ნიკოლ კიდმანის ცხოვრებაში ახალი მამაკაცი გამოჩნდა? – ვინ არის მილიონერი, რომელიც ოსკაროსანი ვარსკვლავის გულის მოგებას ცდილობს
- 18.02.2026
ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის 19-წლიანი ქორწინების დასრულება 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი ამბავი იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ჰოლივუდის "ყინულის დედოფალი" დიდხანს მარტო ყოფნას არ აპირებს. განქორწინების ოფიციალურად დასრულებიდან სულ რამდენიმე კვირაში, ცნობილი გახდა, რომ ნიკოლს გავლენიანი და ძალიან მდიდარი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა.
ვინ არის პოლ სალემი?
დასავლური მედიის ინფორმაციით, მსახიობის გულს 62 წლის მულტიმილიონერი ბიზნესმენი, პოლ სალემი ეპატრონება. სალემი "MGM Resorts International"-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა და ბიზნესსამყაროში საკმაოდ სოლიდური რეპუტაციით სარგებლობს.

ინსაიდერები ამბობენ, რომ ბიზნესმენი მოხიბლულია ნიკოლით და თავისი ზრახვების შესახებ ახლობლებთან უკვე ღიადაც საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს საერთო მეგობრები ჰყავს და რამდენჯერმე საერთო წვეულებაზეც იმყოფებოდნენ, ისინი ჯერჯერობით "პაემანზე" მარტო არ გასულან. პოლი ნიკოლის გარშემო "წრეებს უახლოვდება" და მომენტს ელოდება.

რთული განქორწინება და კიტ ურბანის ახალი გატაცებები
შეგახსენებთ, რომ ნიკოლ კიდმანმა და კიტ ურბანმა დაშორების შესახებ გასული წლის სექტემბერში გამოაცხადეს. ამბობდნენ, რომ ნიკოლს ოჯახის შენარჩუნება ბოლო წუთამდე სურდა, თუმცა "ურთიერთობამ თავისი რესურსი ამოწურა".

სანამ ნიკოლი დროს შვილებთან, 17 წლის სანდეი როუზთან და 15 წლის ფეით მარგარეტთან ერთად ატარებს, მისი ყოფილი ქმარი, კიტ ურბანი, დროს ტყუილად არ კარგავს. მას უკვე მიაწერეს რომანები ახალგაზრდა გიტარისტთან და ქანთრი მომღერალთან. მეტიც, ვრცელდება ხმები, რომ კიტი უკვე ახალ რჩეულთან ერთად ცხოვრობს, რის გამოც ქალიშვილები მამის მიმართ პროტესტს გამოხატავენ და დედის მხარეს იჭერენ.

ახალი წელი – ახალი იმედები
ნიკოლთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ მსახიობი 2026 წელს ოპტიმისტურად შეხვდა. ის ენერგიით სავსეა, ბევრს მუშაობს ახალ პროექტებზე და მზადაა, წარსულის ტკივილი უკან მოიტოვოს. იქნება თუ არა პოლ სალემი ის მამაკაცი, რომელიც ნიკოლს კვლავ გააბედნიერებს? ამას მალე გავიგებთ.
თემები: მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავები