
ხანდაზმულ მშობლებს განსაკუთრებული სიყვარული და ყურადღება სჭირდებათ. ნებისმიერმა დაუფიქრებელმა სიტყვამ შეიძლება დიდი ტკივილი მიაყენოს მათ და სამუდამო წყენა დარჩეთ გულში.
აგრძნობინეთ მხარდაჭერა
ხანდაზმულებს ხშირად სჭირდებათ დახმარება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სრულიად უმწეოდ ჩათვალოთ. შეეცადეთ შესთავაზოთ დახმარება ისე, რომ არ იგრძნონ სისუსტე. მათთვის მნიშვნელოვანია ფიზიკური და გონებრივი აქტიურობა, ეს აუმჯობესებს აზროვნებას და ასევე ამცირებს დემენციის განვითარების რისკსაც.
მოთმინებით მოუსმინეთ ნაცნობ ისტორიებს
ვინაიდან ხანდაზმულების ცხოვრებაში ბევრი ახალი მოვლენა არ არის, წარსულზე საუბარი მათთვის მნიშვნელოვანია, შეიძლება ერთიდაიგივე ამბავი მეათედ მოყვნენ, მაგრამ ეცადეთ მოთმინებით მოუსმინეთ, გახსოვდეთ, მათთვის ეს მხოლოდ სიტყვები არ არის - ეს მათი ცხოვრების ნაწილია.
დააკვირდით მეხსიერების დაქვეითებისას
ხშირად მეხსიერების დაქვეითებას სიბერეს ვუკავშირებთ, სინამდვილეში შეიძლება ეს დემენციის ადრეული ნიშანი იყოს. ამ დროს საჭიროა მოვლა და მეთვალყურეობა. კრიტიკის ნაცვლად გამოიჩინეთ მოთმინება, თქვენი მხარდაჭერა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
შექმენით პოზიტიური განწყობა
მათთან კომუნიკაციისას ყურადღება გაამახვილეთ კარგ მომენტებზე და დიდი დრო გაატარეთ ერთად. ისაუბრეთ მოგონებებზე ან მომავლის გეგმებზე - ეს ხელს შეუწყობს პოზიტიური ატმოსფეროს შექმნას.
ნუ დაადანაშაულებთ მათ
ის, რაც მშობლებმა გააკეთეს ან არ გააკეთეს, არ განსაზღვრავს თქვენს ცხოვრებას, დაბრალება ვერაფერს გამოასწორებს - იფიქრეთ როგორ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ.
გაითვალისწინეთ მშობლების გამოცდილება
ხანდაზმული ადამიანების გამოცდილება შეიძლება მოძველებული ჩანდეს, თუმცა, მათი ცხოვრებისეული პრაქტიკა მნიშვნელოვანია. იმის ნაცვლად, რომ იგნორირება გაუკეთოთ მათ რჩევებს, შეეცადეთ გაიგოთ მშობლების თვალსაზრისი და პატივი სცეთ იმას, რისი გადმოცემაც სურთ თქვენთვის.
დაუთმეთ მეტი დრო
ხანდაზმულებისთვის თავისუფალი დრო საყვარელ ადამიანებთან დროის გატარების შესაძლებლობაა. უბრალო სატელეფონო ზარმა ან ერთმა წინადადებამაც კი შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს მათი განწყობა და დაარწმუნოს, რომ ჩვენ მათზე ვზრუნავთ, რომ ისინი ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები არიან.
თემები: მშობლები და შვილები, ურთიერთობა