1. გადაწყვიტეთ, რომ ყველაფერი კარგად გაქვთ.
როგორც ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი ალენი წერდა : „უნდა გინდოდეს იყო ბედნიერი და ამისათვის რაღაც იღონო. თუ ჩადგები მიუკერძოებელი დამთვალიერებლის პოზაში, დატოვებ კარს ღია და დაელოდები როდის შემოვა მასში ბედნიერება, მაშინ სევდა დაისადგურებს“.
2. არ მისცეთ საკუთარ თავს ნება დიდი ხნით მოიწყინოთ.
როცა საკუთარ თავში ვუშვებთ ნეგატიურ ემოციებს, ჩვენ ვახანგრძლივებთ მათ. ადრე ადამიანებს სჯეროდათ, რომ თუ ვინმეს გაუზიარებ, შეიძლება გაიმსუბუქო ტანჯვა. მაგრამ სინამდვილეში ხშირად პირიქით ხდება: მუდმივმა და უპასუხო წუწუნმა შეიძლება გადაგაქციოს მოწუწუნე ცხოვრებისეული გარემოებების მსხვერპლად. უბედურება კი საკუთარ თავს კვებავს: რაც მეტი დანებდები მას, მით უფრო ხანგრძლივი იქნება ის.
3. იზრუნეთ საკუთარ თავზე, განსაკუთრებით თუ საქმეები ცუდად გაქვთ.
ოღონდ არ უნდა შეცდეთ საბოლოო მიზნის თაობაზე: როცა ცუდად ვართ, სასიამოვნო საქმიანობის ამოცანა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ბედნიერები გაგვხადოს, არამედ იმაშია, რომ ხელი შეუშალოს უბედურებას გაიზარდოს და ჩვენში დაისადგუროს.
4. მოერიდეთ პერფექციონიზმს და ნუ მიილტვით ბედნიერებისკენ „რაც არ უნდა მოხდეს“.
ბედნიერების ძიება არ უნდა იქცეს ჩვენთვის აკვიატებულ მდგომარეობად, თითოეული ადამიანის უფლება ბედნიერებაზე მოვალეობად არ უნდა იქცეს. ჩვენ არ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ უბედურებასთან შეხვედრა, მაგრამ ჩვენ ძალებშია არ გვეშინოდეს ამ შეხვედრის და მივიღოთ ამაში სარგებელი.
5. დატკბით ბედნიერების წუთებით.
შესანიშნავი ვაქცინა იმის საწინააღმდეგოდ, რომ გრძნობდეთ თავს უბედურად, - არის დატკბე ბედნიერებით და ეცადო გახადო ეს შეგრძნება უფრო ძლიერი და ნათელი. და აი აქ ჩვენ ვუახლოვდებით ყველაზე ძველ და ყველაზე ბრძენი ფილოსოფოსების რჩევას: carpe diem („დაიჭირე მომენტი“), გაიხარე იმით, რაც გაგაჩნია დღეს.
6. იფიქრეთ საზრუნავზე, მაგრამ არ ჩაიციკლოთ მათზე.
ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ამოცანაა - ასწავლო ადამიანებს აღიქვა საკუთარი უბედურებები, როგორც პრობლემები, რომლებიც მოითხოვენ გადაწყვეტას, და არა როგორც წყევლა. ამ შემთხვევაში გამოიყენება ე.წ. „ სოკრატეს მეთოდი“, რომელიც მდგომარეობს ძირითადად ხისტი კითხვების დასმაში ჩვენი შიშებისა და ღელვის შესახებ: მეხმარება ის, რომ მუდმივად ვღელავ? როგორია ალბათობა იმისა, რომ ეს უბედურება შემემთხვევა? და ა.შ., მეთოდი მკაცრია, მაგრამ მოქმედი.
7. ნუ განავითარებთ საკუთარ თავში მტრულ ემოციებს.
ჩვენს გარშემო ხშირად უბედურებები ხდება იმიტომ, რომ ჩვენ დიდ ადგილს ვუთმობთ ე.წ. მტრულ ემოციებს. ეს ემოციები ხშირად ძალიან ძლიერია და მიმართულია განსაზღვრულ ადამიანებზე (გაბრაზება, ნაღველი, ეჭვიანობა და ა.შ.). ხშირად ისინი იმიტომ ვითარდება, რომ ჩვენ პირველ ადგილზე ვაყენებთ მოთხოვნილებას დავამტკიცოთ საკუთარი სიმართლე და, ამავე დროს, მსხვერპლად ვწირავთ საკუთარ სურვილს ვიგრძნოთ თავი კარგად.
თემები: ურთიერთობა, პრობლემები, რჩევები
<a href="http://www.psychologies.ru/">http://www.psychologies.ru/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია