LIFE

რით განსხვავდება მამაკაცის გადაწვა ქალის გადაწვისგან: 3 ძირითადი მახასიათებელი

რით განსხვავდება მამაკაცის გადაწვა ქალის გადაწვისგან: 3 ძირითადი მახასიათებელი

გადაღლა თანაბრად ემართება როგორც ქალს, ისე მამაკაცს, ორივე განიცდის სტრესს, სვამს რთულ კითხვებს საკუთარ თავზე და აწყდება სიცარიელის, უიმედობისა და მარტოობის განცდას. თუმცა, მამაკაცებში გადაღლილობას განსხვავებული მახასიათებლები აქვს.

დავიწყოთ იმით, რომ მამაკაცები გაცილებით ნაკლებად მიმართავენ დახმარებას, ვიდრე ქალები, რადგან აღიარებულია, რომ მამაკაცები გრძნობებს უკეთესად უმკლავდებიან. სხვადასხვა კვლევის თანახმად, ისინი ორ-სამჯერ ნაკლებად მიმართავენ ფსიქოლოგებს დახმარებისთვის, რაც ნიშანდობლივია. ქალები კი თამამად აღიარებენ, რომ დახმარება სჭირდებათ და პროფესიონალურ დახმარებას მიმართავენ.

თვითდასჯა

პირველი კატეგორიის მამაკაცები თვითდასჯას მიმართავენ. როდესაც მამაკაცი თერაპევტის კაბინეტში აღმოჩნდება (არადა სტერეოტიპის მიხედვით მამაკაცები ძლიერები და ყველაფრის ამტანები არიან), მას სირცხვილი აწუხებს თავისი სისუსტეების გამო და ერთი სული აქვს სასწრაფოდ გაეცალოს იქაურობას და მიიღოს ყველაზე ცუდი შეფასება ან ყველაზე რთული დავალება თერაპიის პირობებში, მათთვის ეს ერთგვარი თვითდასჯაა საკუთარი სისუსტის გამო.

თვითირონია

მეორე კატეგორია, რომელიც ფსიქოთერაპივტთან ვიზიტზე მიდის, მაქსიმალურად „დასცინის“ საკუთარ სირთულეებს. შეიძლება მათ სძულდეთ თავიანთი საქმე, იყვნენ უიღბლო ქორწინებაში, მაგრამ ვერ უმკლავდებოდნენ ტკივილსა და ფსიქოლოგიურ ჭრილობებს.
ასეთი მამაკაცები თვითირონიით ცდილობენ გადარჩენას, მაგრამ დაიმახსოვრეთ, მათ ძლიერი ემოციები აწუხებთ და თუ მათ შეეხებით, შეიძლება ბომბივით აფეთქდნენ.

დეპერსონალიზაცია

მამაკაცის გადაწვა უფრო მეტად სხვების მიმართ ცინიკური და გაღიზიანებული დამოკიდებულებით ვლინდება. ეს გასაგებია, რადგან გადაწვის ეს სიმპტომი გრძნობებთან მინიმალურ კონტაქტს მოითხოვს, რაც ბევრი მამაკაცისთვის უფრო ნაცნობი და უსაფრთხოა. მაგალითად, გულგრილობისა და უგულობის ნიღაბში დამალვა უფრო ადვილია, ვიდრე ემოციური გამოფიტვის გამოვლენა. თუმცა, ქალები ამ ქცევას გაცილებით ხშირად ავლენენ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ იგივე თავშეკავება სისუსტის, ცრემლებისა და უმწეობის მიმართ, რაც მამაკაცებს აქვთ.