LIFE

Wizz Air 2026 წელს მასშტაბური საახალწლო ფასდაკლებით იწყებს

Wizz Air 2026 წელს მასშტაბური საახალწლო ფასდაკლებით იწყებს

Wizz Air-მა, ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად მზარდმა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერმა ავიაკომპანიამ, 2026 წელი ხმაურიანად დაიწყო. ავიაკომპანიამ ოფიციალურად ჩაუშვა ახალი წლის დიდი ფასდაკლება, რომელიც უკვე აქტიურია და მგზავრებს სთავაზობს განსაკუთრებულ შეთავაზებებს - ავიაბილეთებზე ფასდაკლებას 26%-მდე WIZZ-ის ქსელში ხელმისაწვდომ 5 მილიონ ადგილზე.

საახალწლო ფასდაკლება მოგზაურებს აძლევს შესანიშნავ შანსს, 2026 წლის თავგადასავლების დაგეგმვა წინასწარ დაიწყონ. იქნება ეს სპონტანური მოგზაურობა, დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა ახლობლებთან თუ მზიან, საზაფხულო კურორტზე დასვენება - Wizz Air მოგზაურობას კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის.

„საახალწლო ფასდაკლებით კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი გადავდგით,” - განაცხადა Wizz Air-ის სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსმა მენეჯერმა, დანიელა ბერგმანმა.

„2026 წლის დაწყებას ვზეიმობთ იმით, რომ ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ წლის ყველაზე საინტერესო შეთავაზებებს, ვაძლევთ მათ მეტის აღმოჩენის, ნაკლების დახარჯვის და ახალი წლის დაუვიწყარი გამოცდილებებით დაწყების შესაძლებლობას.”

აქცია შეზღუდული დროით მოქმედებს და პოპულარულ მიმართულებებზე ადგილების სწრაფი ამოწურვაა მოსალოდნელი.

მგზავრებს სრული ინფორმაციის მიღება და ფასდაკლებული ბილეთების დაჯავშნა შეუძლიათ პირდაპირ wizzair.com-ზე ან WIZZ-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით.

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air-ი ოპერირებს 256 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა სასურველი არჩევანი 63,4 მილიონი მგზავრისთვის 2025 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. 2021-2025 წლებში Wizz Air-ი World Finance Sustainability Awards-ის მიერ „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიად“ იქნა აღიარებული.

2025 წელს, საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მა გაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაში — რაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენ გატარებული ქმედებების დამსახურებაა. სულ ახლახანს, 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards-ის გალა-დაჯილდოებაზე, მას 2025 წლის მდგრადი ავიაკომპანიის ტიტული მიენიჭა.