ოჯახი და კარიერა - როგორ დავიცვათ ბალანსი
01.04.2025დაამარცხე ყოველდღიური ქაოსი - 8 გასაღები სტრესისგან თავისუფალი ცხოვრებისთვის
- 07.04.2025

გაწუხებთ მუდმივი არეულობა სახლში თუ სამსახურში? გრძნობთ, რომ არ გაქვთ საკმარისი დრო დალაგებისთვის? თქვენს სივრცეში ნივთებს თავისი ადგილი არ აქვს? - თუ ასეა, დროა გავითვალისწინოთ მარტივი რჩევები ორგანიზებული და მშვიდი ცხოვრებისთვის, რადგან თქვენი სივრცის ორგანიზება დაგეხმარებათ სტრესის შემცირებაში.
დაიწყეთ უპირატესობების აღიარებით
რაიმეს ორგანიზებას დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ თუ რესურსს სწორად გადაანაწილებთ, შედეგიც არ დააყოვნებს - მაგალითად, მოწესრიგებული მაგიდა დაგეხმარებათ სამუშაოზე ფოკუსირებაში; ორგანიზებული საკუჭნაო დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზედმეტი თანხის დახარჯვა პროდუქტებზე, რომლებიც ნამდვილად არ გჭირდებათ.
ორგანიზებული მოქმედება საშუალებას მოგცემთ ეფექტურად გაანაწილოთ დრო სამუშაოსა და დასვენებისთვის.
ყველა ნივთს მიუჩინეთ ადგილი
შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ მთელი ეს მშვენიერი ავეჯი, რომელიც თქვენს სივრცეშია განთავსებული, შეიქმნა სპეციალურად თქვენი ნივთების შესანახად, ამიტომაც, ტანსაცმელი კარადაში უნდა იყოს, წიგნები თაროზე, ტელევიზორის პულტი სპეციალურ მაგიდაზე, ბალიშები დივანზე და არა იატაკზე.
დაიწყეთ მარტივით
ჩვევების შეცვლა ძალიან რთულია, ამიტომ მარტივი ნაბიჯებით უნდა დაიწყოთ - უბრალოდ წარმოიდგინეთ: გახსენით უჯრა, მაშინვე იპოვით ყველაფერს, რაც გჭირდებათ? ან გააღეთ მაცივრის კარი და ნახეთ, რომ ის სუფთა და მოწესრიგებულია? - ეს ძალიან მოტივაციურია, ამის შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ იზრუნოთ წესრიგსა და სისუფთავეზე.
შეამცირეთ ნივთების რაოდენობა
გადახედეთ თქვენს ნივთებს და მოიშორეთ არასაჭირო ნივთები, რომლებსაც არ იყენებთ, ან შექმენით მეტი საცავი.
შედეგი ხილული გახადეთ
თუ პრობლემაა არა დალაგების დაწყება, არამედ ამ ამოცანის დასრულება, მაშინ შედეგი უფრო თვალსაჩინო უნდა გახადოთ - ფურცელზე დაწერეთ თქვენი საბოლოო მიზანი და სადმე თვალსაჩინო ადგილას გამოაკარით. ეს იქნება კარგი შეხსენება იმისა, თუ როგორ უნდა დატკბეთ საბოლოო შედეგით.
შეიქმენით კომფორტული პირობები დალაგებისას
დალაგების დროს განწყობის გასაუმჯობესებლად მუსიკა ძალიან კარგი დამხმარეა, ზოგს კი, პირიქით, ეს ხელს უშლის ყურადღების კონცენტრაციაში; ზოგს ფინჯანი ყავა ეხმარება ენერგიის მოსაზიდად, მოკლედ, ყველაფერი აბსოლუტურად ინდივიდუალურია - აუცილებლად გააკეთეთ ყველაფერი, რაც მოტივაციას მოგცემთ სასურველი შედეგის მისაღწევად.
გამოიყენეთ ორგანაიზერები
ყველა სახის კონტეინერი, ყუთი და სხვა საშუალებები ხელს შეუწყობს ნივთების ორგანიზებულ დალაგებას და კომფორტის შექმნას. განათავსეთ ნივთები თავის ადგილზე, რათა მომავალში ადვილად იპოვოთ ისინი.
და ბოლოს, ყოველდღე გამოყავით რამდენიმე წუთი თქვენი სივრცის მოსაწესრიგებლად, ეს ბევრად გაამარტივებს თქვენს ყოველდღიურობას.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია