სტილი

7 რჩევა ყველაზე სექსუალური ჩაცმულობისთვის

7 რჩევა ყველაზე სექსუალური ჩაცმულობისთვის

თუ ერთი რამ უნდა გამოვარჩიოთ, რაც, სასურველია, ყველა ქალბატონმა იცოდეს, ეს არის წესები თუ როგორ ჩაიცვა სექსუალურად! 

დამეთანხმებით, რომ მოდის ჟურნალები, სატელევიზიო გადაცემები, სხვადასხვა ბრენდები, ყველა ზრუნავს იმაზე, რომ ასწავლოს ქალბატონებს გამორჩეულად და სექსუალურად ჩაცმა. უნდა ითქვას, რომ ამაში ცუდი არაფერია, მეტიც, ისინი ზრუნავენ, ქალთა ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიტანონ ცოტაოდენი სექსუალურობა და ქალურობა. 

TREND. გთავაზობთ რამდენიმე უახლეს იდეას, თუ როგორ ჩაიცვათ სექსუალურად. ჩვენ გვჯერა, რომ ქალი უნდა იყოს ქალური!

1. ვერცხლისფერი კაბა

7 რჩევა ყველაზე სექსუალური ჩაცმულობისთვის

ვერცხლისფერი განსაკუთრებული ფერია! აქციეთ თქვენი ჩაცმულობის ცენტრალურ მხარედ ეს ფერი და მოირგეთ ვერხლისფერი კაბა. ასევე ძალიან სექსუალურია ვერცხლისფერი სამკაულები და სხვა აქსესუარებიც. გახსოვდეთ, ვერცხლისფერი თამამი და სექსუალური ფერია, ამიტომაც იყავით პირველი და თქვით თამამი სიტყვა! 

2. ქუსლიანი ფეხსაცმელი 

7 რჩევა ყველაზე სექსუალური ჩაცმულობისთვის

ქუსლიანი ფეხსაცმელის სექსუალურობაზე ბევრს არ ვსაუბრებთ, რადგან მისი ძალა ყველასთვის ცნობილია. გახსოვდეთ, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი უხდება ყველაფერს. განსაკუთრებით სექსუალურია ჯინსებსა და ყოველდღიურ ჩაცმულობაზე!

3. წითელი

7 რჩევა ყველაზე სექსუალური ჩაცმულობისთვის

სექსუალურ ჩაცმულობასთან ერთად, პირველი რაც თავში აზრად მოგვდის წითელი ფერია! სწორიც არის, რადგან იგი ხომ სექსუალურობისა და ვნებების ფერია. ნებისმიერი წითელი ფერის ტანსაცმელი ძალიან სექსუალურად გამოიყურება, იქნება ეს შარვალი, მაისური კაბა თუ სხვ. არ დაგავიწყდეთ წითელი ფერის ტუჩსაცხი და ფრჩხილის ლაქიც! იყავით წარმოუდგენლად სექსუალური!

4. წინსწარ დაგეგმეთ რას ჩაიცვამთ

7 რჩევა ყველაზე სექსუალური ჩაცმულობისთვის

იმისთვის, რომ გარდერობთან საათობით არ იდგეთ, გირჩევთ, წინასწარ მოიფიქროთ და დაგეგმოთ რას ჩაიცვამთ შემდეგი დღისთვის. აარჩიეთ ქუსლიანი ფეხსაცმელი თავდაპირველად და ამის მიხედვით შეარჩიეთ კაბა და აქსესუარები, რომლებიც მას უხდება! 

5. ნუ გადაიტვირთებით

7 რჩევა ყველაზე სექსუალური ჩაცმულობისთვის

სექსუალურობა არ ნიშნავს ვულგარულობას! შუალედის დაცვა კი მარტივი საქმე სულაც არ არის! ეცადეთ სექსუალურ ჩაცმულობასთან ერთად, გამოიყურებოდეთ სადად და დახვეწილად. არ გადაიტვირთოთ სამკაულებით. იმ შემთხვევაში თუ საკმაოდ თვალშისაცემ სამოსს მოირგებთ, გაიკეთეთ ბუნებრივი მაკიაჟი და ამგვარად დაიცავით ბალანსი! იფიქრეთ ჩარჩოებს მიღმა, არავინ გიწესებთ წესებს, არჩევანი თქვენზეა! ჩვენ მხოლოდ საუკეთესოს გირჩევთ!

6. ჩაიცვით თქვენი ფერები

7 რჩევა ყველაზე სექსუალური ჩაცმულობისთვის

ყველას გვაქვს ფერები, რომლებიც განსაკუთრებით გვიხდება! ამის ცოდნა კი საკუთარი სექსუალურობის ხაზგასასმელად, მნიშვნელოვანია! აარჩიეთ ისეთი ფერის ტანსაცმელი, რომელიც გიყვართ და მიიჩნევთ, რომ ყველაზე მეტად გიხდებათ. 

7. გამოიყენე ცხოველების პრინტი

7 რჩევა ყველაზე სექსუალური ჩაცმულობისთვის

პრინტიანი ტანსაცმლის გამოყენებას დიდი სიფრთხილე სჭირდება, თუმცა, ამავდროულად, საკმაოდ სექსუალური და მიმზიდველია! ამიტომ, გირჩევთ, შეარჩიოთ თქვეი საყვარელი ცხოველის პრინტი,იქნება ეს ლეოპარდის, ნიანგის, ჟირაფის თუ ზებრას ფერებში და მაქსიმალურად სადა ფერის ტანსაცმელთან ერთად მოირგოთ. სექსუალურობის ეს ვერსია ნაცადია და უნდა გითხრათ, რომ ამართლებს. ასევე, ადამიანთა უმრავლესობა ცხოველთა პრინტს დახვეწილ სტილად მიიჩნევს. 



allwomenstalk.com