1. ეცადო გადაწყვიტო ყველა პრობლემა მის მაგივრად
თუ თქვენს რჩეულს მუდმივი სირთულეები აქვს ფულთან დაკავშირებით, ან სამსახურიდან დაითხოვეს, დაიმახსოვრეთ: სამსახურის შოვნა ყოველთვის შეიძლება, და თუ მამაკაცი ოცნებობს არა მხოლოდ მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზაცია, არამედ ესმის კიდეც, რომ უნდა არჩინოს ოჯახი, შეიძლება მტვირთავადაც იმუშაოს, სანამ რაიმე შესაფერისს იშოვის.
2. ყოველთვის აჩუქო ძვირფასი საჩუქრები
უკეთესი იქნება, თუ საჩუქრები წყვილს ტოლფასიანი ექნებათ. აზრი არა აქვს მიართვა შეყვარებულს პითონის ტყავის საფულე ან ავტომობილი, თუ ის გაჩუქებთ მორიგ სამზარეულოს კომბაინს. მცდელობა, რომ მამაკაცი ფულით დაიპყროთ, არ მოგიტანთ წარმატებას. მეორეც, თუ შეგხვდათ ძლიერი სქესის არაკეთილსინდისიერი წარმომადგენელი, სიყვარული შეიძლება გადაიქცეს გამოყენებად.
3. იყო მისთვის ბალიში
ქალისგან განსხვავებით, მამაკაცი მის მიმართ სიბრალულისთვის სიყვარულის გრძნობას არ განიცდის. ბრძენი ქალი ყოველთვის მოუსმენს, მხარში ამოუდგება, მისცემს რჩევას, შთააგონებს და შემატებს ძალებს ახალი გმირობებისთვის. ასეთი მეგზურისადმი მამაკაცს ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორც საიმედო ზურგის. ეს კი ბედნიერი ურთიერთობების ერთ-ერთი საიდუმლოა.
4. წარმოთქვა ფრაზა: „მე ხომ გითხარი!“
თუნდაც ასჯერ მართალი იყო. არაფერი არ არსებობს ამ ფრაზაზე უფრო პროვოკაციული. ჯერ ერთი, თქვენ აღმოჩნდით უფრო ჭკვიანი, ვიდრე ის, მეორედ - მიუთითეთ მას ამაზე. ეს ძალიან უტაქტოა. ნებისმიერი მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია იგრძნოს თავი ძლიერად.
5. უარი სთქვა პირად ცხოვრებასა და კარიერაზე
სამწუხაროდ, თუ ჩვენ მთელ ცხოვრებას ვუძღვნით მხოლოდ მამაკაცს, ბავშვებსა და საშინაო საქმეებს, ჩვენი შეყვარებული ჩვენსადმი მალე კარგავს ინტერესს. ადრე თუ გვიან, მას მოუნდება, განმარტოვდეს, და მეორეც - შეხედოს ლამაზ ქალს. მაგრამ ამასთანავე გახსოვდეთ: ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.
6. შეიცვალო გარეგნობა მხოლოდ მამაკაცის სურვილისამებრ
დიახ, ქალებს ძალიან გვიყვარს ცვლილებების შეტანა საკუთარ გარეგნობაში. მაგრამ თუ იმიჯის კარდინალურ შეცვლას დაჟინებით ითხოვს თქვენი შეყვარებული, თქვენში კი მისი იდეა შთაგონებას სულაც არ იწვევს - დროა დაფიქრდეთ. შეიჭრათ ან გაიზარდოთ თმა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ასე მოუნდა? მოსიყვარულე მამაკაცი არ დაიწყებს ცვლილებების მოთხოვნას და, მითუმეტეს, თქვენი თვითშეფასების შეგნებულად გაფუჭებას.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>