LIFE

რატომ წყვეტენ ქალები შეყვარებულობის შემდეგ გარეგნობაზე ზრუნვას?

რატომ წყვეტენ ქალები შეყვარებულობის შემდეგ გარეგნობაზე ზრუნვას?

გახსოვთ, როგორ ემზადებოდით პირველ პაემანზე? დიდხანს არჩევდით სამოსს, იკეთებდით მაკიაჟს, ვარცხნილობას და ცდილობდით, საუკეთესოდ გამოყურებოდით. ურთიერთობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ საყვარელი ადამიანის ჰუდით, შეკრული თმით და მაკიაჟის გარეშე უფრო ხშირად დადიხართ.

სწორედ ამ ცვლილებას უწოდეს სოციალურ ქსელებში „Boyfriend Air“. ტერმინი TikTok-ზე გავრცელდა და იმაზე ხუმრობენ, რომ შეყვარებულის გამოჩენის შემდეგ ქალები გარეგნობაზე ზრუნვას თითქოს წყვეტენ.

მაგრამ მართლა ასეა? ფსიქოლოგიური ახსნა საკმაოდ მარტივია: ურთიერთობის დასაწყისში გვინდა, კარგი შთაბეჭდილება მოვახდინოთ და ხშირად იმაზე მეტ დროს ვუთმობთ გარეგნობას, ვიდრე ჩვეულებრივ. როცა პარტნიორთან თავს თავისუფლად და მშვიდად ვგრძნობთ, აღარ გვჭირდება ყოველდღე იდეალურად გამოვიყურებოდეთ.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს აღარ ვუვლით. უბრალოდ, აღარ გვაშინებს იმის ჩვენება, როგორ გამოვიყურებით მაკიაჟის, ლამაზი ვარცხნილობისა და საგანგებოდ შერჩეული სამოსის გარეშე.

თუმცა ერთი რამ მნიშვნელოვანია: კომფორტი და საკუთარი თავის მიტოვება სხვადასხვა რამეა. თუ ურთიერთობის გამო მეგობრებს, საყვარელ საქმიანობასა და საკუთარ ინტერესებსაც ჩამოშორდით, ეს უკვე დაფიქრებად ღირს.

ჯანსაღ ურთიერთობაში არ უნდა გიწევდეთ მუდმივად თავის მოწონება. შეგიძლიათ, ერთ დღეს განსაკუთრებულად გამოეწყოთ, მეორე დღეს კი საყვარელი ადამიანის ჰუდით იჯდეთ დივანზე - და ორივე შემთხვევაში თავი ერთნაირად კარგად იგრძნოთ.