8 რჩევა მათთვის, ვისაც დილით ადგომა უჭირს
16.02.2025ბელუჩი და ბარტონი – ბედნიერი წყვილი, რომლის ისტორიაც 10 წლის წინ დაიწყო
- 13.02.2025
![ბელუჩი და ბარტონი – ბედნიერი წყვილი, რომლის ისტორიაც 10 წლის წინ დაიწყო](https://trend.ge/img/news/fit_795_547_false_crop_3202_1801_417_205_q90_2447571_9995a674b25cc4d6baaaa9c5c_1739473362.jpeg)
მსოფლიო ვარსკვლავის მონიკა ბელუჩისა და რეჟისორ ტიმ ბარტონის კავშირი ბევრისთვის მოულოდნელი სიახლე იყო. ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ბარტონმა ბელუჩის მიმართ გრძნობები, ჯერ კიდევ 10 წლის წინ გამოამჟღავნა.
მონიკა ბელუჩი ერთ-ერთი ულამაზესი მსახიობია და კომპლიმენტები მისთვის უცხო სულაც არ არის. სავსებით შესაძლებელია, რომ მას ყურადღება არ მიექციოს ტიმ ბარტონის 10 წლის წინ წარმოთქმული სიტყვებისთვის და ეს მაშინ, როცა ცნობილმა რეჟისორმა საჯაროდ აღიარა მისი სიყვარული - „ვგიჟდები მონიკა ბელუჩიზე, ვოცნებობ, რომ მას ლიფტში შევხვდე, ის ისეთი ლამაზია..." - განუცხადა ბარტონმა მაშინდელ ფრანგულ ყოველკვირეულ გალას.
იმ დროს ბელუჩი ახალი დაშორებული იყო ვენსან კასელს, რომელთანაც ორი ქალიშვილი შეეძინა. თავად ბარტონი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო თავისუფალი, მაგრამ, ცხადია, მისი პირადი ცხოვრება უკვე ინგრეოდა - 2014 წელს რეჟისორი თავისი შვილების დედას, მსახიობ ჰელენა კარტერს დაშორდა.
მას შემდეგ ბარტონის ახალი სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, პარალელურად მონიკამ რომანი გააბა 18 წლით უმცროს, მხატვარ ნიკოლას ლეფევრთან, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე
დასრულდა.
ტიმ ბარტონმა და მონიკამ ერთმანეთი პირველად 2006 წელს კანის კინოფესტივალზე გაიცნეს, მაგრამ მათ შორის გრძნობები მხოლოდ 2022 წლის ოქტომბერში, ლიონის კინოფესტივალზე გაჩნდა.
საინტერესოა, რომ ბარტონი იქ მივიდა ჯილდოს მისაღებად, რომელიც მას მონიკამ გადასცა.
როდესაც მედიაში წყვილის რომანის შესახებ ცნობილი გახდა, მონიკამ Elle France-თან ინტერვიუში განაცხადა: „მიხარია, რომ გავიცანი ტიმი, ეს არის ერთ-ერთი იმ შეხვედრებიდან, რომელიც ცხოვრებაში იშვიათად ხდება. მე ვიცნობ ამ კაცს, მიყვარს და ვაპირებ მასთან შეხვედრას, რაც ნიშნავს, რომ კიდევ ერთი თავგადასავალი იწყება“ - ასე დაიწყო მათი თავგადასავალი და დღემდე საინტერესოდ გრძელდება, წყვილი ბედნიერი სახით ჩნდება ფართო საზოგადოების წინაშე.
თემები: ვარსკვლავები, მონიკა ბელუჩი, პირადი ცხოვრება
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია