ძველი სიყვარული ბრუნდება? ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი საზოგადოებაში ისევ ერთად და თან ერთნაირ ფორმაში გამოჩნდნენ
- 23.05.2026
ჰოლივუდის ვარსკვლავი ბენ აფლეკი მოულოდნელად კვლავ ყოფილი მეუღლის, ჯენიფერ გარნერის კომპანიაში შეამჩნიეს. წყვილი, რომელიც ერთმანეთს ოფიციალურად ჯერ კიდევ 2018 წელს დაშორდა, ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობისას დააფიქსირეს, სადაც მათ ერთ-ერთი რესტორნიდან საკვები გამოიტანეს.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ექს-მეუღლეების ჩაცმულობამ - ისინი ნამდვილ ფეშენ-დუეტს ჰგავდნენ და ერთმანეთს იდეალურად შეუხამეს სამოსი. როგორც ბენმა, ისე ჯენიფერმა არჩევანი ღია ფერის ჯინსებზე, ცისფერ პერანგებსა და სპორტულ ფეხსაცმელზე შეაჩერეს, იერსახე კი მზის სათვალეებით დაასრულეს.

მეგობრობა, მხარდაჭერა თუ ახალი რომანი?
ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი 2005-დან 2018 წლამდე იყვნენ ქორწინებაში და 3 საერთო შვილი (ვაიოლეტი, სერა და სემი) ჰყავთ. განქორწინების შემდეგ წყვილმა საოცრად თბილი და მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა.
ინსაიდერების თქმით, გარნერი აფლეკს გვერდიდან არ მოშორებია და მაქსიმალურად უჭერდა მხარს ჯენიფერ ლოპესთან მძიმე და სკანდალური განქორწინების პროცესში. თუმცა, მათმა ბოლოდროინდელმა ხშირმა და ზედმეტად ახლო გამოჩენამ საზოგადოებაში გააჩინა ეჭვი - ხომ არ გეგმავს წყვილი ძველი გრძნობების გაცოცხლებას?

სიტუაციას ის ფაქტიც ართულებს, რომ ჯენიფერ გარნერი ამჟამად მარტო არ არის - ის ბიზნესმენ ჯონ მილერს ხვდება, თუმცა ბენთან გატარებული დრო და შეხამებული სტილი ფანებს მაინც აძლევს საფუძველს, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წყვილის რეალურ ვერსიად დაბრუნებაზე იოცნებონ.
თემები: ქალები, ბენ აფლეკი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია