სტილი

პენელოპა კრუსის საფირმო „ჩოლკა“ 2026 წლის ტრენდია -  როგორ გავიკეთოთ და ვატაროთ ყველაზე მოდური წინამო

პენელოპა კრუსის საფირმო „ჩოლკა“ 2026 წლის ტრენდია -  როგორ გავიკეთოთ და ვატაროთ ყველაზე მოდური წინამო

დაგრძელებულმა „წინამომ“ (Curtain Bangs) პოპულარობით უკვე გადაუსწრო ლეგენდარულ „ბობ-კარეს“. ამ სეზონზე აქტუალურია ჰაეროვანი, ოდნავ დაუდევარი და დახვეწილი ვარიანტი - ზუსტად ისეთი, როგორიც პენელოპა კრუსის გმირს ჰქონდა ფილმში „ვანილის ცა“.
 

რთული წარმოსადგენია ესპანელი ლამაზმანი თავისი საფირმო, მოცულობითი და სექსუალური წინამოს გარეშე. სწორედ ვარცხნილობის ეს ვარიანტი გახდა ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ვირუსული და ბევრი ვარსკვლავისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.

რითია გამორჩეული პენელოპა კრუსის „ჩოლკა“?

პენელოპას ვარცხნილობა ყოველთვის ასხივებს თავისუფლებას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თმა დაბანიდან მეორე დღეს გამოიყურება: ოდნავ აჩეჩილი, მაგრამ მაინც მოვლილი და ცოცხალი.

ამ სეზონის ტრენდი შთაგონებულია მსახიობის 2000-იანი წლების დასაწყისის სტილით. ეს არის სახის პერიმეტრზე გადანაწილებული „ჩოლკა“, რომლის შუა ნაწილი შედარებით თხელია - მისი დავარცხნა შესაძლებელია როგორც პირდაპირ, ისე ორად გაყოფილი სახით.

თმის ძირითადი მასა კი გრძელ ფენებად (Layers) არის შეჭრილი, რაც ვარცხნილობას ვიზუალურ მოცულობასა და მოძრაობას ჰმატებს. ოდნავ დაფლეთილი ბოლოები კი ხაზს უსვამს ბუნებრიობას, რაც ამ სტილის მთავარი „გამოწვევაა“.

როგორ ვატაროთ მოდურად?

პენელოპა კრუსის სტილს დღეს უამრავი ვარსკვლავი ირჩევს: ტეილორ სვიფტიდან და საბრინა კარპენტერიდან დაწყებული, დაკოტა ჯონსონითა და ემილი რატაკოვსკით დასრულებული.

სტილისტის რჩევები:

  • დავარცხნა: წინამოს ყოველდღიური მოვლა დასჭირდება. გამოიყენეთ ფენი და მრგვალი სავარცხელი (ბრაშინგი), რათა მიიღოთ სასურველი ფორმა.

  • მოცულობა: ფესვებში მოცულობის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ სპეციალური სპრეი ან მშრალი შამპუნი.

  • ვარიაციები: თუ წინამო წამოგეზარდათ, შეგიძლიათ გვერდზე გადაივარცხნოთ - ეს სტილი ნებისმიერ სიგრძეზე ეფექტურია.



ეს ვარცხნილობა იდეალურია მათთვის, ვისაც სურს იმიჯის განახლება რადიკალური ცვლილებების გარეშე, თანაც ის ნებისმიერი ფორმის სახეს უხდება.