LIFE

ბედნიერ წყვილს ურთიერთობის სოციალურ ქსელში აფიშირება არ სჭირდება - 5 მიზეზი

ბედნიერ წყვილს ურთიერთობის სოციალურ ქსელში აფიშირება არ სჭირდება - 5 მიზეზი

ერთ დღესაც თქვენც გაამყარებთ თქვენს ურთიერთობას სოციალურ ქსელში Life Event-ით. დღეს, როცა ყველაფერი ფეისბუქის სამყაროში ხდება, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ამგვარი საშუალებებით ადამიანები ერთგვარ კომფორტს ვიქმნით. 

ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ სოციალური ქსელი ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი დანამატია, რომელიც მოქმედებს ჩვენი კომუნიკაციის სისწრაფეზე, თვითსეფასებასა და საკუთარი თავის სხვადასხა კუთხით იდენტიფიკაციაზე. მაგრამ, ადამიანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თუ მათ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები თავიანთ სოციალურ გვერდზე არ ასახეს, ესა თუ ის მოვლენა, რეალურ ცხოვრებაშიც აზრს კარგავს. 

სოციალურ მედიასთან ამგვარი დამოკიდებულებით, ადამიანები განსაზღვრავენ თავიანთ სოციალურ სტატუსს, ამაში კი ეხმარებათ ყველაფერ იმის გასაჯაროება, თუ რას და ვის მიმართ გრძნობენ და განიცდიან სიყვარუსლ, როგორ აფასებენ ამა თუ იმ მოვლენებს და ა.შ. 

როცა საქმე ძალიან ინტიმურ ურთიერთობებს ეხება, არსებობს მოსაზრება, რომ უმჯობესია, მსგავსის შესახებ ინფორმაცია წყვილმა თავიანთთვის, ინტიმურად შეინახოს და არ გახადოს ყველა წვრილმანი საჯარო. ეს, ალბათ, საინტერესო არც არავისთვისაა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ხშირად ეამაყებათ ესა თუ ის ადამიანი, ვისაც ხვდებიან და ვისთანაც ურთიერთობენ, სურთ ამის შესახებ საზოგადოებასაც ამცნობონ, ჩნდება ეჭვიც, რომ არ არის გულრწფელი და რეალური ის გრძნობები, რასაც საჯაროდ გამოფენენ. 

TREND. გარწმუნებთ, რომ ბედნიერი წყვილი სულაც არ გამოირჩევა სოციალური აქტივობებით და გთავაზობთ ამის რამდენიმე მიზეზს:

1. თქვენ შეგიძლიათ ბედნიერი იყოთ საკუთარი ცხოვრებით

ბედნიერ წყვილს ურთიერთობის სოციალურ ქსელში აფიშირება არ სჭირდება - 5 მიზეზი

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა სიმაღლეზე ვერ ავალთ, თუ ემოციური კმაყოფილების ძებნა, ჩვენი ცხოვრების გარეთ, სადმე სხვაგან დავიწყეთ. 

2. როცა საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი ხართ, ამას აწმყოში ძალიან მძაფრად გრძნობთ

ბედნიერ წყვილს ურთიერთობის სოციალურ ქსელში აფიშირება არ სჭირდება - 5 მიზეზი

ასეთ დროს, უბრალოდ, ნაკლებად გიჩნდებათ სურვილი ყოველ წამს შეამოწმოთ თქვენი სხვადასხვა სოციალური სქელი. თქვენი ურთიერთობა იმდენად დიდ ბედნიერებას განიჭებთ, რომ აღარ გსურთ გააფუჭოთ ეს მოცემულობა უმნიშვნელო წვრილმანებით!

3. ნებისმიერი ურთიერთობა, რომლის მდგომარეობაც სოციალურ ქსელში არ განიხილება, გაცილებით მყარია

ბედნიერ წყვილს ურთიერთობის სოციალურ ქსელში აფიშირება არ სჭირდება - 5 მიზეზი

ურთიერთობები გაცილებით მყარია, როცა ყველა დეტალს წყვილი საჯაროდ არ განიხილავს. ზედმეტი აქტიურობაც კი აჩენს ეჭვს, რომ რეალურად არცერთი მხარე კმაყოფილი და ბედნიერი არ არის!

4. ურთიერთობები გვამოწმებს - არ უნდა ვეძებოთ საინტერესო გარეთ

ბედნიერ წყვილს ურთიერთობის სოციალურ ქსელში აფიშირება არ სჭირდება - 5 მიზეზი

წყვილებს ურთიერთობა უნდა ანიჭებდეს სიამოვნებას და არა ამ ურთიერთობის შესახებ გამუდმებული პოსტების წერა!

5. ბედნიერ წყვილს არაფრის დამტკიცება არ სჭირდება

ბედნიერ წყვილს ურთიერთობის სოციალურ ქსელში აფიშირება არ სჭირდება - 5 მიზეზი

ხშირად ორი ადამიანი, ერთმანეთს უბრალოდ იმის დასამტკიცებლად იყენებს, რომ ძალიან ბედნიერები არიან და ცდილობენ ეს სამყაროსაც ანახონ. რეალურად, წყვილი უნდა იყოს ერთად იმიტომ, რომ ამისი სურვილი თავად ჰქონდეთ!



businessinsider.com