SEX

როგორ იცვლება ქალის სექსუალობა სხვადასხვა ასაკში

როგორ იცვლება ქალის სექსუალობა სხვადასხვა ასაკში

ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს სიყვარულის უნარს, მაგრამ საინტერესოა, როგორ იცვლება სქესობრივი ცხოვრება ასაკთან ერთად - რამდენად იზრდება ან მცირდება სექსუალური მოთხოვნები წლებთან ერთად?

სპეციალისტები გვიმტკიცებენ, რომ სექსს სამი ასაკი აქვს, მისი დამახასიათებელი ნიშნებით. მოდით, გავერკვეთ ამ თავისებურებებსა და სქესობრივი ცხოვრების ცვალებადობის დეტალებში.

პირველი პერიოდი

სექსუალობა მოიცავს ჩვენს საერთო ენერგეტიკულ დონეს, დამოკიდებულებას სექსთან და ზოგადად პიროვნებასთან დაკავშირებით, ასევე იმის გაგებას, თუ სად მდებარეობს და როგორ მუშაობს ეროგენული ზონები.

თუ საკითხს ფიზიოლოგიური თვალსაზრისით შევხედავთ, მაშინ 20 წლის ასაკში ორგაზმში ტესტოსტერონის კონცენტრაცია მაღალია, თუმცა, ამ ასაკში ქალი უმეტესად არ იცნობს თავის სხეულს, არ იცის სად მდებარეობს მისი ეროგენული ზონები, ან როგორ მოახდინოს მათი სწორად სტიმულირება; არც საკმარისი გამოცდილება აქვს ქალს, რაც გავლენას ახდენს მისი სექსუალური ცხოვრების ხარისხზე - ამიტომაც ამ ასაკში სექსი შეიძლება არ იყოს კარგი და ნათელი მოვლენა მის ცხოვრებაში.



ხშირად ის „ალტრუისტული“ ხასიათისაა - ბევრი გოგონა მთლიანად ფოკუსირებულია პარტნიორის სიამოვნებასა და სურვილებზე და უგულებელყოფს საკუთარ მოთხოვნილებებს.
ამას თან ერთვის მშობლების ან საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებული ნეგატიური დამოკიდებულება, რაც ხელს უშლის გოგონას, მიიღოს და გამოავლინოს სექსუალობა, გოგონამ შეიძლება თავი შეზღუდულად და დაუცველად იგრძნოს, უხერხულობა დაეუფლოს მისი სხეულის გამო და შეშფოთდეს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს მას პარტნიორი.

მეორე პერიოდი

30 წლის ასაკში ქალი სექსში იძენს მეტ გამოცდილებას, ხდება უფრო თავდაჯერებული და ფიქრობს სტაბილურ ურთიერთობებზე, რაც აძლევს შესაძლებლობას თავი დაცულად და კომფორტულად იგრძნოს, ჩაატაროს ექსპერიმენტები, გაიგოს მეტი რა შეუძლია მის სხეულს.

ამ ასაკში ბევრი ქალი თავისუფალია კომპლექსებისა და შიშებისგან – მათ უკვე იციან როგორი სტიმულაცია სიამოვნებთ, რის შედეგადაც უადვილდებათ ორგაზმის მიღწევა.
რაც შეეხება დედობას, ეს ის ფაქტორია, რომელსაც ქალის სექსუალური ცხოვრებისთვის არ მოაქვს სარგებელი - ახალბედა დედას უბრალოდ არ აქვს საკმარისი ფიზიკური რესურსი: ქრონიკულად დაღლილი და უძილოა; ენერგიულობა კი სექსუალობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. გარდა ამისა, ძუძუთი კვების დროს გამოიყოფა პროლაქტინი, რომელიც ბლოკავს ტესტოსტერონის გამომუშავებას, რაც გავლენას ახდენს სექსუალურ სურვილზე.



სექსუალობის დამაბრკოლებელია ასევე ორსულობა, რაც იწვევს მენჯის კუნთების მოდუნებას - მშობიარობის შემდეგ სექსის დროს შეგრძნებები შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია კუნთების სწრაფი აღდგენა.

მესამე პერიოდი

40 წლისთვის იწყება მომწიფებული, შეგნებული სექსუალობის პერიოდი, როდესაც ქალმა იცის, რა მოაქვს მისთვის სექსით სიამოვნებას, კარგად იცნობს თავის სხეულს, შეუძლია დატკბეს ეროტიკული ფანტაზიებით და გააკეთოს ის, რისიც მანამდე ეშინოდა ან არ აძლევდა თავს უფლებას.

ასევე ამ პერიოდში შესაძლოა გაცივდეს რეგულარულ პარტნიორთან ურთიერთობა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ვწყვეტთ ერთმანეთის ფერომონების აღქმას და ეს გამოიხატება მიზიდულობის დაქვეითებით - ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ სექსში სხვადასხვა ტექნიკას, ისაუბროთ პარტნიორთან თქვენს სურვილებსა და საჭიროებებზე. ეს მოგცემთ შესაძლებლობას, ახალი სიცოცხლე შეიტანოთ სექსუალურ ცხოვრებაში, მიიღოთ ნათელი ემოციები და უფრო ღრმად გაიცნოთ ერთმანეთი.



და ბოლოს, ყველაფერი მაინც თქვენზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს, ტკბებით თუ არა სექსით, გიყვართ თუ არა თქვენი სხეული და ხართ თუ არა თავისუფალი კომპლექსებისგან.