კითხვა „როგორ ხარ?“ ყოველდღიური კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილია. ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა სწორედ პასუხზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება დიალოგი და რა შთაბეჭდილებას დატოვებთ. ეტიკეტის ექსპერტები გვირჩევენ, რომ პასუხი ყოველთვის კონტექსტის მიხედვით შევარჩიოთ.
გთავაზობთ 5 ვარიანტს სხვადასხვა სიტუაციისთვის:
1. ოფიციალური გარემო და ბიზნეს-ეტიკეტი
საქმიან შეხვედრებზე ეს კითხვა ხშირად „ყინულის გასატეხად“ გამოიყენება. აქ ზედმეტი გულწრფელობა საჭირო არ არის.
-
როგორ ვუპასუხოთ: უმჯობესია შემოიფარგლოთ ნეიტრალური, თავაზიანი ფრაზით: „გმადლობთ, კარგად, სამუშაო პროცესში ვარ“.

-
რჩევა: თუ თავად სვამთ კითხვას, აჯობებს ის დააკონკრეტოთ: „როგორ მიდის პროექტი?“ ან „ვიცი, რომ გადატვირთული სეზონი გაქვთ, როგორ ართმევთ თავს?“. ეს აჩვენებს, რომ თქვენი ინტერესი პროფესიულია და არა ზედაპირული.
2. მეგობრები და ახლობლები
როცა ახლობელი გვეკითხება, ის ნამდვილად დაინტერესებულია ჩვენი ამბებით. აქ შეგიძლიათ ემოციებსა და დეტალებს მეტი გასაქანი მისცეთ.
-
„შესანიშნავად! დღეს იმდენი საინტერესო რამ მოხდა...“
-
„სიმართლე გითხრა, ცოტა დავიღალე, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი რიგზეა“.
-
„ახლა საუკეთესო პერიოდი არ მაქვს, მაგრამ შენი მხარდაჭერა ყოველთვის მეხმარება“.

3. კრეატიული და იუმორისტული პასუხები
თუ გსურთ გარემოს განმუხტვა ან საუბრის საინტერესოდ დაწყება, გამოიყენეთ ცოტაოდენი ფანტაზია:
-
„როგორც კინოში: ხან დრამაა, ხან - კომედია!“
-
„პოზიტივის ტალღაზე ვარ!“
-
„როგორც კოსმონავტი - ახალი იდეების ორბიტაზე!“
4. როცა დეტალებზე საუბრის სურვილი არ გაქვთ
არის მომენტები, როცა უბრალოდ არ გსურთ პირადი ამბების გაზიარება ან საამისოდ დრო არ გაქვთ.
-
„გმადლობთ, ყველაფერი ნორმალურადაა“.
-
„განსაკუთრებული არაფერი, ჩვეულებრივი დღეა“.
-
„ისე, როგორც ყოველთვის“. ეს თავაზიანი გზაა მიახვედროთ თანამოსაუბრეს, რომ გრძელი დიალოგისთვის განწყობილი არ ხართ.
5. როცა საქმეები მართლა ცუდად არის
თუ რთული პერიოდი გაქვთ, შეგიძლიათ იყოთ გულწრფელი, მაგრამ შეინარჩუნოთ ზომიერება:
-
„ახლა რთული პერიოდი მაქვს, მაგრამ ვუმკლავდები“.
-
„უკეთესადაც ვყოფილვარ, თუმცა ვცდილობ პოზიტივი შევინარჩუნო“.
-
„მადლობა, რომ მკითხე. შენი ყურადღება ჩემთვის მნიშვნელოვანია“.
დასკვნა: პასუხი კითხვაზე „როგორ ხარ?“ თქვენს განწყობასა და თანამოსაუბრესთან სიახლოვის ხარისხზეა დამოკიდებული. მთავარია იყოთ გულწრფელი და გაითვალისწინოთ კონტექსტი — ხანდახან ერთი მოკლე პასუხი შეიძლება დიდი მეგობრობის ან მნიშვნელოვანი საუბრის დასაწყისი გახდეს.
თემები: ურთიერთობა, ქალები, რჩევები