სილამაზე

როუზ ჰანთინგტონ-უაითლის ახალი სახე - გაახალგაზრდავების მცდელობა თუ ექიმის შეცდომა?

როუზ ჰანთინგტონ-უაითლის ახალი სახე - გაახალგაზრდავების მცდელობა თუ ექიმის შეცდომა?

როუზ ჰანთინგტონ-უაითლიმ Vogue Forces of Fashion-ში მონაწილეობის შემდეგ საზოგადოების მწავევე კრიტიკა დაიმსახურა. ღონისძიების ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, სადაც მოდელის მკვეთრი ნაკვთები შეშუპების გამო სრულიად უჩვეულოდ გამოიყურება.

კადრში როუზი Vogue Australia-ს მთავარ რედაქტორ კრისტინ სენტენერასთან საუბრობს. ინტერვიუს ნახვის შემდეგ, გულშემატკივრებმა კომენტარებში დასვეს კითხვა, თუ რა კოსმეტოლოგიური ჩარევა გაიკეთა მოდელმა, ბევრი ვარაუდობდა, რომ უაითლმა შესაძლოა აქტიურად გამოიყენა კოსმეტიკური პროცედურები. ზოგიერთი მომხმარებელი ვარაუდობდა, რომ მას შესაძლოა ფილერები, ბოტოქსი და იმპლანტებიც კი ჰქონდა გაკეთებული, მათ შორის ნიკაპზეც.



თუმცა, ბევრმა გულშემატკივარმა მათი საყვარელი ვარსკვლავი დაიცვა და საზოგადოების კრიტიკულად განწყობილ ნაწილს მოუწოდეს, სჯობს თავი შეიკავონ უსაფუძვლო და დაუდასტურებელი ეჭვებისგან, რადგან შეშუპება ადვილად შეიძლებოდა გამოწვეულიყო ხანგრძლივი ფრენით - მოდელი სიდნეიში ლონდონიდან ჩავიდა. გარდა ამისა, კომენტატორებმა ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ მიზეზი შესაძლოა ცუდი განათებაც ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ თავად როუზმა არაფერი თქვა თავის გარეგნობაში რაიმე ჩარევის შესახებ. პირიქით, ის ხშირად უარყოფდა და ამბობდა, რომ ასეთი პროცედურები ძალიან გავრცელებული გახდა.

2019 წელს C Magazine-თან ინტერვიუში მან ხაზგასმით აღნიშნა: „როდესაც ცდილობთ საკუთარ გარეგნობაში რამის შეცვლას - იქნება ეს ტატუ, რინოპლასტიკა თუ სახის ფართომასშტაბიანი ფილერები - უნდა მიიღოთ ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილებები, საკითხს პასუხისმგებლობით მიუდექით და გააკეთოთ შეგნებული არჩევანი“.

თუმცა, მოდელი ადრეც გააკრიტიკეს შესაძლო პლასტიკური ქირურგიისა და ზედმეტი რეტუშის გამო. 2023 წლის ფოტოებში, სადაც ის პაპარაცებმა მაკიაჟის გარეშე გადაიღეს, განსაკუთრებით საკამათო იყო ინტერნეტ სივრცეში. ჰეითერებმა ბევრ მწვავე კომენტარი დატოვეს, სადაც ამტკიცებდნენ, რომ მოდელი სოციალური პლატფორმებისთვის ფოტოებს ზედმეტად არედაქტირებს.