LIFE

ვინსენტ კასელის საყვარელი ქალები - მსახიობის გახმაურებული რომანები

ვინსენტ კასელის საყვარელი ქალები - მსახიობის გახმაურებული რომანები

ფრანგ მსახიობ ვინსენტ კასელს, რომელსაც სულ მალე 59 წელი შეუსრულდება,  რამდენიმე გახმაურებული რომანი ჰქონია სრულიად განსხვავებულ ქალებთან. თუმცა, მის რჩეულებს ერთი საერთო თვისება აკავშირებთ - ყველა გამორჩეულად ლამაზი და სექსუალურია.

მონიკა ბელუჩი

მონიკა და ვინსენტი 1996 წელს შეხვდნენ ფილმში „ბინა“. ბევრი ამას აღწერს, როგორც ერთი ნახვით სიყვარულს, მაგრამ თავად მონიკა აღნიშნავდა, რომ ეს იყო ერთი ნახვით ზიზღი.



ვინსენტი სნობი იყო და არ მოსწონდა გადასაღებ მოედანზე ახალბედა მსახიობთან ერთად ყოფნა. მონიკას, თავის მხრივ, ვინსენტი არ მოსწონდა მისი ამპარტავნების გამო და ასევე იმიტომ, რომ ის ერთადერთი იყო გადამღებ ჯგუფში, რომელიც ყურადღებას არ აქცევდა.



თუმცა, მონიკა და ვინსენტი მალე ერთად გამოჩნდნენ ფრანგულ კინოდაჯილდოებაზე, არა როგორც ფილმის მთავარი გმირები, არამედ როგორც წყვილი.

მათ 1999 წელს იქორწინეს.14 წლის განმავლობაში ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ - ვინსენტი პარიზში, ხოლო მონიკა რომსა და ლონდონს შორის. წყვილი საჯაროდ აცხადებდა, რომ ისინი ღია ურთიერთობაში იყვნენ და ერთმანეთის ერთგულები არ იყვნენ: „მე არასდროს ვერევი მის საქმეებში. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ.



ჩვენ სხვადასხვა სამყაროში ვცხოვრობთ. ყველა იტალიელი ქალის მსგავსად, მეც მშურს, მაგრამ როგორღაც შემიძლია სხეულის ერთგულების გარეშე ვიყო. ჩემთვის სიყვარული გულის ერთგულებაა, ვინსენტი ყოველთვის ჩემთან არის, როცა მჭირდება, მეტს არაფერს ვითხოვ“ - აცხადებდა მონიკა.



ვინსენტიც და მონიკაც ამბობდნენ, რომ მათთვის ეს ქორწინების ერთადერთი შესაძლო ფორმატი იყო: ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ კამათის დრო, მაგრამ აქვთ ერთმანეთის მონატრების დრო. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ასეთი მდგომარეობა მხოლოდ ბელუჩის ახარებდა, რადგან ვინსენტმა მალე ეჭვიანობა დაიწყო.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გასპარ ნოეს „შეუქცევადის“ გადასაღებ მოედანზე მოხდა, სადაც მონიკა გაუპატიურების მსხვერპლს თამაშობდა. დასრულებული კადრების ჩვენების დროს ვინსენტს არ შეეძლო ასეთი აშკარა სცენების ატანა და სტუდიიდან გაიქცა.



პრესა წყვილის განქორწინებას წინასწარმეტყველებდა, მაგრამ ეს მანამ, სანამ 2004 წელს მათი პირველი ქალიშვილი, დევა, არ გაჩნდებოდა. მაშინაც კი, მონიკა და ვინსენტი ერთ ჭერქვეშ მხოლოდ ქალიშვილის დაბადებიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ცალ-ცალკე გადავიდნენ. მათი მეორე ქალიშვილის, ლეონის, დაბადება 2010 წელს გადამწყვეტი აღმოჩნდა მათი ქორწინებისთვის. ვინსენტი დაჟინებით მოითხოვდა, ბავშვები საერთო სახლში გაზრდილიყვნენ და მშობლებთან ერთად ეცხოვრათ, მაგრამ მონიკა თავისუფლებას ყველაფერზე მეტად აფასებდა.

2013 წელს, როგორც ჩანს, წყვილმა საბოლოოდ იპოვა კომპრომისი და საცხოვრებლად ბრაზილიაში გადავიდნენ. თუმცა, იმავე წელს მონიკა და ვინსენტი 17 წლიანი ურთერთბის შემდეგ განქორწინდნენ.



არცერთმა მსახიობმა არ გააკეთა კომენტარი დაშორების მიზეზებზე, ვინსენტმა სწრაფად იპოვა მეორე ცოლი, ხოლო მონიკა დიდი ხნის განმავლობაში მარტო იყო.

ტინა კუნაკი

2015 წელს ვინსენტ კასელი იბიცაზე გაემგზავრა დასასვენებლად, სადაც ახალგაზრდა მოდელ ტინა კუნაკის შეხვდა. იმ დროს მსახიობი 45 წლის იყო, ხოლო კუნაკი მხოლოდ 18 წლის.



თავიდან ვინსენტი და ტინა უბრალოდ საუბრობდნენ; მსახიობს არ ეგონა, რომ მათი ურთიერთობა სერიოზული გახდებოდა. ის წინააღმდეგი იყო წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობის, ამასთანევე, მისთვის პრიორიტეტული იყო ინტელექტუალური სიმწიფე (რაც მისი აზრით ახალგაზრდა ქალებს აკლდათ) და არა ტონუსში მოყვანილი ლამაზი სხეული.



თუმცა, კასელმა მალევე შეიცვალა აზრი, როდესაც იბიცაზე, ადგილობრივ ბარში თაყვანისმცემელთა შორის ტინა შენიშნა. მიხვდა, რომ ის უბრალოდ მეგობარი არ იყო და ხელი სთხოვა.

თავიდან მათი რომანი დისტანციური იყო: ვინსენტი ბრაზილიაში განაგრძობდა ცხოვრებას, ხოლო ტინა მშობლებთან დაბრუნდა საფრანგეთში.



შეყვარებულებმა ხანგრძლივ განშორებას ვერ გაუძლეს და 2016 წელს მათ საჯაროდ განაცხადეს ურთიერთობის შესახებ. მალე ტინა და ვინსენტი პარიზში Victoria's Secret-ის ჩვენებაზე გამოჩნდნენ, რის შემდეგაც ტინას მომგებიანი კონტრაქტები და სამუშაო შეთავაზებები გაუჩნდა.

ურთიერთობის პირველ ეტაპზე კასელი აცხადებდა: „ტინა ძალიან მიყვარს და დარწმუნებული ვარ, რომ შვილები გვეყოლება“ - რამდენიმე თვის განმავლობაში ტინა და ვინსენტი ბრაზილიაში ცხოვრობდნენ, თუმცა მალევე ტინას თხოვნით საფრანგეთში გადავიდნენ.



ისინი იქ 2018 წელს დაქორწინდნენ და 2019 წელს მათი ქალიშვილი, ამაზონი, დაიბადა.
2021 წლამდე წყვილის ურთიერთობა იდილიურად გამოიყურებოდა. ვინსენტმა ტინას ქორწინების მესამე წლისთავი მიულოცა; თუმცა, 2022 წელს წყვილი დაშორდა - მსახიობმა წაშალა მისი და მოდელის ყველა ფოტო.



ინსაიდერები ამტკიცებდნენ, რომ მიზეზი ტინას ღალატი იყო. ურთიერთობის დროსაც კი, ის ხშირად ჩნდებოდა ვინსენტის გარეშე საჯარო ღონისძიებებსა და კლუბებში, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტინა მსგავს ცხოვრებას ეწეოდა.

წყაროები ასევე იუწყებიან, რომ დაშორების გადაწყვეტილება ვინსენტმა მიიღო. მეგობრების თქმით, ტინა განადგურებული იყო მათი დაშორების შემდეგ. ვინსენტმა კი მომდევნო წელს ახალი შეყვარებული, ნარა ბაპტისტა გაიცნო.

ნარა პაპტისტა

ისინი ერთმანეთს 2022 ან 2023 წელს შეხვდნენ - ზუსტი თარიღი უცნობია, რადგან წყვილი ურთიერთობას მალავდა. თუმცა, 2023 წელს მათ პირველად საჯაროდ გამოაცხადეს რომანის შესახებ: ბაპტისტამ ვინსენტთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა წარწერით "ჩემი სიყვარული" და ვინსენტმა ის თავის პლატფორმაზე განათავსა.



შემდეგ წყვილი დასასვენებლად წავიდა, წვეულებებს, მოდის ჩვენებებს დაესწრო და 2024 წელს რიო-დე-ჟანეიროს კარნავალსაც კი. ვინსენტმა აქტიურად დაიწყო ფოტოების გამოქვეყნება ახალ შეყვარებულთან ერთად.

თუმცა, გულშემატკივრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ნარა, პრესტიჟული სამოდელო სააგენტო Elite-ის პროტეჟე, არ მოისურვებდა კარიერის შვილზე გაცვლას, მაგრამ შეცდნენ, 2024 წლის სექტემბერში მან გამოაცხადა, რომ ორსულად იყო, მათი ვაჟი, კაეტანო, 2025 წელს მოევლინა სამყაროს.



მართალია მსახიობს არეული პირადი ცხოვრება აქვს, მაგრამ ყველა მისმა პარტნიორმა მას ოცნება აუხდინა - ვინსენტი ოცნებობდა ბევრი შვილი ყოლოდა, მისი ოცნება ახდა.