უმა თურმანისა და ეთან ჰოუკის შვილი გათხოვდა: ნახეთ, ვინ ესწრებოდა წლის ყველაზე ვარსკვლავურ ქორწილს
- 17.02.2026
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და გამორჩეული ვარსკვლავი, მაია ჰოუკი, 27 წლის ასაკში დაოჯახდა.
„Stranger Things“-ის ვარსკვლავმა და მუსიკოსმა კრისტიან ლი ჰატსონმა ფიცი ვალენტინობის დღეს, ნიუ-იორკის წმინდა გიორგის ეპისკოპალურ ეკლესიაში დადეს.
ეთან ჰოუკის ცრემლები და უმა თურმანის ელეგანტურობა
ქორწილის ყველაზე ემოციური მომენტი 55 წლის ეთან ჰოუკის გამოჩენა იყო. მსახიობი შავ კოსტიუმში გამოწყობილი, ხელში თეთრი ყვავილების თაიგულით, შვილს საკურთხევლისკენ მიაცილებდა.

არანაკლებ შთამბეჭდავი იყო პატარძლის დედა, ლეგენდარული უმა თურმანი. მან არჩევანი ცისფერ, ყვავილებით გაფორმებულ კაბაზე შეაჩერა და მთელი ცერემონიის განმავლობაში აღტაცებას ვერ მალავდა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი 2005 წელს დაშორდა, შვილის ბედნიერებისთვის მათ ნამდვილი ოჯახური იდილია შექმნეს.

Stranger Things-ის „რიუნიონი“ საკურთხეველთან
ქორწილი ნამდვილ ვარსკვლავთცვენად იქცა. მაიას მხარდასაჭერად მისი კოლეგები საკულტო სერიალიდან თითქმის სრული შემადგენლობით მოვიდნენ:
-
ფინ ვულფჰარდი, ჯო კირი, სედი სინკი, გატენ მატარაცო, კალებ მაკლაფლინი და ნატალი დაიერი.
ფანებმა შენიშნეს, რომ ქორწილს არ ესწრებოდნენ მილი ბობი ბრაუნი და ნოა შნაპი, რაც ინტერნეტში უკვე გახდა განხილვის საგანი, თუმცა „Stranger Things“-ის სხვა წევრებმა ცერემონიის შემდეგ სტუმრებთან ერთად კლუბ The Players-ში გათენებამდე იზეიმეს.

მეგობრობიდან სიყვარულამდე - ვინ არის ნეფე?
მაიას რჩეული 35 წლის მომღერალი და კომპოზიტორი კრისტიან ლი ჰატსონია. წყვილი 2023 წლიდან ხვდება ერთმანეთს, თუმცა მანამდე 4 წლის განმავლობაში საუკეთესო მეგობრები იყვნენ. მაია ხშირად ამბობს, რომ მეგობართან პაემანი საუკეთესო გადაწყვეტილებაა:

„მან იცის, ვინ ხარ სინამდვილეში და შენში მხოლოდ “იდეალურ შეყვარებულს“ არ ხედავს.“
წყვილი არაერთ მუსიკალურ პროექტზეც თანამშრომლობს.

საზეიმო სუფრასთან იყვნენ მაიას და-ძმებიც: 24 წლის ლევონ როან თურმან-ჰოუკი, ასევე ეთანის შვილები მეორე ქორწინებიდან და უმას უმცროსი ქალიშვილი ლუნა.
თემები: ქორწილი, შოუ-ბიზნესი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია