„ჩვეულებრივი კრიმინალივით“: დნმ-ის ნიმუში, დამნაშავის ფოტო და ცივი საკანი – როგორ გაატარა პრინცმა ენდრიუმ დამამცირებელი 11 საათი ტყვეობაში
- 20.02.2026
პრინცი ენდრიუს დაკავების ამბავმა მსოფლიო უკვე შეძრა, თუმცა ის, რაც პოლიციის განყოფილების დახურულ კარს მიღმა მოხდა, ბევრად უფრო დრამატულია. ბრიტანეთის ტახტის მერვე მემკვიდრე, მეფე ჩარლზის საყვარელი ძმა, გუშინ დილიდან „ჩვეულებრივ კრიმინალად“ იქცა.
როგორ აღმოჩნდა პრინცი იქ, სადაც ფაიფურის ჭიქით ჩაის ნაცვლად, საშინელი საპატიმრო საკვები დახვდა?
დილის 8 საათის შოკი: ჩხრეკა საძინებელში
ყველაფერი დილის 8 საათზე დაიწყო. სანამ ენდრიუ სანდრინგემის მამულში მშვიდად ისვენებდა, პოლიციამ კარზე დააკაკუნა. მას არანაირი პრივილეგია არ მიუღია:

-
პოლიციის ოფიცერი მას საძინებელშიც კი დაელოდა, სანამ ენდრიუ ტანსაცმელს იცვამდა.
-
სანამ თავად განყოფილებაში გადაჰყავდათ, გამომძიებლები მის პირად ნივთებში იქექებოდნენ და უჯრებსა თუ კარადებს ყირაზე აყენებდნენ.
დამნაშავის ფოტო და დნმ-ის ნიმუში – გვირგვინის უდიდესი სირცხვილი
აილშამის პოლიციის განყოფილებაში მისულ პრინცს ნამდვილი „ჯოჯოხეთი“ დახვდა. პირველი, რაც მას გაუკეთეს, დნმ-ის ნიმუშის აღება (ნერწყვის ტესტი) და თითის ანაბეჭდების იყო.

ყველაზე შოკისმომგვრელი კი ე.წ. „მაგშოტის“ (პატიმრის ფოტოს) გადაღება აღმოჩნდა. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიო ლიდერებთან ერთად პოზირებდა, ახლა პოლიციის კედელთან, როგორც ეჭვმიტანილი, ისე იდგა.
ჩამორთმეული ქამარი და ჰალსტუხი?
მიუხედავად იმისა, რომ პრინცი ხელბორკილებით არ წაუყვანიათ, პროცედურა მკაცრი იყო. ექსპერტების თქმით, თუ მას საკანში მოათავსებდნენ, წესისამებრ, ჩამოართმევდნენ ქამარსა და ჰალსტუხსაც კი, რათა თვითდაზიანების რისკი გამოერიცხათ.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას იქ ჩაი ფაიფურის ჭიქით მიართვეს. საპატიმროს საკვები პრაქტიკულად უჭამია. ეს არის საზარელი დაცემა დიდების მწვერვალიდან“, — აცხადებს პოლიციის ყოფილი დეტექტივი.
რამ დაღუპა პრინცი? ეპშტეინის საიდუმლო ფაილები
რატომ ახლა? პასუხი ეპშტეინის საქმის 3 მილიონამდე ახლად გამოქვეყნებულ დოკუმენტშია. ირკვევა, რომ ენდრიუ პედოფილ მილიარდერს საიდუმლო სახელმწიფო ინფორმაციას აწვდიდა და მასთან ერთად ბიზნესგარიგებებს გეგმავდა. ერთ-ერთ იმეილში ის პირდაპირ წერდა: „შენ დიდ თამაშში ხარ“ (You are in big time).
ენდრიუ 11 საათის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა ის „განადგურებული ადამიანის“ შთაბეჭდილებას ტოვებდა. სანამ ის თავისუფლებით ტკბება, პოლიცია მის ლეპტოპებსა და ტელეფონებს სწავლობს.
პრინცი ენდრიუ გამოძიების დასრულებამდე თავისუფლებაზე იქნება. ეს სტანდარტული პროცედურაა ბრიტანულ სამართალში, როდესაც პოლიციას ჯერ არ აქვს საკმარისი მტკიცებულება ოფიციალური ბრალის წარსადგენად, მაგრამ ეჭვმიტანილი უკვე დაკითხულია.

ის ახლა თავისუფალია, მაგრამ „გამოძიების ქვეშ“. ნებისმიერ დროს შეიძლება მისი ხელახალი დაკავება, თუ ამოღებულ ტელეფონებსა და კომპიუტერებში პოლიცია ეპშტეინთან დამაკავშირებელ ახალ, დანაშაულებრივ კვალს იპოვის.
თემები: ჯეფრი ეპშტეინი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია
