მაშინაც კი, თუ თქვენ სახლში გაქვთ რამდენიმე კარადა, მაგრამ მაინც ვერ ახერხებთ ყველა ნივთის შენახვას, ჩვენ დაგეხმარებით, როგორ გამოიყენოთ ეფექტურად სივრცე და იპოვოთ დამატებითი სათავსო იმ ნივთების დასაბინავებლად, რომელთა გადაყრაც გენანებათ.
ყუთები და კონტეინერები
შეარჩიეთ სპეციალური უჯრები ან კონტეინერები სხვადასხვა ნივთების შესანახად. შეგიძლიათ აქცენტი გააკეთოთ უფრო მარტივ და კომფორტულ დიზაინზე, რათა სხვა დროს გადასაადგილებლად მარტივი და მსუბუქი იყოს.
კონტეინერები, კალათები და ყუთები შეგიძლიათ შეიძინოთ საოჯახო ნივთების სხვადასხვა მაღაზიაში.
სათავსოების არჩევისას დააკვირდით რა მასალისგან არის დამზადებული - საბავშვო სათამაშოების შესანახად უმჯობესია გამოიყენოთ გამჭვირვალე ან ბადისებრი კონტეინერები, ხოლო ტანსაცმლისა და თეთრეულისთვის გამოიყენეთ მყარი ქსოვილის ორგანაიზერები.
სათავსო საწოლის მატრასის ქვეშ
ეს არის ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტი, რომელიც არა მხოლოდ დაზოგავს ადგილს, არამედ ადვილად მოერგება ნებისმიერ ინტერიერს. როგორც ალტერნატივა, შეგიძლიათ შეიძინოთ საწოლი ამწევი მექანიზმით.
სათამაშოებისა და ტანსაცმლის გარდა, სათავსო შეიძლება გამოყენებულ იქნას ფეხსაცმლის, ჩემოდნების და დიდი ჩანთების, სეზონური ტექსტილის, ასევე, სარემონტო მასალების შესანახად.
კარის გარშემო სივრცე
კარის ზემოთ და მის გვერდებზე შეიძლება მოეწყოს ისეთი სივრცე, სადაც შეძლებთ ძალიან ბევრი ნივთის შენახვას. კარის გარშემო განსაკუთრებით მოსახერხებელია წიგნებისა და სუვენირების განთავსება, ასევე შესანიშნავია დიდი ჩემოდნებისთვის, ჩანთებისთვის და არასეზონური ნივთებისთვის.
ფანჯრების ქვეშ სათავსო
ეს მეთოდი, ალბათ, ყველაზე ორიგინალურია, რადგან ფანჯრების გარშემო სივრცის ცარიელი დატოვება ჩვეულებრივი ამბავია.
ასეთი სივრცის სათავსო ვარიანტად გამოყენება საკმაოდ ეფექტური და გონივრულია. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ მხოლოდ მცირე ზომის დეკორატიული ნივთების შენახვაა შესაძლებელი, მაგ.: ნახატები, წიგნები და სუვენირები.
თარო, კარადა ან კომოდი
სრულფასოვანი შენახვის სისტემა, თარო ან კარადა შეიძლება განთავსდეს ფანჯრის მიმდებარედ, დაბალი უჯრები ასევე ხშირად თავსდება ფანჯრების ქვეშ - ეს საშუალებას გაძლევთ დატოვოთ კედლები თავისუფალი და არც სახლის ინტერიერი გადაიტვირთოს.
ნიშები
არაღრმა ნიშები, რომლებსაც ბევრი განლაგების მინუსად მიიჩნევს, შეიძლება ინტერიერის უპირატესობად იქცეს მათში ღია თაროების განთავსებით. ეს ტექნიკა ინტერიერს ინდივიდუალობას მატებს და საშუალებას გაძლევთ შექმნათ პატარა, მაგრამ ფუნქციონალური ადგილი დეკორაციისთვის ან წვრილმანებისთვის, რომლებსაც ხშირად იყენებთ.
შეგიძლიათ თავად შექმნათ ნიშები, ან დახმარება სთხოვოთ კომპეტენტურ პირს და ისე მოაწყოთ თქვენი საცხოვრებელი სივრცე, რომ არ იყოს გადატვირთული და არაესთეტიკური.
თემები:
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია