LIFE

5 საუკეთესო საკვები ობიექტი Glovo-ზე, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნო: კულინარიული თავგადასავალი იწყება აქ

5 საუკეთესო საკვები ობიექტი Glovo-ზე, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნო: კულინარიული თავგადასავალი იწყება აქ

ყველასთვის ცნობილია, რომ თბილისში უამრავი კარგი რესტორანი, კაფე, საცხობი თუ სწრაფი კვების ობიექტია. ამას ყველა აღნიშნავს - ტურისტები თუ ადგილობრივი უცხოელები. თუმცა, ასეთ მრავალფეროვნებაში არჩევანის გაკეთება ნამდვილად რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა გშია. რაც არ უნდა იყოს თქვენი არჩევანი - ჯანსაღი კვება, ტრადიციული ქართული კერძები თუ ახლად გამომცხვარი პურ-ფუნთუშეული, Glovo-ზე ნამდვილად ყველაფერს შეხვდებით. მოდით, განვხილოთ 5 საუკეთესო საკვები ობიექტი ქალაქში, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიძახოთ, თანაც - დღესვე.

  1. Food Good - ჯანსაღი და თან გემრიელი

დროა, წარსულს ჩაბარდეს მითი, რომ ჯანსაღი საკვები, აუცილებლად უგემურია. Food Good კი, სწორედ ამაში დარწმუნების საუკეთესო გზაა  - თქვენ აქ შეხვდებით ჯანსაღ საკვებს, რომელიც უგემრიელესია. მრავალფეროვანი არომატებით სავსე ბოულები, ვრაპები, სალათები, სენდვიჩები და სმუზები ისეთია, რომ უბრალოდ თითებს ჩაიკვნეტთ. მსუნაგებისთვის კი, აქვე აღმოაჩენთ ჯანსაღი დესერტების გასაოცარ არჩევანს. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აუცილებლად გასინჯოთ ორაგულის ან თინუსის ბოული და შოკმანჟე ან კეტო ტირამისუ დააყოლოთ. ჯანსაღი კულინარიული თავგადასავალი იწყება აქ.

  1. გურმანია მერდინი - შენთვის გამომცხვარი

თუკი გიყვართ ახლად გამომცხვარი, ცხელ-ცხელი ცომეული  - მეგრული თუ იმერული ხაჭაპური, სვანური კუბდარი, ფხვლოვანა, ლობიანი ლორით და კალცონე, მაშინ, გურმანია მერდინი თქვენთვისაა. აქვე აღმოაჩენთ უგემრიელეს გირცს ყველით, იგივე "ვარენიკებს", რომელიც ცნობილია უგემრიელესი შიგთავსით  - წელვადი ყველითა და მთელს ქალაქში გამორჩეული გემოთი. თანაც, გურმანია მერდინის გემრიელობები მზადდება თქვენთვის, მხოლოდ ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტებისგან.

  1. ესტორანი ვარაზისრულყოფილი გამოცდილებისთვის

თუკი სრულყოფილი კულინარიული გამოცდილებისთვის ხართ მზად  - იქნება ეს ბრუსკეტების დაფა, ნაჩოსი, ტაპასები, ცეზარი კრევეტებით თუ ქათმით, პიცა, სპაგეტი ბოლონეზე, პენე არაბიატა თუ ტრადიციული ქართული კერძები  - ცხადია, ხინკალი და მწვადი, მაშინ რესტორანი ვარაზი უნდა აირჩიოთ. ესაა ადგილი, სადაც შეხვდებით ტრადიციული ევროპული და ქართული სამზარეულოს მრავალფეროვან და რაც მთავარია, უგემრიელეს არჩევანს.

  1. ცეცხლი აინთო - საუკეთესო მწვადი ქალაქში

ქართველებისთვის მწვადი სიახლე არ არის, მაგრამ კახური მწვადი ფასტ ფუდის კონცეფციით, ნამდვილად ახალი ამბავია. თანაც, თუ ეს მწვადი, ქალაქში საუკეთესოა. მოკლედ, ნამდვილად უხერხულად გვეჩვენება კახურ მწვადებზე წერა - მწვადი იმისაა, რომ მიირთვა და ბედნიერებით აივსო. უბრალოდ გამოიძახეთ კახური მწვადი ჭრელი ხორცით, კლასიკური მწვადი ნაკლებად ცხიმიანი ნაჭრებით ან ფაფუკი ქათმის მწვადი, Glovo კი რამდენიმე წუთში მოგიტანთ. დარწმუნებულები ვართ, არ ინანებთ და წამებში დაგვეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად საუკეთესო მწვადია, რაც თბილისში გაგისინჯავთ.

  1. ონიაშვილის საცხობი - ყველაზე ცნობილი ლობიანი მზადდება აქ

დიახ, Glovo-ზე შეგიძლიათ გამოიძახოთ თბილისში ყველაზე ცნობილი და გემრიელი ლობიანიც. გემო, რომელიც რამდენიმე ათეული წელია პირველობას არ თმობს. თუკი აქამდე ეს საოცრება არ დაგიგემოვნებიათ, მაშინ ახლავე უნდა გამოიძახოთ. ხოლო თუ ონიაშვილის ლობიანზე თქვენც ჩვენსავით გიჟდებით, ვფიქრობთ, დღის გასაგემრიელებლად საუკეთესო არჩევანია. გემრიელად მიირთვით!