LIFE

ცხოვრების 12 კანონი, რომლებიც ნამდვილად მუშაობს...

ცხოვრების 12 კანონი, რომლებიც ნამდვილად მუშაობს...

1. მიზეზისა და შედეგის კანონი

რაც არ უნდა ჩავიდინოთ სამყაროში, ყოველთვის უკან დაგვიბრუნდება. ამიტომ, თუ გვინდა მოვიპოვოთ სიყვარული, ნამდვილი მეგობრობა და ბედნიერება, უპირველეს ყოვლისა ჩვენ თავად უნდა გვიყვარდეს ახლობლები, ვიყოთ ერთგული მეგობრები და გავაბედნიეროთ ადამიანები.

2. შექმნის კანონი

შინაგანი სწორი მდგომარეობის გასაღებია - დამოუკიდებლობა გარშემო სამყაროსგან. იმისათვის რომ ამას მიაღწიო, უნდა იყო ისეთი, როგორიც რეალურად ხარ, და გარშემო უნდა გყავდეს ისეთი ხალხი ვინც ნამდვილად გიყვარს და გინდათ ხედავთ თქვენს გარშემო.

3. მორჩილების კანონი

ჩვენ ვერ შევძლებთ სიტუაციის შეცვლას, სანამ არ მივიღებთ მას. და თუ ვინმეში ვხედავთ მხოლოდ მტერს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თავად არ ვართ ჯერ ორიენტირებულები არსებობის უფრო მაღალ დონეზე.

4. ზრდის კანონი

ჩვენთვის მთავარია - შევიცვალოთ და გავიზარდოთ ჩვენ თვითონ, და არა ადამიანები, ქალაქები და ტექნოლოგიები ჩვენს ირგვლივ. ცხოვრება და დრო რაც ჩვენთვის არის განკუთვნილი, - ეს არის ყველაფერი, რაც სინამდვილეში გაგვაჩნია.

5. პასუხისმგებლობის კანონი

ცხოვრება - სარკეა. როდესაც ცხოვრებაში რაღაც ვერ არის რიგზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თვითონაც გვაქვს შინაგანი პრობლემები, ამიტომ მომხდარზე ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, და არა ვეძებოთ დამნაშავეები.

6. კავშირის კანონი

პირველი ნაბიჯი არ შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უკანასკნელი, და პირიქით, რადგან ორივე აუცილებელია ამოცანის შესრულებისთვის.

7. თავმოყრის კანონი

შეუძლებელია იფიქრო ერთდროულად ორ რამეზე. თუ შეაჩერებ ყურადღებას რაიმე მნიშვნელოვანის ძებნაზე, მაგალითად, სულიერ ფასეულობებზე, თავში არ დარჩება ადგილი სიხარბესა და მრისხანებისთვის.

8. მიღების კანონი

ჩვენ სინამდვილეში გვესმის და ვიღებთ მხოლოდ იმას, რაც შევიცანით პრაქტიკაზე. თუ ჩვენ რაიმეს ვთვლით სიმართლედ, მაგრამ არ ვართ მზად ეს დავამტკიცოთ - ესე იგი ჩვენ გაგვაჩნია მხოლოდ აზრი, და არა ცოდნა.

9. კანონი „აქ და ახლა“

წარსულში ქექვა და მომავლის შესახებ აკვიატებული ოცნებები გვანახებს იმას, თუ რა ხდება სინამდვილეში, ქცევის ძველი მოდელები და ძველი ოცნებები ხელს გვიშლიან რაიმე ახალის პოვნაში.

10. შეცვლის კანონი

ისტორია მეორდება იქამდე, სანამ ჩვენ არ გამოვიტანთ იქედან გაკვეთილს, რომელიც შეცვლის ჩვენს გზას, ამიტომ არ ღირს აკეთო ყოველთვის ერთი და იგივე, და ამავე დროს ელოდო სხვადასხვა შედეგს.

11. მოთმინებისა და გასამრჯელოს კანონი

ნებისმიერი ჯილდო ითხოვს შრომის დაბანდებას, ცხოვრების ჭეშმარიტი სიხარული კი იმაშია, რომ შეუპოვრად გავაგრძელოთ შრომა და გვჯეროდეს, რომ ადრე თუ გვიან მივაღწევთ ჩვენს მიზანს.

12. მნიშვნელობისა და შთაგონების კანონი

ჩვენ ვიღებთ მხოლოდ იმას, რაც დავიმსახურეთ, რაიმეს ჭეშმარიტი ფასეულობა ხომ ტოლფასია ენერგიისა და ძალების აღდგენის, რომლებიც ჩვენ დავხარჯეთ, რათა მივიღოთ სასურველი. მაგრამ მხოლოდ მას, ვისაც უყვარს ჩუქება, შეუძლია მიიღოს რაღაც შთამაგონებელი.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>