სინდი კროუფორდის ჩრდილიდან დიდებამდე: როგორ იქცა სუპერმოდელის ულამაზესი ქალიშვილი ჰოლივუდის ყველაზე გონიერ ვარსკვლავად?
- 17.02.2026
24 წლის კაია გერბერი დიდი ხანია გასცდა უბრალოდ „ლამაზი მოდელის“ სტატუსს. სანამ მისი თანატოლები წვეულებებზე ერთობიან, კაია საკუთარ სახლში, წიგნების თაროებს შორის ზის და მარგარიტ დიურასის შემოქმედებაზე მსჯელობს. Harper’s Bazaar-ის ახალ ნომერში მან გულახდილად ისაუბრა იმაზე, თუ რას ნიშნავს, დაიბადო სამყაროში, სადაც ყველა გიყურებს.
ბავშვობა სინდი კროუფორდის შიშველი ფოტოების გარემოცვაში
კაიასთვის სახლის კედლებზე დედის, სუპერმოდელ სინდი კროუფორდის შიშველი ფოტოების ნახვა ჩვეულებრივი ამბავი იყო.

„ჩემთვის ეს ხელოვნება იყო და არა ვულგარულობა. მადლობელი ვარ, რომ გავიზარდე სახლში, სადაც ქალის სხეულის მიმართ სირცხვილის გრძნობა არ არსებობდა“ - ამბობს კაია.
მიუხედავად იმისა, რომ მისი მამა, რენდე გერბერი, მილიონერი ბიზნესმენია, კაია მაინც საჯარო სკოლაში დადიოდა და თეატრალური წრეებით იყო გატაცებული. „ცხრა წლის ვიყავი, როცა მიუზიკლ 'Rent'-ის ყველა ტექსტი ზეპირად ვიცოდი“ - იხსენებს ის.

„Library Science“ - ანტი-ბესტსელერების კლუბი
კაია გერბერი დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „წიგნის ჭიაა“. მან ჩამოაყალიბა წიგნების კლუბი Library Science, სადაც არა პოპულარულ ბესტსელერებს, არამედ რთულ, ფილოსოფიურ ლიტერატურას განიხილავენ. მისი გამომწერები ისეთი ადამიანები გახდნენ, როგორებიც არიან ტომ ბრეიდი და მონიკა ლევინსკი.

კაიას ლეგენდა
კაიას სამოდელო კარიერა 10 წლის ასაკში დაიწყო, როცა დონატელა ვერსაჩემ ის პირადად აირჩია კამპანიისთვის. 16 წლისა უკვე მსოფლიოს ყველა წამყვან პოდიუმზე იდგა. თუმცა, დღეს ის სამსახიობო ხელოვნებაზეა ფოკუსირებული.
ლეგენდარული მსახიობი კეროლ ბერნეტი კაიას „ღრუბელს“ ადარებს, რომელიც ყველაფერს ისრუტავს:

„ის უბრალოდ არ ზის თავის ოთხაში. ის სულ გადასაღებ მოედანზეა, აკვირდება კამერის განლაგებას, სწავლობს... არ გამიკვირდება, თუ ერთ დღეს რეჟისორი გახდება.“
სიყვარული და „რომანტიზება“
კაიას პირადი ცხოვრება ხშირად ხდება პაპარაცების სამიზნე, თუმცა თავად მოდელი ამბობს, რომ ის უფრო „მეოცნებეა“, ვიდრე რეალისტი:
„შემიძლია ჩემს თავში ნებისმიერი სცენარი გავათამაშო. შემიძლია დავიჯერო, რომ ადამიანი ისეთია, როგორიც მე მინდა, მაშინაც კი, თუ ის საპირისპიროს მიმტკიცებს. ეს ფანტაზია ჩემს საქმეში მეხმარება, მაგრამ ურთიერთობებში - ყოველთვის არა.“

კაია გერბერი ამტკიცებს, რომ ის არ არის უბრალოდ „ლამაზი სახე“. ის არის ადამიანი, რომელიც მზადაა, სამყაროს საკუთარი წესებით დაენახოს. „მე ფორმას ვცვლი. ჩემი იდენტობა ტრანსფორმაციის უნარია და არა ის, რად გარდავიქმენი“ - ამ სიტყვებით ის წერტილს უსვამს ყველანაირ მოლოდინს.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია