დალიოთ თუ არა საუზმის წინ ცხელი წყალი

უნდა დალიოთ თუ არა საუზმის წინ ცხელი წყალი

წყალი ნამდვილად ჯადოსნური ელექსირია, რომელიც გვეხმარება საჭმლის მონელებასა და დეტოქსიკაციის პროცესში, ასევე აადვილებს ორგანიზმის ფუნქციონირებას და აუმჯობესებს ჯანმრთელობას. ითვლება, რომ დღის დაწყება უზმოზე ჭიქა წყლით მაქსიმალურად სასარგებლოა, თუმცა არის რამდენიმე ნიუანსი, რომლის გათვალისწინებაც ღირს. ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ უზმოზე ცხელი წყლის მიღება სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და რომ მას გამახდუნებელი ეფექტიც აქვს.

ექიმები გვირჩევენ, ჯერ გადავწყვიტოთ, როგორი ტემპერატურის უნდა იყოს უზმოზე მისაღები წყალი. ბევრი მედიცინის მუშაკი ჯერ კიდევ კამათობს ამ თემაზე, მაგრამ უმეტესობა ფიქრობს, რომ წყლის ოპტიმალური ტემპერატურა, რომელიც უნდა დალიოთ ცარიელ კუჭზე გაღვიძებისთანავე, შეიძლება მერყეობდეს 40-დან 60 გრადუსამდე.



მდუღარე წყალი, ისევე როგორც მკვეთრად ცივი წყალი, არ არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და მისი მიღებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ასეთი ტემპერატურის წყალი საკმაოდ აგრესიულად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე, აღიზიანებს საყლაპავისა და კუჭის ლორწოვან გარსს და ანელებს საჭმლის მონელების პროცესს.

იდეალურ შემთხვევაში, უზმოზე დალიეთ 1-2 ჭიქა თბილი წყალი, ან ოთახის ტემპერატურის წყალი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ საუზმის მომზადება. დაიმახსოვრეთ, არ არის რეკომენდებული საუზმე წყლის მიღებისთანავე. გირჩევთ, საუზმემდე მოიცადოთ დაახლოებით 30-40 წუთი.

რატომ არის წყალი უზმოზე ასე სასარგებლო?

ენერგიის აღდგენა

პირველ რიგში, თითოეული ჩვენგანი ღამის ძილის დროს კარგავს სითხის გარკვეულ რაოდენობას, ამიტომ გაღვიძებისთანავე წყლის დალევით დაუყოვნებლივ იწყებთ მის შევსებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ენერგიის დონის ამაღლებას. თუ ამ ხერხს მიმართავთ, თქვენ აღარ დაგჭირდებათ კოფეინი გასაღვიძებლად და ენერგიის აღსადგენად.

მეტაბოლური პროცესები

ძილის შემდეგ დაუყოვნებლივ წყლის დალევა აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ მუშაობს სრული დატვირთვით. გარდა ამისა, ის ასტიმულირებს ნაწლავის მოძრაობას, ხელს უწყობს მეტაბოლური პროდუქტების მოცილებას, წყალი ასევე აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, რაც იწვევს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას და საკვები ნივთიერებების უფრო ეფექტურ შეწოვას.

მადის კონტროლი

მათთვის, ვინც აკონტროლებს წონას, თბილ წყალს შეუძლია დაეხმაროს მადის კონტროლში, ის ქმნის სისავსის განცდას და ამცირებს ჭამის დროს ზედმეტი საკვების მიღების სურვილს.

სტრესის შემცირება

წყალს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი სხეულსა და გონებაზე. ის პოტენციურად ამცირებს სტრესის დონეს. ამიტომ, დღე უნდა დაიწყოთ ერთი ჭიქა სუფთა და თბილი წყლით, რათა გქონდეთ პროდუქტიული დღე განწყობის ცვალებადობის გარეშე.

თაფლიანი წყალი

დილით უზმოზე, თუ უკუჩვენებები არ გაქვთ, სუფთა თბილ წყალს შეგიძლიათ დაამატოთ მცირე რაოდენობით თაფლი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თაფლმა შეიძლება დაკარგოს თავისი თვისებები ძალიან ცხელ წყალში. თაფლი მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით B კომპლექსით და C. ასევე შეიცავს მინერალებს, ამინომჟავებს, ცილებს, ბიოაქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ფლავონოიდები, ფენოლები, სხვადასხვა სახის ფერმენტები. ეს ყველაფერი ერთად დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე, იწყებს ტოქსინებისა და ნარჩენებისგან გაწმენდის პროცესს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ეწინააღმდეგება ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვებას.

ლიმონიანი წყალი

უმჯობესია სიფრთხილე გქონდეთ ლიმონის მიმართ - ეს წესი განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც აქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემები ან ალერგიული რეაქცია ციტრუსზე, მათ ვურჩევთ, მიიღონ სუფთა წყალი, ყოველგვარი დანამატების გარეშე.