LIFE

Wizz Air ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენებს 16 მარტამდე წყვეტს

Wizz Air ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენებს 16 მარტამდე წყვეტს

Wizz Air ადასტურებს, რომ ისრაელში, დუბაიში, აბუ დაბიში და ამანში ფრენები შეჩერდება კვირის ჩათვლით, 16 მარტამდე.

ამასთან, გაერთიანებული სამეფოდან ჯედასა და მედინაში ფრენები განახლდება 8 მარტიდან.
ავიაკომპანია აგრძელებს მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს და მუდმივ კონტაქტში რჩება როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო უწყებებთან, ისე საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოებთან და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან.

ოპერაციული გადაწყვეტილებები მუდმივად გადაიხედება, ხოლო ფრენების განრიგი შესაძლოა შეიცვალოს ვითარების განვითარების შესაბამისად.

მგზავრების, ეკიპაჟისა და საჰაერო ხომალდების უსაფრთხოება Wizz Air-ის მთავარ პრიორიტეტად რჩება. კომპანია აცნობიერებს შექმნილ შეფერხებას და მადლობას უხდის მგზავრებს გაგებისთვის. 

დაზარალებულ მგზავრებს ავიაკომპანია უშუალოდ დაუკავშირდება და მიაწვდის ინფორმაციას ხელმისაწვდომი ალტერნატივების შესახებ.