HENDRICK’S-ი — ყველაზე არასტანდარტული ჯინი, ანუ რა კავშირია ვარდსა და კიტრს შორის
- 10.02.2017
HENDRICK’S-ი ჯინია, რომელსაც ყველაზე უჩვეულო, არასტანდარტული გემო აქვს. მას დისტილირებულ ჯინს უწოდებენ და მზადების პროცესში საკმაოდ უცნაურ მეთოდებს მიმართავენ. მოკლედ, თუ მაღალი ხარისხის სასმელების მოყვარული ხართ, აუცილებლად უნდა იცოდეთ რამდენიმე ფაქტი HENDRICK’S-ის შესახებ:
ის ერთადერთი ჯინია, რომელიც ვარდის და კიტრის ფურცლების ესენციის ბაზაზე მზადდება: სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს HENDRICK’S-ის ყვავილოვან არომატს.
სტანდარტული ჯინისგან განსხვავებით, HENDRICK’S-ის დისტილაცია შოტლანდიაში, ეარშირის სამხრეთით მდებარე პატარა ზღვისპირა სოფელ გირვანში მიმდინარეობს. დისტილერი საოჯახო ბიზნესს — William Grant & Sons-ს ეკუთვნის, რომელსაც დამფუძნებლის მე-6 თაობის წარმომადგენლები მართავენ. HENDRICK’S-ის გემოს სიწმინდეს საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიცია — წარმოებაში პენუეპლის რეზერვუარის წყლის გამოყენება განაპირობებს.
HENDRICK’S-ი ერთადერთი ჯინია, რომელიც 2 სხვადასხვა მეთოდით გამოხდილ სპირტს იყენებს: Bennett-ი მცენარეულის დუღილით მდიდარ არომატს იღებს; Carter-Head-ი კი მცენარეებს ორთქლში ხარშავს და მიღებულ სპირტს ნაზ, რბილ გემოს აძლევს. სწორედ ეს უნიკალური ნაზავი ქმნის აბსოლუტურად განსხვავებული გემოს მქონე ჯინი მიიღება.
HENDRICK’S-ის ინგრედიენტები წარმოუდგენლად მდიდარია: 11 სახის მცენარეს — ყვავილებს, ძირებს და თესლს მსოფლიოს 4 კუთხიდან აგროვებენ და ჯინის უნიკალურ გემოს სწორედ მათი ნაზავი ქმნის: აღმოსავლეთ ევროპის და მაროკოს ტერიტორიაზე მოყვანილი ჯინჯერი, ლიმონი და სალბი; მომწარო არომატის იტალური ღვია; ფრანგული და ბელგიური მუშკი და ანჟელიკას ფესვები; 3-წლამდე დაძველებული ზამბახის ბოლქვი; ლიმონის ქერქი, გვირილა, წიწაკა, ფორტოხლის ქერქი, ანწლი, ქაფუხა და კვლიავის თესლი.
HENDRICK’S-ის ჩამოსხმის პროცესი აბსოლუტურად ხელით მიმდინარეობს და შესაბამისად, წარმოუდგენლად მცირე პარტიებად ასხამენ. ეს კი ნიშნავს, რომ თითოეული ჩამოსხმა მასტერ-დისტილერ ლესლი გრეისის და გამომხდელ ალან რიმერის მაქსიმალური კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს. მასტერ-დისტილერი - ლესლი გრეისი HENDRICK’S-ის შესახებ აცხადებს: „არც ერთი სხვა ჯინი წარმოებისას ერთდროულად მცენარეების დუღილს და ორთქლზე ხარშვას არ მიმართავს, თანაც ვერავინ გაბედა, ერთმანეთში შეერია კიტრის და ვარდის ესენციები. ამიტომაცაა HENDRICK’S-ი ყველაზე ავანგარდული ადამიანების საყვარელი სასმელი!“
თემები: კიტრი, William Grant & Sons, Hendrick's, Cucumber & Rose, Cucumber & Rose Concept, ვარდი, ჯინი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია