ბელა ჰადიდი ძმასთან ერთად, ჯულიანა მური და კარლა ბრუნი: კანის კინოფესტივალის მეექვსე დღის ყველაზე ხმაურიანი პრემიერები და "ლუქები"
- 19.05.2026
კანის 79-ე კინოფესტივალის პირველი კვირა დასასრულს უახლოვდება. მიუხედავად იმისა, რომ გახსნა წელს არც ისე გრანდიოზული გამოდგა, მომდევნო დღეებმა ნამდვილი ვარსკვლავთცვენა და დიდი კინოპრემიერები მოიტანა. მეექვსე დღეს ფესტივალზე ერთბაშად ორი ისეთი სურათი წარადგინეს, რომლებიც „ოქროს პალმის რტოს“ მთავარ ფავორიტებად მიიჩნევიან.
მთავარი პრეტენდენტები „ოქროს პალმის რტოზე“
პირველი ფილმი რეჟისორ ჟანა არის დრამა „გარანსია“, სადაც მთავარ როლს ფრანგული კინოს ვარსკვლავი ადელ ეგზარკოპულოსი ასრულებს. მისი გმირი პარიზში, პატარა ბინაში ცხოვრობს, ებრძვის ალკოჰოლურ დამოკიდებულებას, შფოთვას, ოჯახურ დრამებს და, რა თქმა უნდა, ეძებს დიდ სიყვარულს.
მეორე და განსაკუთრებით ხმაურიანი პროექტი კი რეჟისორ ნა ჰონგ-ჯინის მისტიკური თრილერი „იმედია“. აღსანიშნავია, რომ ეს რეჟისორის კანში დაბრუნებაა 10 წლის შემდეგ. ფილმში, რომელიც დემილიტარიზებულ ზონასთან ახლოს მდებარე სოფელში ვეფხვის გამოჩენით გამოწვეულ პანიკაზე გვიყვება, ჰოლივუდის პირველი ვარსკვლავები მონაწილეობენ: მაიკლ ფასბენდერი, ალისია ვიკანდერი და სერიალ „კალმარის თამაშის“ ვარსკვლავი ჰოიონი.
წითელ ხალიჩაზე ამჯერად იმაზე მეტი ვარსკვლავი გამოვიდა, ვიდრე ფესტივალის გახსნაზე. გთავაზობთ დღის ყველაზე გამორჩეულ და განხილვად იმიჯებს:
-
ბელა ჰადიდი: სუპერმოდელი ხალიჩაზე უმცროს ძმასთან, ანვარ ჰადიდთან ერთად გამოჩნდა. ბელამ „გარანსიას“ პრემიერისთვის Prada-ს ნაცრისფერი, ტანზე გამოყვანილი არქივიდან შერჩეული კაბა და Chopard-ის მასიური საყურეები მოირგო.

-
ჯულიანა მური: მსახიობმა არჩევანი კლასიკურ ელეგანტურობაზე შეაჩერა და საზოგადოებას Bottega Veneta-ს წითელი, მდიდრული კაბით წარუდგა.

-
კეიტ ბლანშეტი: მსახიობი კანის დაპყრობას აგრძელებს. ამჯერად მან Givenchy-ს შავი კაბა აირჩია, რომელიც ყვავილების პრინტითა და გრძელი ფოჩებით იყო გაფორმებული.

-
კარლა ბრუნი: საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი კვლავ ბრწყინვალე ფორმაშია. მან ველური პრინტი მოირგო და Roberto Cavalli-ს „ზებრა-კაბაში“ გამოეწყო, რომელსაც ზურმუხტისთვლიანი ყელსაბამი შეუხამა.

-
ადელ ეგზარკოპულოსი: საკუთარი ფილმის პრემიერაზე მსახიობი Saint Laurent-ის დახვეწილი, შავი მაქმანებიანი კაბით გამოჩნდა.

-
ადრიანა ლიმა: სუპერმოდელმა Nicholas Oakwell-ის შავ-თეთრ კაბასა და Chopard-ის ბრილიანტებზე გააკეთა აქცენტი.

ხალიჩაზე ასევე იპოზიორეს იტალიელმა სტაილ-აიქონმა კიარა ფერანიმ და მსახიობმა კოლმან დომინგომ. ფესტივალი გრძელდება და წინ კიდევ ბევრი საინტერესო პრემიერა გველოდება!


თემები: ჰოლივუდის ვარსკვლავები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია