LIFE

56 წლის ჯენიფერ ენისტონი დედობისთვის ემზადება? ვინ არის მამაკაცი, რომელმაც „რეის“ გადაწყვეტილება შეაცვლევინა

56 წლის ჯენიფერ ენისტონი დედობისთვის ემზადება? ვინ არის მამაკაცი, რომელმაც „რეის“ გადაწყვეტილება შეაცვლევინა

56 წლის ვარსკვლავი, რომელმაც შვილზე ოცნება წლების წინ დივიწყა, ახალ რჩეულთან ერთად ბავშვის აყვანაზე სერიოზულად დაფიქრდა.

წლების განმავლობაში უშედეგო მცდელობებისა და იმედგაცრუების შემდეგ, როგორც ჩანს, ჯენიფერ ენისტონი მზად არის ცხოვრების ახალი ფურცელი გადაშალოს. უცხოური მედიისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ „მეგობრების“ ვარსკვლავი, თავის ახალ რჩეულთან, მომხიბვლელ ჯიმ კერტისთან ქორწინების შემდეგ, ოჯახის გაფართოებაზე ალაპარაკდა.

სიყვარულმა ძველი ოცნებები გააღვიძა

ენისტონმა, რომელიც ორჯერ იყო დაქორწინებული, სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი საყვარელი მამაკაცი, ჯიმ კერტისი, ხელში აყვანილ ჩვილს სიყვარულით შესცქერის. მსახიობის მეგობრები ამბობენ, რომ ეს უბრალო ფოტო არ არის - ჯენიფერი შვილის აყვანის (ადაპტაციის) იდეას სერიოზულად განიხილავს.



ინსაიდერების თქმით, წყვილს თავიდან ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა. ჯენიფერს, თავისი ასაკისა და წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, უკვე გარკვეული ჰქონდა საკუთარ თავთან, რომ დედობა მის ბედში არ ეწერა.თუმცა, კერტისმა მასში მიძინებული ინსტინქტები კვლავ გააღვიძა.

„თავიდან რთული იყო, რადგან ჯიმს ყოველთვის სურდა კიდევ ერთი შვილი. ჯენმა კი წლები დახარჯა იმასთან შესაგუებლად, რომ დედობა მის გეგმებში აღარ შედიოდა. ახლა კი ისინი ისე არიან შეყვარებულები, რომ ვერ წყვეტენ საუბარს იმაზე, თუ როგორი იქნებოდა მათი საერთო ოჯახი,“ - აცხადებს წყარო.

ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ენისტონის გული მოალბო?

ჯიმ კერტისი ჰიპნოთერაპევტი და ე.წ. „Life Coach“-ია. წყვილის შესახებ ხმები პირველად ივლისში გავრცელდა, როდესაც ისინი ერთად შვებულებაში შენიშნეს. ეს ენისტონის პირველი სერიოზული ურთიერთობაა 2018 წლის შემდეგ, როდესაც ის ჯასტინ თერუს დაშორდა. ნოემბერში კი ჯენიფერმა ურთიერთობა ოფიციალურად დაადასტურა, როდესაც ჯიმს 50 წლის იუბილე საჯაროდ მიულოცა.

მეგობრების მხარდაჭერა

ჯენიფერის გარემოცვაში ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ის საუკეთესო დედა იქნება.
„ყველა ეუბნება ჯენს, რომ ეს უნდა გააკეთოს, რომ დედობის გამოცდილებისთვის გვიანი არასდროს არის. მას ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებმაც ბავშვი აიყვანეს და ყველა მათგანი ეუბნება, რომ ეს მათ ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.“

როგორც ჩანს, ჰოლივუდის საყვარელი მსახიობი დიდი სიურპრიზისთვის ემზადება. მოახერხებს თუ არა ჯენიფერი ყველაზე დიდი სურვილის ასრულებას, ამას დრო აჩვენებს.