გვიანი დედობის დადებითი და უარყოფითი მხარეები - ის, რაც წინასწარ უნდა იცოდეთ
- 22.01.2025
18 წლის და 35 წლის შემდეგ ქალების მშობიარობა დედობის ორი პოლუსია. არ არსებობს უარესი ან უკეთესი პერიოდი დედობისთვის - დედობა ამ ორ განსხვავებულ ასაკში, უბრალოდ მკვეთრად განსხვავდება.
35 წლის შემდეგ მშობიარობა კამათის საგანია არა მხოლოდ ექიმებში, არამედ დედებშიც. ზოგიერთი თვლის, რომ ამ ასაკში, სათანადო მომზადებით და ყველა რეკომენდაციის დაცვით, შესაძლებელია ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა დედის ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების გარეშე. სხვები დარწმუნებულნი არიან, რომ ორსულობის დაგეგმვა სასურველია უფრო ადრე, 30 წლამდე, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი გართულებები.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ გვიანი დედობის დამახასიათებელი ნიშანი არის ცნობიერება და მიდგომები, რაც ასაკს და გამოცდილებას თავისთავად მოაქვს.
ცნობიერება ყველაფრისადმი მიდგომაში ვლინდება: საკუთარი მოვალეობებისადმი და საკუთარი თავის და სურვილების უკანა პლანზე გადაწევის აუცილებლობაში, რაც ძალიან რთულია 18 წლის ასაკში, როდესაც ახალგაზრდა დედას ასაკისთვის დამახასიათებელი ეგოიზმი უტევს.
ახალგაზრდა დედები ბევრი გამოწვევის წინაშე დგებიან - ესაა ოჯახი, რომელიც გამუდმებით ითხოვს ყურადღებას და პასუხისმგებლობის აღებას, ხშირია ჩვილის დაავადებები, პედიატრთან ვიზიტები.
ადრეული დედობა ასევე საგრძნობლად აფერხებს ახალგაზრდა დედის სწავლის პროცესს და დაღს ასვამს სტუდენტობის წლებს, მაშინ როცა ჯგუფელები წვეულებაზე მიდიან, ახალგაზრდა დედას ჩვილთან უწევს დროის გატარება, რაც საკმაოდ დიდ სტრესს იწვევს გოგონებში. ასევე დიდი გამოწვევაა ორსულობის დროს წონაში საგრძნობი მატება, რაზეც გოგონების უმეტესობა ძალიან ღელავს.
გვიანი დედობის დადებითი მხარეები
35 წლის შემდეგ მშობიარობის დროს კი მიდგომებში და დამოკიდებულებებში დიდი განსხვავებაა. პრიორიტეტი საკუთარი თავის ნაცვლად, ხდება დედობა, რადგან ქალს უკვე გაცნობიერებული აქვს, რომ დრო, როცა შვილს სჭირდები, ძალიან სწრაფად გადის, ამიტომ ყოველი წუთი ძვირფასი და განუმეორებელია.
ამ ასაკში დედებს ესმით, რომ დროის სწორად განაწილებით შეუძლიათ იარონ სამსახურში, წავიდნენ იოგაზე და დრო დაუთმონ საყვარელი წიგნის კითხვას.
ამ ასაკში დედამ უკვე იცის, როგორ მიაღწიოს შეთანხმებას შვილთან და მისცეს დრო მარტო თამაშისთვის, თვითონ კი საყვარელი საქმით დაკავდეს.
ზრდასრული დედისთვის ბავშვების დაავადებები ბევრად მსუბუქი და მარტივად გამკლავებადია, მან იცის, რომ ჩახუტებას და მოფერებას ავადობის დროს შვილზე წამლის ეფექტი აქვს, ამიტომ უფრო დიდ დროს უთმობს მასთან ერთად ყოფნას, არ ჩქარობს, არ იწვევს აურზაურს და ცდილობს მაქსიმალური სიმშვიდით გაუმკლავდეს ამ გამოწვევას.
ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ზრდასრულ ასაკში ქალი უფრო მშვიდი და გაწონასწორებული დედა ხდება, რადგან მას უკვე ჰქონდა გამოცდილება პირველ შვილთან. ამაში, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული სიმართლე, მაგრამ პირველი დაბადება მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდილების ნაწილია, რომელიც ზოგადად მშობიარობისადმი მშვიდ დამოკიდებულებას აყალიბებს. სწორედ ამიტომ, მთავარი უპირატესობა არის ინფორმირებულობა, რომელიც ყოველთვის მოდის წლებთან და გამოცდილებასთან ერთად.
გვიანი დედობის ნაკლოვანებები
როდესაც ქალმა უკვე ბევრს მიაღწია ცხოვრებაში, მისი პრინციპები და პრიორიტეტები დაკმაყოფილებულია და აქვს ისეთი ცხოვრება, რომელზეც ოცნებობდა, მას შეუძლია დატკბეს დედობით ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ამ ასაკში ქალებს არც ზედმეტი კალორიების შესახებ ფიქრი აწუხებთ და არც სპორტდარბაზში სიარულით იწუხებენ თავს, მაგრამ აქ სხვა ტიპის გამოწვევები დგას: დედებს გვიან ასაკში ბავშვის მოვლისთვის და სხვადასხვა რუტინული საქმეებისთვის ნაკლები ძალა აქვთ, ვიდრე 18 წლის ასაკში.
გვიანი დედობის მთავარი და ერთადერთი მინუსი არის ფიზიოლოგია და ჯანმრთელობა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სიბერის შიში, რის გამოც დედებს ხანდახან ნეგატიური ფიქრები იპყრობთ: მათ იციან, რომ სიბერე მალე მოვა და სურთ რაც შეიძლება დიდი დრო გაატარონ შვილთან.
გარდა ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისა და პოტენციური ჯანმრთელობის პრობლემებისა, არ არსებობს სხვა უარყოფითი მხარეები გვიან დედობასთან დაკავშირებით, დანარჩენი ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია და კიდევ, ასაკი ხშირად მართლა მხოლოდ ციფრებია.
თემები: დედა და შვილი, რჩევები ქალებს
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია