LIFE

Wizz Air აფართოებს პორტფელს და Travelfusion-თან პარტნიორობას იწყებს

Wizz Air აფართოებს პორტფელს და Travelfusion-თან პარტნიორობას იწყებს

Wizz Air, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია, სიამაყით წარმოგვიდგენს ახალ სტრატეგიულ პარტნიორობას Travelfusion-თან, მსოფლიოში უდიდეს ბილეთების პლატფორმასთან. აღნიშნული პარტნიორობა უკვე აქტიურია და ფუნქციონირებს ყველა ბაზარზე, სადაც კომპანიები ოპერირებენ. ეს თანამშრომლობა წარმოადგენს Wizz Air-ის დაპირებისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს, გააუმჯობესოს ბილეთების ხელმისაწვდომობა, როგორც ფასების, ასევე, შეძენის ვარიანტების მომართულებით და გააუმჯობესოს კავშირი მგზავრებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.

ამჟამად, ევროპული მოგზაურობის უდიდესი ნაწილი ავიაკომპანიების მიერ კვლავ "უმართავია", რადგან მგზავრების 45% ბილეთებს მცირე სავაჭრო არხების, მაგალითად, ტურისტული კომპანიების საშუალებით ყიდულობენ. მსოფლიოში მოგზაურების 72% კი, ონლაინ დაჯავშნას ანიჭებს უპირატესობას.

ეს არის Wizz Air-ის პირველ სტრატეგიულ პარტნიორობა ბილეთების აგრეგატორთან და წარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას ავიაკომპანიის კომერციულ სტრატეგიაში, რომელიც მიზნად ისახავს ტარიფებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას, როგორც წამყვან ტურისტულ სააგენტოებთან, ასევე, ჯავშნის პლატფორმებთან თანამშრომლობით. ამ პარტნიორობით, Wizz Air-ს შეეძლება უფრო მეტ მომხმარებელს მიაწოდოს თავისი ტარიფები და სერვისები  - კერძოდ, ონლაინ სამოგზაურო სააგენტოებს, ონლაინ ჯავშნის სისტემებსა და ტურისტულ ოპერატორებს, რომლებიც იყენებენ Travelfusion-ის მსოფლიო ქსელს. თავის მხრივ, Travelfusion-ი იღებს შესაძლებლობას იმუშაოს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საუკეთესო ტარიფებს, ფართო სამარშრუტო ქსელსა და სხვა სერვისების მრავალფეროვან პორტფელს.

სილვია მოსკერა, Wizz Air-ის კომერციული დირექტორი:
ჩვენ ვამაყობთ, რომ გადავდგით ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ამიერიდან, Wizz Air-ის ტარიფები უფრო ხილული და ხელმისაწვდომი გახდება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც, მესამე მხარის საიტებზე ჯავშნიან ბილეთებს. ეს შეთანხმება არის ახალი სტრატეგიის დასაწყისი, რომელიც თვალისწინებს თანამშრომლობას ტურისტულ კომპანიებთან, პლატფორმებთან და სააგენტოებთან. Travelfusion-თან თანამშრომლობით ჩვენ ვდგამთ პირველ ნაბიჯს, ათა Wizz Air-ის ბიუჯეტური ფასები უფრო ფართო აუდიტორიისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. ეს სრულ შესაბამისობაშია ჩვენ Customer First Compass-თან. გასული ფინანსური წლის განმავლობაში ჩვენ 68 მილიონზე მეტ ადამიან გადავიყვანეთ 200-ზე მეტი მიმართულებით, ამ წელს ჩვენი მიზანი უფრო ამბიციურია - 75 მილიონი მგზავრი. გვინდა ოგზაურობა კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი და მათი მგზავრობის პროცესში უფრო მეტი გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ."

ეს სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს, რომ ავიაკომპანია ფოკუსირებულია გონივრულ თანამშრომლობაზე, რომელიც ეხმარება კომპანიას ზრდაში, მაგრამ არ აძვირებს მგზავრობას. Wizz Air ადასტურებს, რომ მისი ყველაზე დაბალი ტარიფები და სერვისების სრული პაკეტი  - მათ შორის ადგილის არჩევა, პრიორიტეტული ჩასხდომა, ბარგის შეძენა და სხვა  - კვლავ ხელმისაწვდომი იქნება Wizz Air-ის ვებსაიტსა და მობილურ აპლიკაციაში. ავიაკომპანია გააგრძელებს საუკეთესო ღირებულების შეთავაზებას იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც პირდაპირ ჯავშნიან ბილეთებს.

"ჩვენ უაღრესად მოხარულები ვართ Wizz Air-თან პარტნიორობით“ - ეიტან ბიკაჩი ბარუჰი, Travelfusion-ის კომერციული ვიცე-პრეზიდენტი. "ეს თანამშრომლობა აძლიერებს Travelfusion-ის მისიას  - მაქსიმალურად ფართო არჩევანი შესთავაზოს სააგენტოებს მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მიმართულებით. ჩვენ ვიწვევთ ყველა სააგენტოს, ვისაც Wizz Air-ის განსაკუთრებული შეთავაზება სურს - ქნება ეს ჩვენი ერთგული მომხმარებელი თუ ახალი კლიენტი  - შემოგვიერთდით ამ საინტერესო შემდგომ ეტაპზე.

Travelfusion-ის უწყვეტი დისტრიბუციის ტექნოლოგია საშუალებას აძლევს პარტნიორებს, როგორიცაა Wizz Air, გახადოს ბილეთები მყისიერად ხელმისაწვდომი ფართო ქსელში და უზრუნველყოს სისწრაფე, ეფექტურობა და მასშტაბური მიწოდება.

Wizz Air და Travelfusion მიზნად ისახავენ ამ დინამიკის გაგრძელებას 2025 წელს და გეგმავენ გააძლიერონ კავშირები, გააუმჯობესონ მომხმარებელთა მომსახურება და გახადონ მარშრუტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი.

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air- ოპერირებს 241 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air- გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air- განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-იდასახელდაწლის ავიაკომპანიად” ATA- მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air- აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2025 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლისგარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუააზიისა და აფრიკის რეგიონებში