LIFE

ფრთხილად იყავით: მანიპულატორების 4 ყველაზე გავრცელებული ფრაზა

ფრთხილად იყავით: მანიპულატორების 4 ყველაზე გავრცელებული ფრაზა

თუ ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობისას გრძნობთ ბრაზს, წყენას ან უმწეობას, ეს, სავარაუდოდ, მანიპულაციის ბრალია. უფრო მეტიც, შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ, რამდენად ადვილად მანიპულირებენ ასეთი ადამიანები თქვენზე გარკვეული ფრაზებით.

მანიპულატორ ნარცისთან ურთიერთობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს კარიერას, გაგიფუჭოთ ურთიერთობები საყვარელ ადამიანებთან და შეარყიოს თქვენი მენტალური ჯანმრთელობა.
TREND გიზიარებთ რამდენიმე ფრაზას, რომელსაც მანიპულატორისგან ისმენთ და რაც გამოფხიზლების ზარია.

„ზედმეტად ართულებ საქმეებს“

ფრთხილად: მანიპულატორები განზრახ ამბობენ და აკეთებენ ისეთ რაღაცებს, რაც მსუბუქ პარანოიდს გაგრძნობინებთ. მაგალითად, არასაჭირო რისკების აღება მანქანის მართვის დროს, როდესაც სთხოვთ, სწრაფად არ იარონ; უარყოფა თქვენს ვარაუდზე, რომელიც მოგვიანებით სიმართლე აღმოჩნდება. მათი მიზანია, ეჭვი შეიტანონ თქვენს სიმართლესა და ლოგიკაში, შეარყიონ თქვენი ავტორიტეტი და თავდაჯერებულობა, შემდეგ კი დაგადანაშაულონ ზედმეტ სიფრთხილესა და უსარგებლო ვნებათაღელვაში.

„არ გიყვარვარ/არ მაფასებ“

ჭეშმარიტი ნარცისი ზოგჯერ გულგრილად ეკიდება სხვების მოსაზრებებს, მაგრამ სინამდვილეში, მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ აღიქვამენ გარშემომყოფები. ამ შემთხვევაში, მანიპულატორი ნარცისები არასდროს კმაყოფილდებიან სიყვარულით, პატივისცემით ან აღიარებით.



როდესაც მათ არ ეთანხმებით ან/და უკმაყოფილებას გამოხატავთ, აცხადებენ, რომ არ გიყვართ ან არ სცემთ პატივს მათ, რათა დანაშაულის გრძნობაში გაცხოვრონ.
„ბრაზი და წყენა ნარცისების ტიპური რეაქციაა - ტკივილის თავიდან აცილების მცდელობა თავდასხმით...“, - წერს ჯოზეფ ბურგო თავის წიგნში „ფრთხილად იყავით ნარცისებთან! როგორ გავუმკლავდეთ ამ ეგოისტ ტიპებს“.

„ყველაფერი შენი ბრალია“

მანიპულატორები არასდროს არიან მზად აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ შეცდომებზე; ყოველთვის იპოვიან ვინმეს, ვინც მათ წარუმატებლობაში დამნაშავეა, გადაბრალება მათი ყველაზე გავრცელებული ტექნიკაა.

„საერთოდ არ გესმის ჩემი“

შეცდომები და გაუგებრობები ნებისმიერ ურთიერთობაში ხდება, მაგრამ მანიპულატორები არ აღიარებენ მეორე ადამიანის უფლებას, ჰქონდეს აზრი, რომელიც განსხვავდება მათი აზრისგან და როდესაც თქვენ რეაგირებთ მანიპულატორის ქმედებებზე, ისინი გადანაშაულებენ ყველაფრის არასწორად გაგებაში. ჭეშმარიტი ნარცისი ხშირად მიმართავს „გაზლაითინგს“ - მათ სურთ, რომ ვინმე დააზარალონ და ეჭვი შეიტანონ რეალობის აღქმის ადეკვატურობაში (და მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაშიც კი!) დევალვაციის, ბრალდებების და ხშირად შანტაჟის გზით.

განაწყენებულები ან იმედგაცრუებული მანიპულატორები განიცდიან რისხვის აფეთქებებს და ყველას და ყველაფერს ადანაშაულებენ მათ არასწორად გაგებაში.

მანიპულატორთან გამკლავების ერთადერთი გზა საზღვრების დაწესება ან მისი საერთოდ თავიდან აცილებაა. თუ ოჯახური ან სხვა ურთიერთობების გამო იძულებული ხართ ნარცის მანიპულატორთან იურთიერთოთ, დაადგინეთ მისაღები ქცევის მკაფიო წესები და მზად იყავით, შეწყვიტოთ კომუნიკაცია, თუ შეურაცხყოფილად იგრძნობთ თავს. ნუ მოიტყუებთ თავს იმით, რომ შეგიძლიათ ვინმე გამოასწოროთ ან დაეხმაროთ. ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები, რომლებიც გამოცდილი მანიპულატორები არიან, ვერ შეიცვლებიან ფსიქოთერაპიის გარეშე, რასაც ისინი იშვიათად მიმართავენ.