განშორება წყვილისთვის, როგორი რთული ურთიერთობაც უნდა ჰქონდეთ მათ, მტკივნეულია. ურთიერთობების თერაპევტი სარა დევისონი წყვილებს ასწავლის თუ როგორ უნდა მოიქცნენ იმისთვის, რომ განშორება ნაკლებად მტკივნეული იყო.
1. არ იმოქმედოთ სწრაფად
„ჰკითხეთ საკუთარ თავს - მინდა ყველაფრის დასრულება, თუ უბრალოდ, ცვლილება მსურს“, - ამბობს დევისონი. თუ თქვენი ურთიერთობა რამდენიმე თვეს ითვლის, საკუთარ თავთან ვალდებული ხართ - გქონდეთ ურთიერთობის დასრულების სერიოზული მიზეზები. დაწერეთ, რა გაწუხებთ და ამის შესახებ ესაუბრეთ სხვა ადამიანს. განშორების გადაწყვეტილება მიიღეთ მხოლოდ მაშინ, თუ ჩათვლით, რომ ესაა ერთადერთი სწორი გზა.
2. დარწმუნდით, რომ დაშორების შესახებ თქვენს გადაწყვეტილებას მხოლოდ თქვენგან შეიტყობს:
წინააღმდეგობა გაუწიეთ სურვილს, ესაუბროთ სხვებს განშორების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. სანამ არ დაელაპარაკებით ამის შესახებ თქვენს პარტნიორს. არ არის საჭირო, თქვენი მეგობრის ბოიფრენდისგან შეიტყოს. „თუ ეტყვით ვინმეს, დარწმუნებული იყავით, რომ ეს ინფორმაცია არ გავრცელდება და მკაცრად გააფრთხილეთ, რომ ეს პირადულია.“, - ამბობს დევისონი. უთხარით მხოლოდ ერთ ადამიანს, რომელსაც ენდობით.
3. შეარჩიეთ დრო ყურადღებით
გონებაში თქვენ შეიძლება მარტივად წარმოგიდგენიათ დაშორება, მაგრამ პარტნიორისთვის ეს შესაძლოა უმძიმესი, შოკისმომგვრელი აღმოჩნდეს. ნუ დაასრულებთ ურთიერთობას მცირეხნიანი საუბრით, იმსჯელეთ ამ თემაზე თქვენს პარტნიორთან. „თუ ურთიერთობა სრულდება სწრაფი საუბრით, ეს შეიძლება კიდევ უფრო შოკისმომგვრელი და მტკივნეული აღმოჩნდეს“, - ამბობს დევისონი. ნუ გააკეთებთ ამას მისთვის მნიშვნელოვანი გამოცდის წინა დღეს. სწორად შეარჩიეთ ამ მძიმე თემაზე საუბრის დრო.
4. იყავით გულწრფელი
„იმის თქმით, რომ თქვენ არ გსურთ ურთიერთობა ახლა, რომ განშორება დროებითია, სინამდვილეში კი ურთიერთობის გაწყვეტა სამუდამოდ გსურთ, დამაბნეველ სიტუაციას ქმნით“, - ამბობს დევისონი. თქვენ არ ხართ ამ დროს გულწრფელი, რაც ცუდია. სასტიკმა სიმართლემ შეიძლება გული ატკინოს, მაგრამ ნუ მისცემთ ცრუ იმედებს, თუ ის რეალურად არ არსებობს.
5. დააწესეთ საზღვრები
თქვენ უნდა უთხრათ მას, რა იქნება შემდეგ, დარჩებით თუ არა მეგობრებად. თუ აპირებთ, რომ ხალხს უთხრათ თქვენი დაშორების შესახებ (ფეისბუქზე ურთიერთობის სტატუსის შეცვლით, ფოტოების წაშლით), პირველ რიგში, ამის შესახებ თქვენი „ექსი“ გააფრთხილეთ.
6. მართეთ თქვენი წრე
პატივი ეცით თქვენი „ექსის“ გადაწყვეტილებას, თუ მას სურს წაგშალოთ სოციალური ქსელებიდან. შემდეგ განსაზღვრეთ, დარჩებიან თუ არა მისი მეგობრები თქვენს მეგობრებად. სცადეთ თავი აარიდოთ ისეთ ადგილებში ყოფნას სადაც, შესაძლოა, თქვენი ყოფილი იყოს.
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი არჩევანი, გადაწყვეტილება იყო და ეს ყოველთვის მარტივი არ არის. „შეავსეთ სიცარიელე ახალი მიზნებით თანაც მალე, რამდენადაც შესაძლებელია - ყოველივე თქვენგან კონცენტრაციას და ყურადღებას მოითხოვს“, - ამბობს დევისონი. შეისწავლეთ ის, რისი გაკეთებაც გსურდათ. გაერთეთ მეგობრებთან ერთად. ამოძრავდით.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, მამაკაცები, ქალები, რჩევები
<a href="http://www.seventeen.com/">http://www.seventeen.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია