ხალხი მას ბულინგში ადანაშაულებს: რას მალავს გვინეტ პელტროუს ქალიშვილის სკანდალური ცხოვრება?“
- 17.02.2026
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და „ელიტარული“ ოჯახი სკანდალის ეპიცენტრშია. 21 წლის ეპლ მარტინი, გვინეტ პელტროუსა და კრის მარტინის ქალიშვილი, წლების შემდეგ დუმილს არღვევს და ბულინგის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს.

პარიზული დებიუტი და „ბოროტი გოგოს“ იარლიყი
ყველაფერი 2024 წელს, პარიზის დებიუტანტების ბალზე დაიწყო. მაშინ ეპლი საზოგადოების კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. მიზეზი ვიდეოკადრები გახდა, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს სხვა გოგონების დაჩრდილვას ფოტოსესიისას, ატრიალებს თვალებს და ქედმაღლურად ეპყრობა გარშემომყოფებს. ხმები იმის შესახებაც გავრცელდა, რომ იგი სკოლიდან ბულინგის გამო გარიცხეს.

ორშაბათს ეპლმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა:
„ეს ნარატივი სრულიად მცდარია და კონტროლიდან გამოვიდა. მე არასდროს გავურიცხავვარ სკოლიდან, მით უმეტეს ბულინგის გამო. მესმის, რომ შეიძლება ხალხს არ ვუყვარდე, მაგრამ ეს ჭორი ტყუილია.“
დედა-შვილის საოცარი მსგავსება: „დივა“ და „ბრატი“
ინსაიდერები და ბიოგრაფები პარალელს ავლენენ ეპლსა და მის ოსკაროსან დედას, გვინეთ პელტროუს შორის. როგორც ჩანს, „დივას“ მანერები მათ გენეტიკაშია.
-
მამის გაფრთხილება: თავად გვინეტმა აღიარა, რომ 26 წლის ასაკში, ოსკარის აღების შემდეგ, მამამისმა (რეჟისორმა ბრიუს პელტროუმ) პირდაპირ უთხრა: „გვინეტ, შენ ნამდვილ ნაბიჭვრად (a**hole) იქეცი“. მამის ეს სიტყვები მას „მიწაზე დაშვებაში“ დაეხმარა.

-
ტოქსიკური გარემო: გვინეთს ხშირად ადანაშაულებენ მისი ბრენდის, Goop-ის შიგნით ტოქსიკური კულტურის შექმნასა და მეგობრების (მაგალითად, უინონა რაიდერის) დამამცირებელი მეტსახელებით მოხსენიებაში.
ოქროს ცხოვრება და პირველი კლასის ფრენები
ბიოგრაფი ამი ოდელი თავის წიგნში აღწერს, რომ გვინეტი ბავშვობიდანვე ფუფუნებაში იზრდებოდა. როდესაც მამასთან ერთად მგზავრობდა, მას არც კი სჯეროდა, რომ თვითმფრინავში „ეკონომ კლასიც“ არსებობდა.

„ჩვენ რა, პირველი კლასით არ მივფრინავთ? საერთოდ '“უკლასოდ“ მივდივართ?“ - ასეთი იყო პატარა გვინეტის რეაქცია ჩვეულებრივ რეისებზე.
რა ელის ეპლს?
მიუხედავად სკანდალებისა, ეპლი ვანდერბილტის უნივერსიტეტს ამთავრებს და სამოდელო კარიერაში დიდ ნაბიჯებს დგამს. ის უკვე გახდა Self-Portrait-ის ამბასადორი და არ მალავს, რომ მისი ოცნება მსახიობობაა.

დარჩება თუ არა ეპლი „ბოროტ გოგოდ“ საზოგადოების თვალში, თუ შეძლებს დედის მსგავსად კრიტიკის თავის სასარგებლოდ შემობრუნებას დრო აჩვენებს.
თემები: ჰოლივუდის ვარსკვლავები
