LIFE

რატომ აღმოჩნდა წარუმატებელი რიჩარდ გირისა და სინდი კროუფორდის ქორწინება

რატომ აღმოჩნდა წარუმატებელი რიჩარდ გირისა და სინდი კროუფორდის ქორწინება

მამაკაცურობის მსოფლიო სიმბოლო რიჩარდ გირი თავის საიუბილეო დღეს ალბათ ნოსტალგიით გაიხსენებს სასიყვარულო ისტორიას მშვენიერ სინდი კროუფორდთან და მასთან ერთად განვლილ ხანმოკლე, ოთხწლიან ოჯახურ ცხოვრებას, რომელშიც ძნელია გარკვევა, თუ ვინ იყო განშორების ინიციატორი.

წყვილი ერთმანეთს ერთ-ერთ წვეულებაზე შეხვდა, იმ დროისთვის კროუფორდი ბრწყინავდა მსოფლიო პოდიუმზე, გირიც, წარმატების ზენიტში იყო "ლამაზმანში" შესანიშნავად შესრულებული როლის შემდეგ, ის საოცნებო მამაკაცი იყო, მაგრამ ვარსკვლავი სიმორცხვით გამოირჩეოდა და არ უყვარდა ზედმეტი ხმაური მის გარშემო.

მსახიობს მაშინვე მოეწონა სინდი მისი გახსნილობისა და უშუალობის გამო, არც გოგონა დარჩენილა რიჩარდ გირის მიმართ გულგრილი, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მაშინ მსახიობი 42 წლის იყო, სუპერმოდელი კი მხოლოდ 25-ის.
ვარსკვლავური წყვილის სიყვარულზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, მათი ურთიერთობა სავსე იყო რომანტიკითა და თაყვანისცემით.



1991 წელს, ლოს-ანჯელესის სამლოცველოში, რიჩარდ გირმა და სინდი კროუფორდმა საქორწინო ცერემონია აღნიშნეს სრულიად საიდუმლოდ და მხოლოდ ოთხი მოწმის თანდასწრებით. მათი ოჯახური ცხოვრება, სამწუხაროდ, დიდხანს არ გაგრძელებულა.

ჟურნალისტები ვარსკვლავური წყვილის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდნენ. პრესა ზოგჯერ აბსურდულ ამბებს აქვეყნებდა მათი დაშორების შესახებ. იმასაც ამბობდნენ, რომ ეს იყო შეთანხმებული ქორწინება სინდი კროუფორდის მეტი კარიერული წარმატებისთვის. თუმცა, რიჩარდმა თავისი მოკრძალებული ბუნების გამო, მაშინ გაჩუმება ამჯობინა. შესაძლოა, მისი მეუღლის, სინდი კროუფორდის ზედმეტად გახსნილობამ იმოქმედა მათ განქორწინებაზე.

სუპერმოდელი ღიად აზიარებდა პირადი ცხოვრების დეტალებს, ამან ძალიან შეაწუხა გირი და გადაწყვიტა ამ თემაზდე საზოგადოებასთან სიტყვა არ დაეძრა.



მაშინ ხმები გავრცელდა, რომ სინდი კროუფორდის ბუდიზმისადმი  ფანატიკურად გატაცებამ შექმნა ბზარი ურთიერთობაში: ის დაჟინებით ცდილობდა პარტნიორში ჩაენერგა თავისი რელიგიური მსოფლმხედველობა, თუმცა, საეჭვოა, რომ ეს იყოს გირისა და კროუფორდის განქორწინების მთავარი მიზეზი.

წყვილი ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მშვიდად დაშორდა, განქორწინების შემდეგ მათი ბედი განსხვავებულად წარიმართა.

რიჩარდ გირი მესამედ დაქორწინდა. მშვენიერმა სუპერმოდელმაც იპოვა ნამდვილი ქალური ბედნიერება რენდი გერბერთან, მოდური რესტორნებისა და ღამის კლუბების მფლობელთან, რომლისგანაც ქალ-ვაჟი შეეძინა.