საქართველოში ელექტრონული კომერცია სწრაფად იცვლება: მომხმარებლები უფრო ხშირად ირჩევენ ონლაინ შოპინგს, მცირე ბიზნესები აქტიურად ინტერესდებიან ციფრული გაყიდვებით, ხოლო სტარტაპები ცდილობენ სწრაფად და მინიმალური ხარჯებით შეიტანონ თავიანთი პროდუქტი ბაზარზე. ასეთ გარემოში, Glovo უკვე დიდი ხანია არ არის მხოლოდ „მიტანის აპლიკაცია“— ის იქცა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პლატფორმად, რომელიც რეალურად აერთიანებს ადგილობრივ ბრენდებს, მაღაზიებს, HoReCa სფეროს, რეგიონულ ბიზნესებსა და ათიათასობით მომხმარებელს ერთ ციფრულ სივრცეში. სწორედ ამიტომაც არის ლოგიკური, რომ Glovo დღეს აღიქმება როგორც ქართული eCommerce ეკოსისტემის ცენტრალური მოთამაშე.
რას სთავაზობს Glovo ქართულ ონლაინ-მაღაზიებს და ბრენდებს?
საბაზისო გამოწვევა ქართულ eCommerce-ში არის ლოჯისტიკა: სწრაფი მიტანა, საწყობის საჭიროებები, ოპერაციული ხარჯები. Glovo ამ ყველაფერს ბიზნესებს აძლევს როგორც მზა ინფრასტრუქტურას. მაღაზიას არ სჭირდება საკუთარი კურიერების ქსელი, არც დამატებითი IT გადაწყვეტილებები და არც ძვირადღირებული ოპერაციული რესურსი. ონლაინ-მაღაზია უბრალოდ ერთვება პლატფორმაზე და იმავე დღიდან შეუძლია გაიტანოს თავისი პროდუქტი ათიათასობით მომხმარებლამდე.
Glovo-ს მთავარი აქტივია, რომ მომხმარებლები ყოველდღიურად შედიან აპლიკაციაში. ვიღაც საჭმელს უკვეთავს, ვიღაც სურსათს არჩევს, ვიღაც საჩუქარს ეძებს საყვარელი ადამიანისთვის, ვიღაც კი მრავალფეროვან სერვისებში ეძებს მისთვის სასურველ მომსახურებას. ეს ნიშნავს, რომ ახალ ბრენდს არ სჭირდება დიდი ბიუჯეტი აუდიტორიის მოსაზიდად — აუდიტორია უკვე აქ არის. მხოლოდ სწორად შერჩეული ვიზუალი, პროდუქტის აღწერა და Mini Market სტრატეგია საკმარისია იმისთვის, რომ ონლაინ-მაღაზიამ პირველი დღეებიდანვე დაინახოს რეალური შეკვეთები.
დამატებით, ესაა იდეალური პლატფორმა სტარტაპებისთვის, სადაც შესაძლებელია პროდუქტის ტესტირება და მონაცემებზე ორიენტირებული ზრდის სტრატეგიის შექმნა. Glovo განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება იმ სტარტაპებისთვის, რომლებსაც სურთ სწრაფად შეამოწმონ: რა კატეგორიზეა მაღალი მოთხოვნა? რა ფასის დიაპაზონი ამართლებს? რომელია პიკის საათები? შეკვეთის განმეორების რა მაჩვენებელი აქვს პოტენციურ მომხმარებელს? ფიზიკური მაღაზიის ან რთული eCommerce პლატფორმის გარეშე, სტარტაპს შეუძლია მიიღოს რეალური მომხმარებლის ქცევითი მონაცემები და განსაზღვროს პროდუქტის მომავალი.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ესაა შესაძლებლობები რეგიონებისთვის — „ადგილობრივი“ ბრენდი აქ მალე ხდება ბრენდი, რომელიც „ქვეყნის მასშტაბით“ ოპერირებს. რომ დავაზუსტოთ, თუ კახეთში, აჭარაში, იმერეთში მცირე საცალო ბიზნესს სურს თავისი პროდუქტის გაყიდვა თბილისში ან სხვა დიდ ქალაქებში, ჩვეულებრივ ამას სჭირდება ტრანსპორტირების ხარჯი, დისტრიბუციის არხები და პარტნიორული ქსელები. Glovo-ს ეს ბარიერები მინიმუმამდე დაჰყავს: რეგიონული ღვინო, თაფლი, ჩირი, ხელნაკეთი ნივთები,— ყველა ასეთი პროდუქტი მარტივად ხდება ეროვნული მასშტაბის სავაჭრო ერთეული.
მაღალი სამომხმარებლო სტანდარტი მთელი ინდუსტრიისთვის
Glovo-მ ქართულ ბაზარზე შემოიტანა ისეთი სტანდარტები, რომლებიც დღეს უკვე „ნორმად“ მიგვაჩნია, მაგრამ ბაზრის განვითარებისთვის, ეს იყო გარდამტეხი პლატფორმა. შეკვეთების პირდაპირ რეჟიმში თვალის დევნება, ერთიანი UX, ხარისხის მუდმივი კონტროლი, სწრაფი მიწოდების სტანდარტი (30–45 წუთი) და რაც მთავარია, გლობალური ტექნოლოგიური გამოცდილება. ასეთმა ინოვაციებმა, მთელ ქართულ eCommerce-ს განვითარებისკენ უბიძგა და ახალი სტანდარტი დაამკვიდრა.
Glovo-ს ეკოსისტემური როლი დღეს ბევრად სცდება მის პირველადი დანიშნულების — მიტანის სერვისს. ის ქმნის რეალურ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ადგილობრივი ბრენდებისთვის, აძლიერებს სტარტაპებს, რეგიონულ ბიზნესებს სთავაზობს უფრო დიდ ბაზარს და მომხმარებლებს აძლევს სწრაფ, სანდო, სტანდარტიზებულ გამოცდილებას. ქართულ eCommerce-ს სჭირდება ძლიერი, მოქნილი ინფრასტრუქტურა — და სწორედ ამ მიზეზით იქცა Glovo არა უბრალოდ მომსახურების პროვაიდერად, არამედ ქართული ციფრული კომერციის ერთ-ერთ ცენტრალურ ძალად.