2000-იანების ვარსკვლავი საკუთარ თავს აღარ ჰგავს: ამანდა ბაინსის შოკისმომგვრელი ტრანსფორმაცია და ოზემპიკით დაკლებული კილოგრამები
- 18.02.2026
2000-იანი წლების რომანტიკული კომედიების პრინცესა, ამანდა ბაინსი, რომელმაც მაყურებელს თავი ფილმებით - „ის კაცია“, „ჰეი სპრეი“ და „რა უნდა გოგონას“ შეაყვარა თავი, დღეს მისი ცნობა შეუძლებელია. 39 წლის მსახიობმა სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რამაც მისი გულშემატკივრების შეშფოთება და ცხარე დისკუსია გამოიწვია.

„მეზობლის გოგონადან“ ექსტრავაგანტულ იმიჯამდე
ოდესღაც ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ვარსკვლავი, რომელიც ეკრანზე ჩენინგ ტატუმთან და ემა სტოუნთან ერთად ბრწყინავდა, დღეს სულ სხვაგვარად გამოიყურება.

ამანდამ უარი თქვა თავის ბუნებრივ იმიჯზე: ახლა მას სახეზე გულის ფორმის ტატუ აქვს, ატარებს მკვეთრად გამოხატულ, სქელ წარბებს და ქერა, დაზიანებულ თმას.

12 კილოგრამი „ოზემპიკის“ დახმარებით
ამანდამ გულშემატკივრებს გაუზიარა, რომ წონაში კლებისთვის პოპულარულ პრეპარატს, „ოზემპიკს“ (Ozempic) იყენებს. მსახიობის თქმით, მან უკვე 12 კილოგრამზე მეტი დაიკლო:
„ადრე პაპარაცული ფოტოები არ მიყვარდა, რადგან 81 კილოგრამს ვიწონიდი, მაგრამ ახლა უკვე 69 კილო ვარ! ვიცი, რომ ჯერ კიდევ მსუქნად გამოვიყურები, მაგრამ ეს ფოტო ჩემთვის ინსპირაციაა“, - აღნიშნა ბაინსმა.

რთული გზა და იმედი
ამანდას ცხოვრება ჰოლივუდური ზღაპრისგან შორს აღმოჩნდა. წლების განმავლობაში მას ჰქონდა პრობლემები სამართალდამცავებთან, ებრძოდა მავნე ჩვევებს და 2014-დან 2022 წლამდე მეურვეობის ქვეშაც კი იმყოფებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ახალი ვიზუალი - განსაკუთრებით კი „გიგანტური“ წარბები და დაბერილი ტუჩები - ბევრს აშინებს, მისი ერთგული ფანები კი მაინც მხარდაჭერას უცხადებენ:
-
„შენ ჩემი ბავშვობის საყვარელი მსახიობი ხარ. ვლოცულობ შენი სიმშვიდისთვის“.
-
„მთავარია, ბედნიერი და ჯანმრთელი იყო, ჩვენ შენს გვერდით ვართ“.

მიუხედავად იმისა, რომ ამანდამ მსახიობის კარიერა 2010 წელს დაასრულა და მოგვიანებით კოსმეტოლოგიურ სკოლაშიც სცადა ბედი (თუმცა მანიკურის სპეციალისტის ლიცენზია ვერ აიღო), ის მაინც ცდილობს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას.
თემები: მსახიობი