LIFE

იტალიური ვნებები: ინგრიდ ბერგმანისა და რობერტო როსელინის „ამორალური“ რომანი, რომელმაც ჰოლივუდი შეძრა

იტალიური ვნებები: ინგრიდ ბერგმანისა და რობერტო როსელინის „ამორალური“ რომანი, რომელმაც ჰოლივუდი შეძრა

როდესაც ინგრიდ ბერგმანი რობერტო როსელინის შეხვდა, მან იტალიურად მხოლოდ ერთი ფრაზა იცოდა: „Ti amo“. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კინოსამყაროს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და საბედისწერო სიყვარულის ისტორია დაწყებულიყო.

ანგელოზიდან“ - „განტევების ვაცამდე

40-იანი წლების ბოლოს ინგრიდ ბერგმანი ჰოლივუდის კერპი იყო. მას აღიქვამდნენ, როგორც „წმინდანს“ - ის თამაშობდა მონაზვნებსა და ჟანა დ’არკს.



თაყვანისმცემლებისთვის ის „ანგელოზი“ იყო, თუმცა თავად ინგრიდს სულ სხვა რამ სწყუროდა: გიჟური ვნება და თავისუფლება.

წერილი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

ბერგმანმა როსელინის ფილმი ნახა და მოიხიბლა. მან რეჟისორს მისწერა:
ძვირფასო მისტერ როსელინი... თუ თქვენ გჭირდებათ შვედი მსახიობი, რომელიც კარგად ფლობს ინგლისურს, გერმანულს და იტალიურად მხოლოდ 'ti amo' იცის, მე მზად ვარ ჩამოვიდე თქვენს ფილმში გადასაღებად.“



როსელინიმ, რომელიც იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი „ლოველასი“ იყო, შანსი არ გაუშვა. მათი შეხვედრა პარიზში საბედისწერო აღმოჩნდა.

ღალატი, სკანდალი დაცოდვის შვილი

რომანი ელვისებურად განვითარდა. ინგრიდმა მიატოვა ქმარი და შვილი, რის გამოც ამერიკამ ის ლამის ანათემას გადასცა:

  • აშშ- სენატმა ის საჯაროდ დაგმო.

  • შვედეთში მას „ქვეყნის დროშაზე ლაქა“ უწოდეს.

  • ჰოლივუდმა მას 8-წლიანი ბოიკოტი გამოუცხადა.

როდესაც ინგრიდს როსელინისგან ვაჟი შეეძინა, ის ჯერ კიდევ სხვაზე იყო დაქორწინებული. ბავშვის დაბადების მოწმობაში დედის გრაფაში ეწერა: დედა: დროებით დაუდგენელია, რათა იურიდიული პრობლემები აერიდებინათ.

გალიაში გამომწყვდეულიდედა

ინგრიდი, რომელიც ოდესღაც მსოფლიოს ფავორიტი იყო, იტალიაში ჩვეულებრივ დიასახლისად იქცა. როსელინი მასზე საშინლად ეჭვიანობდა. წარმოიდგინეთ:

რობერტო ინგრიდს უკრძალავდა დიდ რეჟისორებთან მუშაობას, თავად კი მის თვალწინ სხვებს ეფლირტავებოდა.



ინგრიდი თავის დღიურებში წერდა, რომ სახლში გამომწყვდეული დროს მხოლოდ სიგარეტის მოწევაში, სმაში და ფანჯარაში ყურებაში კლავდა. ყველაზე მტკივნეული კი ის იყო, რომ როსელინი ბავშვებს - რობერტინოს და ტყუპებს, იზაბელასა და იზოტას - მის წინააღმდეგ განაწყობდა.



შენ ჩემს შვილებს მპარავ, ჩემს საკუთარ სისხლსა და ხორცს!“ — უყვიროდა ინგრიდი ქმარს, როცა რობერტო ბავშვებს საძინებელში არ უშვებდა, რათა მათ მხოლოდ მამასთან გაეტარებინათ დრო.

როდესაც 1957 წელს წყვილი საბოლოოდ დაშორდა (მას შემდეგ, რაც როსელინიმ ინდოეთში ახალი საყვარელი იპოვა), დაიწყო ნამდვილი ომი მეურვეობისთვის.

პირველი ქალიშვილი (პია): ყველაზე დიდი ტრაგედია ის იყო, რომ ინგრიდმა პირველ შვილთან, პიასთან (პირველი ქორწინებიდან), კავშირი წლების განმავლობაში დაკარგა. გოგონას მამამ, პეტრმა, ისე განაწყო შვილი დედის წინააღმდეგ, რომ პიამ საჯაროდ თქვა: მე ეს ქალი არ მიყვარს. მათ ურთიერთობის აღდგენას ათწლეულები დასჭირდა.



იტალიელი შვილები: განქორწინების შემდეგ ბავშვები თავიდან იტალიაში დარჩნენ, თუმცა ინგრიდმა წარმოუძლებელი შეძლო - მან არ მიატოვა ისინი. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდში ტრიუმფით დაბრუნდა, ის მუდმივად დაფრინავდა ევროპაში.

საბოლოოდ, შვილებთან ურთიერთობა დაალაგა. მისი ქალიშვილი, იზაბელა როსელინი, მოგვიანებით თავად გახდა მსოფლიო ვარსკვლავი და დედაზე ყოველთვის უდიდესი სიყვარულით საუბრობდა.

ტრიუმფალური დაბრუნება

ბერგმანი ჰოლივუდში ფილმით „ანასტასია“ დაბრუნდა და „ოსკარიც“ აიღო. კითხვაზე, ნანობდა თუ არა როსელინისთან რომანს, მან ღიმილით უპასუხა:
არა, არცერთი წამით. მე ისე მოვიქეცი, როგორც ვგრძნობდი.“

ფინალური სცენა: სიკვდილი დაბადების დღეზე

ბედის ირონიით, ინგრიდ ბერგმანი 67- დაბადების დღეს გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლებში ის ისევ ჰოლივუდის დედოფალი იყო, თუმცა როსელინისთან გატარებულ წლებს ყოველთვის თავის „უდიდეს შეცდომად და უდიდეს ბედნიერებად“ მიიჩნევდა.



როსელინმა კი, სიკვდილის წინ, აღიარა ის, რასაც წლები მალავდა: მიუხედავად უამრავი საყვარლისა და სკანდალისა, მისი ცხოვრების ნამდვილი მუზა და ერთადერთი სიყვარული მაინც ის „ცივი შვედი“ ქალი იყო, რომელმაც ერთხელ წერილი მისწერა.