WIZZ AIR-ის შეთავაზებების სეზონი იწყება: WIZZ WEDNESDAY — 30%-მდე ფასდაკლება შერჩეულ რეისებზე, მხოლოდ WIZZ Discount Club-ის წევრებისთვის
- 26.11.2025
ავიაკომპანია Wizz Air ყველაზე ერთგულ მომხმარებლებს ვარდისფერ სეზონს სთავაზობს: ექსკლუზიურად WIZZ Discount Club-ის (WDC) წევრებს, WIZZ Wednesday-ზე 30%-მდე ფასდაკლება ელოდებათ შერჩეულ ფრენებზე.
WIZZ Wednesday არის სპეციალური დღე, რომელიც შექმნილია მხოლოდ WIZZ Discount Club-ის წევრებისთვის. ამ დღეს, ისინი წინასწარ იღებენ წვდომას Wizz Air-ის სეზონის ფასდაკლებებზე, რაც მათ წევრობას სამოგზაურო უპირატესობად აქცევს. იქნება ეს დიდი ხანის ნანატრი მოგზაურობა, რამდენიმე დღიანი გაქცევა ქალაქიდან თუ სურვილების სიაში დამატებული ახალი მიმართულება — WIZZ Discount Club-ის წევრებს შეუძლიათ სამომავლო გეგმები რეალობად აქციონ.
დამატებით, ვინც ამ დღეს გადაწყვეტს კლუბს შეუერთდეს, წევრობის ღირებულებაც 20%-ით იქნება შემცირებული.
ეს დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Wizz Air-ის მიდგომას – დააფასოს მომხმარებლების ერთგულება და შესთავაზოს ფასდაკლება მათ, ვინც ყველაზე ხშირად დაფრინავს ავიაკომპანიით.
შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ დღეს, WIZZ Discount Club-ის წევრებისთვის, რომლებიც ჯავშნიან სასურველ ბილეთებს WIZZ-ის მობილური აპლიკაციით ან wizzair.com-ზე. გაითვალისწინეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და დამოკიდებულია ხელმისაწვდომობაზე.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 249 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით.
კომპანია დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-იაღიარეს, როგორც “ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია” 2021-2025 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში”.
2025 წელს, საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მა გაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაში — რაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენ გატარებული ქმედებების დამსახურებაა.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია