LIFE

კაილი ჯენერი და ტიმოთი შალამე დაშორდნენ? რატომ არ გამოჩნდა მილიარდერი ვარსკვლავი საყვარელი მამაკაცის გვერდით პარიზში

კაილი ჯენერი და ტიმოთი შალამე დაშორდნენ? რატომ არ გამოჩნდა მილიარდერი ვარსკვლავი საყვარელი მამაკაცის გვერდით პარიზში

ჰოლივუდის ყველაზე განხილვადი წყვილის, კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამეს გარშემო შავი ღრუბლები დაგროვდა. მას შემდეგ, რაც ოქროს გლობუსზე ტიმოთიმ სცენიდან საჯაროდ აუხსნა სიყვარული კაილის, გულშემატკივრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრებოდა. თუმცა, ბოლო მოვლენებმა ეჭვები გააჩინა.

უცნაური ვალენტინობა და ღალატის ჭორები

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ვალენტინობის უქმეებზე 28 წლის კაილიმ შეყვარებულის ნაცვლად, სოციალურ ქსელში დედას, კრის ჯენერს მიულოცა დღესასწაული და ტიმოთი საერთოდ არ უხსენებია.

პარალელურად, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც 30 წლის ოსკაროსანი მსახიობი პარიზის ერთ-ერთ სასტუმროს ტოვებს ფრანგ-რუმინელ მსახიობთან, 26 წლის ანამარია ვარტოლომეისთან ერთად.



მიუხედავად იმისა, რომ კადრებში არც კოცნა ჩანს და არც ხელჩაკიდებული სიარული, ფანებისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა ღალატზე სასაუბროდ.

რატომ არ მიჰყვება კაილი ტიმოთის ევროპულ ტურნეებში?

ინსაიდერები ამბობენ, რომ კაილის არყოფნას სევდიანი მიზეზი აქვს. როგორც აღმოჩნდა, "Kardashians"-ის ვარსკვლავი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს ტიმოთის კინო-მეგობრების წრეში.

„კინოინდუსტრიაში ბევრი სნობი ადამიანია. კაილი გრძნობს, რომ მას ზემოდან უყურებენ და ეს მისთვის ძალიან უხერხული გარემოა. მას ურჩევნია, ტიმოთის წარმატებას შორიდან უყუროს, რათა ყურადღება საკუთარ თავზე არ გადაიტანოს და მას ბრწყინვალების საშუალება მისცეს“, — აცხადებს წყარო.

3-წლიანი სიყვარული და "ოჯახური იდილია"

მიუხედავად ჭორებისა, კაილიმ ტიმოთის ბოლო პოსტი ინსტაგრამზე მაინც "დაულაიქა", რაც გულშემატკივრების ნაწილისთვის იმის ნიშანია, რომ წყვილი კვლავ ერთადაა.

შეგახსენებთ, რომ წყვილი 2023 წლის დასაწყისში პარიზის მოდის კვირეულზე შეხვდა ერთმანეთს. ტიმოთი უკვე იცნობს კაილის შვილებს - 8 წლის სთორმისა და 4 წლის ეირს. კრის ჯენერი და მთელი კარდაშიანების კლანი კი აღფრთოვანებულია მსახიობით, რადგან თვლიან, რომ მან კაილის "უფრო რბილი და ნაზი" მხარე გამოაჩინა.

დაველოდოთ შაბათს: ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყვილი ერთად გამოჩნდება BAFTA-ს დაჯილდოებაზე, რათა ყველა ჭორს წერტილი დაუსვან.