ჯანმრთელობა

რატომ უნდა ვიმღეროთ შხაპის ქვეშ და გავჭრათ შუაზე ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტი?

რატომ უნდა ვიმღეროთ შხაპის ქვეშ და გავჭრათ შუაზე ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტი?

ეკოლოგიაზე ზრუნვა და გარემოს ნაკლები დაბინძურება პლანეტის ყველა ადამიანის ვალდებულებაა, TREND გიზიარებთ რამდენიმე მარტივ ჩვევას, რომელიც ხელს შეუწყობს დედამიწაზე ზრუნვას და ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებას.

ყოველთვის აირჩიეთ ქათმის ხორცი

საუკეთესო, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ პლანეტის გადასარჩენად, არის ხორცის ჭამაზე სრულად უარის თქმა, მაგრამ თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ, მაშინ უპირატესობა მიანიჭეთ ქათმის ხორცს, აგრეთვე, ღორის ხორცსაც.

ფაქტია, რომ საქონლისა და ცხვრის ხორცის წარმოება დაახლოებით 10-ჯერ უფრო დამანგრეველია პლანეტისთვის, ვიდრე სხვა შინაური ცხოველის ხორცის. გარდა ამისა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამო, ძროხები (როგორც ცხვრები და თხები) გამოყოფენ მეთანს, გაზს, რომელიც ატმოსფეროს გათბობაში 23-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ნახშირორჟანგი.

კერძები მოამზადეთ სახლში

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, გემრიელი და ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტა სახლში მეტი კერძის მომზადებაა. დაივიწყეთ ზედმეტად ძვირიანი დამუშავებული სენდვიჩები, მზა კერძები და ძვირადღირებული სადილები კაფეებში.

შეგიძლიათ დაზოგოთ ფული, დრო, ენერგია და დაიცვათ თქვენი ჯანმრთელობა.

დაიცავით დაბალნახშირწყლოვანი დიეტა

ხშირად აირჩიეთ დაბალი გამონაბოლქვის მქონე საკვები, როგორიცაა პარკოსნები, ხილი და ბოსტნეული. მოერიდეთ პალმის ზეთს: პალმის ზეთის პლანტაციების გამო ტყეების გაჩეხვა ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს გამოყოფს.



მიირთვით ნაკლები რძე: რძის წარმოებას სათბურის გაზების გამოყოფაში უდიდესი წვლილი აქვთ. თუ გადაწყვეტთ მცენარეულ ალტერნატივებზე გადასვლას, აირჩიეთ შვრიის რძე - მას ყველაზე მცირე ნახშირბადის კვალი აქვს.

ასევე მოერიდეთ ნუშის რძეს, რადგან ნუშის მოყვანას და დამუშავებას, რომლის დიდი ნაწილიც კალიფორნიიდან მოდის (სადაც წყალი დეფიციტია), მილიონობით ლიტრი სუფთა წყალი სჭირდება. გარდა ამისა, ნუშის ყვავილების დამტვერვა მოითხოვს დიდი რაოდენობით ფუტკრის კოლონიების იმპორტს, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.

ატარეთ ბამბუკის ბოჭკოსგან დამზადებული ტანსაცმელი

ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა გამოსავალი მეორადი ტანსაცმლის ყიდვაა. თუმცა, თუ ახალი ტანსაცმლის გარეშე ცხოვრება გიჭირთ, განიხილეთ ბამბუკის ბოჭკოსგან დამზადებული ნივთები - ეს არის ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალა და ბამბისა და სინთეტიკების შესანიშნავი ალტერნატივა.

ბამბუკი აუმჯობესებს ნიადაგს; ის სწრაფად იზრდება, ხარობს სასუქებისა და პესტიციდების გარეშე და არ საჭიროებს ხელახლა დარგვას.

იმღერეთ შხაპის ქვეშ

საშუალოდ, ყოველდღიურად რვა წუთს ვატარებთ შხაპში, რაც ნიშნავს, რომ 90 ლიტრ წყალს ვკარგავთ. თუ შხაპის მიღების დროს ხუთ წუთამდე შევამცირებთ, უამრავ სუფთა წყალს, ენერგიას და ფულს დავზოგავთ.

შხაპის დროის შესამცირებლად, გამოიმუშავეთ შხაპის მიღების ჩვევა - დაასრულეთ დაბანა სიმღერის დასრულებისთანავე, ეს დაგეხმარებათ დროის ლიმიტის დაწესებაში.

გაათავისუფლეთ აბაზანა პლასტმასისგან

უარი თქვით პლასტმასის ჰიგიენურ სათავსოებზე, ჩაანაცვლეთ ის მრავალჯერადი გამოყენების ლითონის, შუშის ან ბამბუკის კონტეინერებით.

უარი თქვით ეკრანზე

კვირაში ერთხელ, მთელი დღის განმავლობაში უარი თქვით ეკრანზე. კვირა დღე იდეალურია ამისთვის. კარგია თუ რამდენიმე საათით მოერიდებით ტელეფონსაც.

გაზომეთ წყლის რაოდენობა

ისინი, ვინც ჩაიდანში ბევრ წყალს ასხამენ ყოველ ჯერზე, უზარმაზარ ენერგიასა და ფულს ხარჯავენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ნახშირორჟანგის გამოყოფაზე, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია.

გაუკეთეთ საკუთარ თავს და პლანეტას სიკეთე და ჩაასხით წყლის მხოლოდ საჭირო რაოდენობა, ეს ასევე შეაფერხებს ჩაიდანზე ნალექის დაგროვებას.

გაყავით ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტები

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია შუაზე: გვერწმუნეთ, თქვენი ჭურჭელი და დანა-ჩანგალი ისეთივე სუფთა იქნება. ეცადეთ, ბოლომდე დატვირთოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ნუ ამუშავებთ მას მხოლოდ სამი თეფშისა და ერთი ჭიქისთვის.