LIFE

4 მიზეზი თუ რატომ შეიძლება იქცეს თქვენი მარტოობა კარიერული წინსვლის წინაპირობად

4 მიზეზი თუ რატომ შეიძლება იქცეს თქვენი მარტოობა კარიერული წინსვლის წინაპირობად

არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, ფიქრობენ, რომ 30 წლის ასაკში პარტნიორის გარეშე ყოფნა, წარსულში გაკეთებული არასწორი არჩევანის ბრალია. "როდის თხოვდები?", "ბავშვის გაჩენას არ აპირებ?", "როდემდე უნდა იყო მარტო?" - გეცნობათ კითხვები? 

დიახ! გარშემომყოფები მუდმივად გვაწუხებენ მსგავსი შეკითხვებით და ალბათ, ვერც წარმოუდგენიათ, რამდენად დამღლელი შეიძლება იყოს ეს! 

4 მიზეზი თუ რატომ შეიძლება იქცეს თქვენი მარტოობა კარიერული წინსვლის წინაპირობად

იმის მიუხედავად, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მარტო ყოფნის უპირატესობებს ვერ იყენებენ, არიან ისინიც, ვინც მიიჩნევენ, რომ მარტოობა საკუთარი თავისა და თვითგანვითარებისთვის, დიდი სიკეთეა. 

აშშ-ს უახლესი ანგარიშის მიხედვით, ირკვევა, რომ დღესდღეობით, ადამიანთა უმრავლესობა, არჩევანს გვიან ქორწინებაზე აკეთებს. ამავე ანგარიშზე დაყრდნობით, TREND. გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ არის უპირატესობა მარტოობა და როგორ გვეხმარება ეს მდგომარეობა მივაღწიოთ კარიერულ წარმაებას, გვქონდეს ისეთი სამსახური, ვიყოთ ისეთი ძლიერი ქალები, როგორადაც ყოფნა მუდამ გვსურდა:

1. მარტო მყოფი ადამიანები გაცილებით სოციალურები არიან, ვიდრე ისინი, ვინც ქორწინებაში იმყოფებიან

4 მიზეზი თუ რატომ შეიძლება იქცეს თქვენი მარტოობა კარიერული წინსვლის წინაპირობად

მარტო მყოფი ადამიანები, გაცილებით მჭიდრო კავშირში იმყოფებიან თავიანთ ოჯახებთან და მეგობრებთან. ასევე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისინი უფრო ხშირად არან მზად მოუსმინონ თავიანთ გარშემომყოფებს რთულ სიტუაციაში და გაუწიონ ემოციური მხარდაჭერა. ქორწინებაში მყოფნი, გაცილებით იშვიათად კონტაკტობენ მეზობლებთან და კიდევ უფრო იშვიათად ერთობიან მეგობრებთან ერთად. ეს მათ ართმევთ იმ შესაძლებლობას, რაც მარტო მყოფ ადამიანს გააჩნია - გაიჩინონ ახალი ნაცნობები და კონტაქტები, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს წარმატებული კარიერის შექმნაში. 

2. მარტო მყოფ ადამიანებს მეტი დრო რჩებათ იმუშაონ საკუთარ თავზე

4 მიზეზი თუ რატომ შეიძლება იქცეს თქვენი მარტოობა კარიერული წინსვლის წინაპირობად

გამომდინარე იქედან, რომ ზრდასრული ადამიანი, მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი, მას მეტი დრო რჩება გაიუმჯობესოს განათლების დონე სხვადასხვა სფეროში, ისწავლოს და შეიმეცნოს მეტი. ურთიერთობასა და ქორწნებაში მყოფთ, საკუთარ თავსა და მომავალზე კონცენტრირებისთვის, შედარებით ნაკლები დრო რჩებათ. ვინაიდან, ისინი პასუხისმგებლობას გრძნობენ თავიანთი პარტნიორების მიმართაც. 

3. მარტო მყოფები გაცილებით ენერგიულები და სიცოცხლისუნარიანები არიან

4 მიზეზი თუ რატომ შეიძლება იქცეს თქვენი მარტოობა კარიერული წინსვლის წინაპირობად

არაფერია ცუდი იმაში, რომ ადამიანი, თავს კომფორტულად გრძნობდეს მის საყვარელ ადამიანთან ერთად, თუმცა, როცა კომფორტის შეგრძნება თვითკმაყოფილებაში გადადის, ბევრი რამ ფუჭდება! უპირველესად, ადამიანებს უქრებათ სურვილი მეტი აკეთონ, იყონ აქტიურები, სიცოცხლისუნარიანები. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, გაუცნობიერებლად, არაქვეცნობიერის დონეზე წყდება. საპირისპიროს ვაწყდებით მარტო მყოფი ადამიანების შემთხვევაში. ისინი მუდამ მოძრაობაში არიან, გაცილებით აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობენ და სიცოცლისუნარიანობაც, შესაბამისად, მათში გაცილებით მეტია. 

4. მარტო მყოფები გაცილებით შემოქმედებითებიც არიან

4 მიზეზი თუ რატომ შეიძლება იქცეს თქვენი მარტოობა კარიერული წინსვლის წინაპირობად

გამომდინარე იქედან, რომ ამ მდგომარეობაში, ადამიანს მეტი დრო აქვს გაიცნოს საკუთარი თავი და შესაძლებლობები უკეთ, გარდა ამისა, შეიმეცნოს მეტი, ისინი უფრო შემოქმედებითები არიან! კვლევებიც ადასტურებს, რომ ადამიანები მარტოობაში გაცილებით მეტ და დიდ შემოქმედებით ნიმუშებს ქმნიან. მიეცით თქვენს იდეებს თავისუფლება და აქციეთ შთაგონება რეალურ ქმნილებად! 



femalenetwork.com