8 რჩევა მათთვის, ვისაც დილით ადგომა უჭირს
16.02.2025თქვენი „სიყვარული“ მიტანილია: საუკეთესო საჩუქრები ვალენტინობისთვის, რომლებსაც Glovo-ზე აღმოაჩენთ
- 12.02.2025

სიყვარულის დღე ახლოვდება და მიუხედავად იმისა, გრანდიოზულ რომანტიკულ საღამოს გეგმავთ თუ მოკრძალებულ საჩუქარს, იდეალური არჩევანის გაკეთება შესაძლოა რთული იყოს, მაგრამ არ ინერვიულოთ - Glovo ამ დღესაც თქვენს გვერდითაა. სულ რამდენიმე შეხებით, შეგიძლიათ თქვენს საყვარელ ადამიანს სახლის კარებთან „მიუტანოთ“ სიყვარულით სავსე საჩუქარი. თანაც, ამ მნიშვნელოვანი დღისთვის, Glovo ძალიან კარგ ფასდაკლებებს გთავაზობთ - გახსენით აპლიკაცია, დააკლიკეთ Valentine’s Day ბაბლს და აღმოაჩინეთ საუკეთესო საჩუქრები.
-
საჩუქარი, რომელიც ყოველთვის ამართლებს: ყვავილები და შოკოლადები
არაფერი არ ამბობს „მე შენ მიყვარხარ"-ს იმაზე უკეთ, ვიდრე ყვავილების თაიგული და შოკოლადები. შეარჩიეთ კლასიკური წითელი ვარდები, ელეგანტური ტიტები ან მინდვრის ყვავილების თაიგულები თქვენი გრძნობების გამოსახატად. მეტი რომანტიკისთვის კი დაამატეთ შოკოლადები - ხელნაკეთი, პრემიუმ ხარისხის თუ ტრადიციად ქცეული - არჩევანი თქვენზეა. თქვენი საყვარელი ადამიანი კი, ნამდვილად ძალიან ბედნიერად იგრძნობს თავს.
14 თებერვლისთვის Glovo-ზე თაიგულებს ყველასათვის იპოვით. არ გამოტოვოთ 30%-მდე ფასდაკლება და გაილამაზეთ სიყვარულის დღე განსაკუთრებულ ყვავილებთან ერთად.
-
ტკბილი, როგორც სიყვარული: ნამცხვრები და დესერტები
გაანებივრეთ თქვენი საყვარელი ადამიანი უგემრიელესი დესერტებით. იქნება ეს მდიდრული და განსაკუთრებული შოკოლადის უზარმაზარი ტორტი, კლასიკური ჩიზქეიქი თუ მოკრძალებული ქაფქეიქები - Glovo მთელს ქალაქში საუკეთესო დესერტებს გთავაზობთ, თანაც, პირდაპირ თქვენი სახლის კართან.
-
რომანტიკული ვახშამი სახლში
რატომ უნდა გახვიდეთ გარეთ, როცა შეგიძლიათ მოაწყოთ მყუდრო, რომანტიკული ვახშამი სახლში? შეუკვეთეთ კერძები თქვენი საყვარელი რესტორნიდან - იქნება ეს ქართული, იტალიური თუ აზიური სამზარეულო - დაამატეთ გემრიელი დესერტი და ბოთლი ღვინო, ჩართეთ რომანტიკული ფილმი და შექმენით იდეალური, მყუდრო და რაც მთავარია, სიყვარულით სავსე საღამო.
-
პერსონალიზებული საჩუქრები და თავის მოვლის ნაკრები
ეძებთ რაიმე უნიკალურს? გააოცეთ თქვენი პარტნიორი პერსონალური საჩუქრით, როგორიცაა ხელნაკეთი სანთლები, სახლის გამორჩეული აქსესუარები ან თავის მოვლის ნაკრები - სახის კანის მოვლის რუტინა, რომანტიკული აბაზანისთვის საჭირო ნივთები თუ მისი საყვარელი სუნამო. აირჩიეთ ის, რაც თქვენ საყვარელ ადამიანს ყველაზე მეტად უყვარს. სწორედ ეს პატარა დეტალი ქმნის კარგად მოფიქრებულ და რაც მთავარია, სიყვარულით სავსე საჩუქარს.
Glovo-ზე ვალენტინობის დღესთან დაკავშირებული გრანდიოზული შეთავაზებები უკვე დაიწყო: 14 თებერვლის ჩათვლით, აღმოაჩინეთ პროდუქციის მრავალფეროვნება სილამაზის კატეგორიაში და ისარგებლეთ 70%-მდე ფასდაკლებით.
-
თქვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი - ის, რაც მხოლოდ თქვენ იცით
სიყვარულის თითოეული ისტორია განუმეორებელია. რა თქმა უნდა, თქვენი ამბავიც სავსეა ისეთი პატარა დეტალებითა და მოგონებებით, რაც მხოლოდ თქვენ იცით. იქნება ეს პირველ პაემანზე აღმოჩენილი უგემრიელესი პიცა; ადგილი, სადაც პირველად უთხარი „მე შენ მიყვარხარ“ თუ პირველად გაგზავნილი სულელური, მაგრამ ყველაზე რომანტიკული ტარხუნის ლიმონათები, ეს თქვენი სიყვარულის ისტორიაა. გაიხსენეთ უნიკალური მოგონება და შეახსენეთ ის თქვენს საყვარელ ადამიანს. თუ დაგვიჯერებთ, მასზე ბედნიერი, სამყაროში არავინ იქნება.
როგორც ხედავთ, 14 თებერვალს Glovo გაუმკლავდება მთავარ გამოწვევას და საუკეთესო საჩუქრის შერჩევაში დაგეხმარებათ. მიუხედავად იმისა, პარტნიორთან ერთად აღნიშნავთ, მეგობართან, თუ თუნდაც, საკუთარ თავთან გაატარებთ ამ საღამოს, შეუკვეთეთ Glovo-ზე და გახადეთ ეს დღე დასამახსოვრებელი - ერთად შევქმნათ სიყვარულით სავსე მოგონებები.
თემები: 14 თებერვალი, glovo, გლოვო