რა არის ქალში მიმზიდველი და რატომ ვერ იპყრობენ ხშირად ულამაზესი გოგონები მამაკაცების ყურადღებას?
გთავაზობთ პიროვნული თვისებების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებლად უნდა გქონდეთ, თუკი გსურთ, რომ ყოველთვის სასურველები იყოთ და საპირისპირო სქესის ყურადღება არასოდეს გაკლდეთ:
1. თავდაჯერებულობა - არაფერი ხდის ქალს უფრო ლამაზს, ვიდრე იმის რწმენა რომ ის ლამაზია, ამბობს სოფი ლორენი. გოგონას, რომელიც გარეგნულად არ არის გამორჩეული, მაგრამ თავდაჯერებულია, აქვს მეტი შანსი გახდეს პოპულარული საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში, ვიდრე ლამაზ ქალს, რომელსაც ცხვირთან მცირე გამონაყრის აღმოჩენაც კი, თავზარს სცემს. თავდაჯერებული ქალები არასოდეს აკრიტიკებენ საკუთარ თავს საჯაროდ.
2. ქალურობა და დაუცველობა - ძლიერი სქესის წარმომადგენლები უპირატესობას ანიჭებენ ქალურ და ამავდროულად ისეთ გოგონებს, რომლებიც დაუცველების შთაბეჭდილებას ტოვებენ . როცა მამაკაცს ქალზე ზრუნვა უწევს, ეს სიამოვნებას ჰგვრის მას. ასეთ დროს მამაკაცი საკუთარ ძალას გრძნობს. მაგრამ არ უნდა გადააჭარბოთ. სიყალბე და ზედმეტი უმწეობა აღიზიანებთ მათ.
3. სიკეთე - კეთილი ბუნება, მზრუნველობა, პატიების უნარი და დაფასება - ეს არის ის, რაც განასხვავებს ნამდვილად ლამაზ ქალბატონს უსიცოცხლო თოჯინასგან. როცა სამყაროს კეთილი თვალებით, სიყვარულით და თანაგრძნობით უყურებთ, ეს მიმზიდველს გხდით. ცნობილი ფაქტია, რომ მამაკაცისთვის, რომელიც ეძებს ცხოვრების თანამგზავრს, ქალის კეთილშობილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
4. დამოუკიდებლობა - მამაკაცები, როგორც წესი, იხიბლებიან მიზანდასახული ქალებით. ნამდვილად მიმზიდველმა ქალმა, ზუსტად იცის რა უნდა. ის განსაზღვრავს თავის ბედისწერას. ასეთ ქალთან ცხოვრება კომფორტულია.
5. უნარი, რომ იცხოვროთ აქ და ახლა - მომხიბვლელია ქალი, რომელმაც იცის, როგორ იცხოვროს. იღებს სიამოვნებას ყოველი მომენტით. არის სიცოცხლით სავსე, ოპტიმისტი. ეს ყველაფერი კი ბრწყინვალებას ჰმატებს და ობიექტის სიყვარულსა და ყურადღებას იმსახურებს.
6. საკუთარი თავისა და შესაძლებლობების წარდგენის უნარი - კარგად მოვლილი, გემოვნებით ჩაცმული ქალი, რომელმაც იცის რა მოუტანს გამარჯვებას და ყველაფერს აკეთებს შთაბეჭდილების მოსახდენად, ყოველთვის მიიპყრობს ყურადღებას. მამაკაცს არ ადარდებს მიჰყვება თუ არა თქვენი სამოსი მოდის უკანასკნელ ტენდენციებს, მაგრამ ყოველთვის შეამჩნევს, როდესაც თქვენი კაბა იდეალურად ეხამება შარფს.
7. იყო კარგი დიასახლისი - შეიძლება ზოგიერთი ქალბატონისთვის ეს მტკივნეულია, მაგრამ თუკი კარგი დიასახლისი ხართ, ეს თქვენს რეიტინგს ამაღლებს. ქალი, რომელსაც შეუძლია მოამზადოს საჭმელი, დაალაგოს სახლი, ასევე შეუძლია სიყვარულით სავსე, მყუდრო გარემო შექმნას.
8. კომუნიკაციის უნარი - მამაკაცებს მოსწონთ კომუნიკაბელური, საინტერესოდ მოსაუბრე ქალები. ნამდვილად მაცდუნებელი ქალი არის მახვილგონიერი. მან ყოველთვის იცის რა მოსწონს მამაკაცს. აძლევს უფლებას, თავი იგრძნოს ჭკვიანად. ქალი, რომელსაც შეუძლია მოსმენა, სასურველი თანამგზავრია.
9. გრაციოზულობა - მიმზიდველი ქალის ჟესტიკულაცია დახვეწილი და გრაციოზულია. ის ფლობს იდეალურ პოზას, აქვს მომაჯადოებელი ნაბიჯები. მისი მიხვრა-მოხვრა გამოხატავს თავდაჯერებულობას. ეს აჰიპნოზებს საპირისპირო სქესის წარმომადგენელს.
10. დაიპყარით მამაკაცი თქვენი ღიმილით - მომღიმარ ქალს, კარგი იუმორის გრძნობით, დიდი შანსი აქვს მამაკაცის ყურადღების მიპყრობის. ნათელი ღიმილი არ არის მხოლოდ მხიარული ქცევის ნიშანი - ის ქალის სიცოცხლისუნარიანობასა და ენერგიას უსვამს ხაზს. ლამაზი ქალის მხიარული, მანათობელი თვალების შეხედვა, მამაკაცისთვის მომავალი ბედნიერების ერთგვარი პირობაა.
თემები: ქალი, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია